Jump to content
×
×
  • Create New...

პირველი საავადმყოფო ჭიათურაში


Recommended Posts

  • ფორუმელი

1900-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მედიცინა უკვე კარგად იყო განვითარებული. კერძო ექიმების კაბინეტებს ნელ-ნელა დიდი, მრავალპროფილიანი საავადმყოფოები ემატებოდა, რომლებიც თბილისსა და ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქში შენდებოდა. ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზებული სისტემა პაციენტების მომსახურებას ყოველდღიურად თუ ეპიდემიების დროს ეფექტურად უზრუნველყოფდა.

ჭიათურაში პირველი საავადმყოფო 1897-1904 წლებში აშენდა „მრეწველთა ყრილობის“ ეგიდით. 24 საწოლზე გათვლილი ჭიათურის სამრეწველო საავადმყოფო კავკასიაში პირველი კერძო საავადმყოფო იყო.

საავადმყოფოს აშენების საჭიროება 1879 წლიდან სამთამადნო მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებამ განაპირობა. ჭიათურის სამრეწველო საავადმყოფო სწორედ მანგანუმის მრეწველობაში დასაქმებულ ადამიანებს – მაღაროს მუშებს, მადნის მტვირთავებს და მათი ოჯახის წევრებს ემსახურებოდა. 120 წლის წინ ჭიათურის საავადმყოფო იმდროინდელი მედიცინის მიღწევების შესაბამისად იყო აღჭურვილი.

1911 წელს საქართველოში დაბრუნებული ცნობილი ქირურგი გრიგოლ მუხაძე ჭიათურის სამრეწველო საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ დანიშნეს. იგი მას პირველ მსოფლიო ომამდე ხელმძღვანელობდა.

საავადმყოფოს კომპლექსში გაერთიანებული იყო: ადმინისტრაციული კორპუსი, ამბულატორია, საოპერაციო ბლოკი, გადასახვევი ოთახი, პალატები ქალებისა და კაცებისთვის (წარმოდგენილია ფოტოზე), სივრცე გამოჯანმრთელებული პაციენტებისთვის, სამზარეულო, სააბაზანო ოთახი, პერსონალის საცხოვრებელი ბლოკი, სამლოცველო და კეთილმოწყობილი ეზო. გადამდები სენით დაავადებულ პაციენტებს ცალკე მდგომი შენობა ეთმობოდა.

შენიშვნა: ვრცლად ჭიათურის პირველი საავადმყოფოს შესახებ იხილეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის Facebook გვერდზე.

The post პირველი საავადმყოფო ჭიათურაში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share