Jump to content
×
×
  • Create New...

მოლოკნები


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

მოლოკნების მოძღვრება, რომელსაც ისინი „სუფთა სულიერ რძეს“ ადარებდნენ, დუხობორთა რელიგიურ შეხედულებებს ეფუძნებოდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მათი სახელწოდებაც – „მოლოკნები“ ამ შედარებიდან მომდინარეობს.

მოლოკნები თვლიდნენ, რომ ადამიანის სულიერი ხსნისა და ცხოვრების გზა მხოლოდ ბიბლიიდან გამომდინარეობს, ამიტომ ისინი უარყოფდნენ სამღვდელოებას, ყოველგვარ საეკლესიო რიტუალებსა და დოგმებს, რაც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიუღებელი იყო. 1830-იანი წლებიდან იმპერატორ ნიკოლოზ I-ის დეკრეტით, მოლოკნების დიდი ჯგუფი რუსეთის იმპერიის შორეულ პროვინციებში – მათ შორის ამიერკავკასიაში – გადაასახლეს.

საქართველოში გადმოსახლებული მოლოკნები ძირითადად თბილისში და სიღნაღისა და საგარეჯოს მაზრებში დასახლდნენ. სოფლად მცხოვრები მოლოკნების ძირითად საქმიანობას მიწათმოქმედება და მეფუტკრეობა წარმოადგენდა, თბილისში დასახლებულები კი ვაჭრობას, ხელოსნობას ან მედროგეობას მისდევდნენ; ჰქონდათ საკუთარი ბაზარი და სასაფლაო.

დღეს საქართველოში მოლოკნების მხოლოდ მცირე ჯგუფი ცხოვრობს.XX საუკუნის 80-90-იან წლებში მათი დიდი ნაწილი რუსეთში დაბრუნდა, ნაწილი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წავიდა ემიგრაციაში.

The post მოლოკნები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share