Jump to content
×
×
  • Create New...

წყალგამყოფი ხიდი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

სამარყანდთან ახლოს, მდინარე ზარაფშანზე მდებარეობს უძველესი ხიდი, რომელსაც ხშირად თემურ-ლენგის ან აბდულა-ხანის სახელითაც მოიხსენიებენ, თუმცა ხიდის მშენებლობის ნამდვილი ისტორია მჭიდროდ უკავშირდება უზბეკთა შაიბადინების ფეოდალური დინასტიის დამაარსებელ მუჰამედ შაიბან-ხანის სახელს. ერთ-ერთი გადმოცემით, 1502 წელს, როდესაც მუჰამედ შაიბან-ხანი ბუხარიდან სამარყანდში ბრუნდებოდა, ჯართან ერთად მდინარე ზარაფშანის გადალახვა მოუხდა. აქ მდებარე V-VI სს. უძველესი ხიდით, რომელიც წყალმოვარდნებისგან თითქმის განადგურებული იყო, მდინარის გადაკვეთა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ამიტომ შაიბან-ხანის ბრძანებით ახალი ხიდის მშენებლობა გადაწყდა. მდინარე ზარაფშანის სწრაფი დინების შესაკავებლად სპეციალურად აშენდა დამბა. მშენებლობაში ჯარი და სამარყანდიდან საგანგებოდ მოწვეული გამოცდილი ოსტატები იყვნენ ჩართულნი, რომელთა წყალობით მშენებლობა ზუსტად ერთ თვეში, 1502 წლის 3 ნოემბერს დასრულდა.

შვიდთაღიანი ხიდი, სავარაუდოდ, 200 მეტრის სიგრძის უნდა ყოფილიყო, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით ერთი მეტრის სიმაღლის მოაჯირი ჰქონდა.
საუკუნეების განმავლობაში ხიდი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მავერანაჰრის ცხოვრებაში, რადგან აქ გამავალი საქარავნო გზა ერთმანეთთან აკავშირებდა ცენტრალური აზიის უძველეს ქალაქებს. ამავდროულად, ხიდი წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს წყალგამანაწილებელ ნაგებობას, რომლის თაღების მეშვეობით მდინარის წყალი ორ ნაკადად იყოფოდა.

წარმოდგენილი ფოტო გადაღებულია იმ დროს, როდესაც წყალგამყოფი ხიდის სამი თაღი ჯერ კიდევ არსებობდა, თუმცა 1886-1898 წლებში მომხდარი მიწისძვრების შედეგად ხიდი თითქმის ნანგრევებად იქცა.

The post წყალგამყოფი ხიდი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   9 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 9 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(1)