Jump to content
×
×
  • Create New...

ალექსანდრეს ბაღი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

1859 წელს, მეფისნაცვალ ალექსანდრე ბარიატინსკის ინიციატივით, საასპარეზო ყაბახის ძველ ტერიტორიაზე ევროპული ყაიდის ბაღი გაშენდა, რომელსაც რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის პატივსაცემად “ალექსანდრეს ბაღი“ ეწოდა. მის დასაპროექტებლად ბარიატინსკიმ შვედი არქიტექტორი ოტო სიმონსონი მოიწვია, რომელმაც ბაღისთვის ტერასების, მებაღის სახლის, ლომისთავიანი შადრევნის პროექტები შექმნა; მისივე დაგეგმარებული იყო ქაშუეთის ეკლესიის ახალი გალავანი. ბაღი მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით დამრეცი რელიეფის ორ დონეზე იყო გაშლილი და დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად იყოფოდა. მებაღედ მიიწვიეს ცნობილი ბოტანიკოსი ჰაინრიხ კარლ შარერი. ალექსანდრეს ბაღის სრული განაშენიანება 1865 წელს დასრულდა. მის ტერიტორიაზე განთავსებული იყო კაფე-რესტორანი, საგამოფენო თუ სავაჭრო პავილიონები, რომლებშიც ძველი ტფილისის საზოგადოება დასასვენებლად იკრიბებოდა.

მოგვიანებით, 1885-1888 წლებში, ბაღის ზედა ნაწილში აშენდა ალბერტ ზალცმანის მიერ დაპროექტებული სამხედრო ისტორიული მუზეუმი “დიდების ტაძარი“, ხოლო ქვედაში – ალექსანდრე ნეველის სახელობის პატარა სამლოცველო. 1904 წელს ბაღში დაიდგა ნ. გოგოლის ბიუსტი, რომელსაც მომდევნო წლებში არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა თუ ხელოვანის სკულპტურა შეემატა.

მრავალი ქარტეხილისა და სახეცვლილების მიუხედავად, მას მეტწილად პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული და დღესაც ალექსანდრეს ბაღის სახელით მოიხსენიება.

The post ალექსანდრეს ბაღი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   226 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 225 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • Googlebot(3)