Jump to content
×
×
  • Create New...

სიფრთხილე და ცნობისმოყვარეობა


Moor
 Share

Recommended Posts

ვინ:
ნიკა მელიქიშვილი, 24 წლის, ორნითოლოგი

სად:
ქალაქ რუსთავის შემოგარენი

რა:
Nikon D500 + Tamron 150-600 G2

ამბავი:
კორონავირუსის პანდემიამ თითქმის მთელი მსოფლიო შეაჩერა რამდენიმე თვით, რაც ჩვენი პლანეტის ზოგიერთმა ბინადარმა სასიკეთოდ გამოიყენა. პანდემიის გამო დროებით შეჩერებული ქარხნის მიდამოებში ჭოტების გადაღება დავასრულე და სახლში ვბრუნდებოდი, როდესაც მთავარ სამანქანო გზასთან რაღაც ლანდები შევნიშნე. თითქოს პატარა ჭინკები დარბოდნენ წყვდიადში. დურბინდი მოვიმარჯვე – ბინდში მხტუნავი პატარა „ჭინკები“ პატარა მელაკუდები აღმოჩდნენ. მივხვდი, ახლოს სორო იქნებოდა და სასწრაფოდ მოვცილდი იქაურობას. როგორც ჩანს, პანდემიის გამო, სამანქანო გზას თითქმის აღარავინ იყენებდა, მელებმაც ისარგებლეს და გზიდან ოციოდ მეტრში გაიკეთეს სორო. რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ, სოროსთან უსაფრთხო მანძილზე მოვთავსდი. საღამოს რვა საათისთვის ჯერ ერთი ლეკვი გამოვიდა გარეთ, შემდეგ – დანარჩენი ორიც. თამაშ-თამაშში ისე მომიახლოვდნენ, ვერც კი მიხვდნენ, სანამ გადაღების ხმამ არ მიიპყრო მათი ყურადღება. მაშინვე გაჩერდნენ და დამიწყეს ყურება. მათ მზერაში კარგად იგრძნობოდა სიფრთხილეცა და ცნობისმოყვარეობაც. ბოლოს მაინც სიფრთხილემ გაიმარჯვა და სოროსკენ გაიქცნენ. მეც მათ მივბაძე და, შედეგით კმაყოფილი, სახლისკენ გამოვეშურე.

გახდი National Geographic საქართველოს YourShot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge

The post სიფრთხილე და ცნობისმოყვარეობა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share