Jump to content
×
×
  • Create New...

კენია


Moor
 Share

Recommended Posts

კენიის დედაქალაქიდან ორი ხმა გვიყვება ნაირობისა და პანდემიის შესახებ.

დანიელ ოვინო ოკოთი: ჩემი სასცენო სახელია Futwax-ი. მე მუსიკოსი, ხმის ინჟინერი და თემის ლიდერი ვარ. მყავს ვაჟი და ცოლი. კიბერაში ცხოვრების შესახებ ბევრი ამბის მოყოლაა შესაძლებელი. მათ მუსიკის, ხელოვნების საშუალებით გადმოვცემთ. ადრე კონცერტებს ვმართავდი, სხვა ქვეყნებში ვმოგზაურობდი და სკოლებში ვასრულებდი მუსიკას. ხალხს კიბერის და გეტოების შესახებ ვუამბობდი. ყველაფერი კარგად იყო, სანამ კორონა გამოჩნდებოდა. იმედი მქონდა, რომ მუსიკალურ კლიპებს შევქმნიდი, მაგრამ შემდეგ კორონა მოვიდა.

MM9312_200401_09730.jpg მუსიკოსი დანიელ ოვინო ოკოთი, ასევე ცნობილი როგორც Futwax-ი, შვილთან (მოსწავლე პიანისტთან), 4 წლის ჯულიანთან ერთად მღერის თავის სახლში, კიბერაში. ისინი ასრულებენ Futwax-ის სიმღერას „ჩაატარე დეზინფექცია?" – დასამახსოვრებელ საზოგადოებრივ გზავნილს ადგილობრივ, შენგის ენაზე. სიმღერა თხოვნით მიმართავს Futwax-ის მოძმე კენიელებს, საკუთარ თავზე და სხვებზე იზრუნონ პანდემიის დროს.

ნიკოლ სობეკი: კიბერა ნაირობიში ერთ-ერთია ასეულობით არაოფიციალური კომუნიდან. ვიცი, რომ ასეთ ადგილებს “ჯურღმულს“ უწოდებენ, მაგრამ ამ უბნებს ნამდვილი სახელები აქვთ და ღრმა შემოქმედებითი და იდეათა რეალიზების უნარით გამოირჩევიან. ასეთი უბნებიდან კიბერა ერთ-ერთი ყველაზე დიდია ნაირობიში. აქ ჩვეულებრივ დღეებში კომერციულ ქუჩებზე ბიზნესი ყვავის. გვაქვს რესტორნები, სასტუმროები, სურსათისა და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები. ნაირობი ხალხის მონდომებითა და ენერგიით აშენდა. აქ ვიცხოვრე განუმეორებელი 9 წლის განმავლობაში. Futwax-ი სამაგალითო ნაირობელია: მან ადრე ყოველწლიურ კონკურსშიც გაიმარჯვა და „მისტერ კიბერის“ წოდება მოიპოვა. თუ კიბერას კარგად იცნობ, Futwax-იც აუცილებლად გეცოდინება. მან პანდემიის დაწყებისთანავე იგრძნო საკუთარი თემის გასაჭირი.

MM9312_200616_19236-1024x576.jpg
MM9312_200329_06653-1024x576.jpg

(მარცხნივ) თავიანთი გუნდის ლოგოიან დამცავ კოსტიუმებში ჩაცმული ფეხბურთელები ნგანდოს ახალგაზრდული სპორტის ასოციაციიდან მოხალისეებად მუშაობენ და ასრულებენ დეზინფექციის ბრიგადის მოვალეობებს.
(მარჯვნივ) მამა-შვილი იზოლაციის პერიოდში საკუთარი ბინის აივანზე თამაშობს გოლფს. მუთაიგის ქალაქგარე გოლფის სათამაშო კლუბი შარშან ზაფხულში დროებით დაიკეტა.

დანიელი: მოგზაურობა აკრძალულია, ამიტომ კონცერტებს ვეღარ ვმართავ, თანაც კიბერაში სოციალურ დისტანციას ვერ ვიცავთ. ჩვენ საერთო საპირფარეშოები, სახლების საერთო შესასვლელები და გასასვლელები, ტანსაცმლის დასაუთოებელი საერთო სივრცეები გვაქვს. სუპერმარკეტები არ გვაქვს; საერთო კიოსკები გვაქვს. ხშირად ვხედავთ, როგორ მიჰყავთ ბარაკებიდან ადამიანები სასწრაფოს მანქანებით და შემდეგ სახელმწიფო საიზოლაციო სივრცეებში ათავსებენ. ამიტომ გადავწყვიტე, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო და კიბერის “საქალაქო ცენტრის“ მმართველობაში მივედი.

ნიკოლი: “საქალაქო ცენტრი“ რამდენიმე წლის წინ გაიხსნა კიბერის შუაგულში. ეს ადგილობრივი საზოგადოების მიერ მართული სივრცეა — სუფთა წყალი, სამრეცხაო, საპირფარეშოები, პროფესიული სწავლება, წვდომა კომპიუტერებთან და კრედიტთან. ეს, ასევე, შეკრების ადგილიცაა, გარშემო არსებული ბაზრითა და იქვე დამონტაჟებული დინამიკებით, რომლებიდანაც მუსიკა და სხვადასხვა შეტყობინება ისმის. Futwax-ი იქ ხშირად უკრავს ან მეგაფონით ლაპარაკობს კორონავირუსისგან ერთმანეთის დაცვაზე.

MM9312_200615_18113-1024x576.jpg
MM9312_200609_15317-1024x576.jpg

(მარცხნივ) პანდემიის შეზღუდვების მიუხედავად, კენიის მოდის ინდუსტრიის წახალისების მიზნით, სტილისტი ვამბუი თიმბა თავის ბინაში მეზობელი ფოტოგრაფის, ბარბარა მინიშის წინაშე პოზირებს. თიმბას სამოსი კენიელი დიზაინერის, ლავიერას შექმნილია, რომელიც თავის ნამუშევარს Instagram-ზე აღწერს: „ეფექტური პიჯაკი სათქმელს შენს მაგივრად ამბობს“.
(მარჯვნივ) მათი დროებითი თავშესაფრის – მეგობრის სათავსო ოთახის – მკრთალ შუქში, პატრიკ მვანგი და მისი ცოლი, რეჯინა, შვილებთან, 1 წლის ლიუსისა და 5 წლის ფისთან ერთად იყრიან თავს. მათი სახლი და პატრიკის სამოსას ჯიხური ჩრდილოეთ კარიობანგის განაშენიანების გეგმის გამო დაწყებული მასობრივი გამოსახლების დროს განადგურდა.

დანიელი: კიბერის ცენტრში არსებული ჩამწერი სტუდია, რომელშიც მუსიკის შექმნას ვსწავლობდი, პანდემიის დაწყებისთანავე დახურეს, თუმცა მე მათ შევთავაზე კორონავირუსის თემაზე რადიომიმართვების სხვადასხვა ენაზე ჩაწერა. ისინი დამთანხმდნენ იმ პირობით, რომ სტუდიაში მხოლოდ თითო-თითო ადამიანს შევუშვებდი და შუალედებში დეზინფექციას ჩავატარებდი. რადგან კიბერაში ბევრი სხვადასხვა ენაა გავრცელებული, ლუოს, ლუჰიას, სუაჰილის, კისიის და ნუბიურ ენებზე მოლაპარაკე ადამიანების მოწოდებები ჩავწერე: გთხოვთ, ატაროთ პირბადე! დაცემინებისას გთხოვთ, სახეზე აიფაროთ იდაყვი ან მკლავი! ლაპარაკისას გთხოვთ, დაიცვათ დისტანცია!

ნიკოლი: მისი სიმღერები ძალიან ადვილად დასამახსოვრებელია და, კიბერის გარდა, პოპულარობით ნაირობის სხვა უბნებშიც სარგებლობს. მან კარგად იცის ადამიანების პრობლემები და სხვა ენებთან ერთად შენგზეც ლაპარაკობს. შენგი ნაირობის ქუჩური ენაა, ეს სუაჰილიზე დაფუძნებული დინამიკური სლენგია, რომელიც ყველა უბანში განსხვავებულია და თვიდან თვემდე იცვლება. კიბერაში ხშირად გვესმის გზავნილები საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ; გარეშე პირები მოდიან და ცდილობენ გაანათლონ აქაური საზოგადოება, თუმცა Futwax-ის მოწოდებებს ბევრად მძლავრი ეფექტი აქვს.

MM9312_200328_04306-1024x576.jpg
MM9312_200605_12324-1024x576.jpg

(მარცხნივ) მდიდრების გარეუბანში იოგას ინსტრუქტორი ორიანე ტოროდე უძღვება ვორკშოპს იმუნიტეტზე. მისი გაკვეთილები ძირითადად ონლაინ ტარდება.
(მარჯვნივ) სტუდიის დახურვის გამო, 12 წლის იუჯინ ოჩიენგისა და მისი მეგობრებისთვის ქუჩა საბალეტო დარბაზს ცვლის. მოცეკვავეებს მასწავლებელი შტატივზე დამაგრებული, ნათხოვარი მობილური ტელეფონის საშუალებით ავარჯიშებს.

დანიელი: გული მტკივა, როდესაც ადამიანები ნიღბის ტარებასა და სანიტარიის დაცვაზე უარს ამბობენ. ხალხს ვეკითხები: იღებ თუ არა საკუთარ თავზე მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, როგორც ბიზნესმენი კლიენტების მომსახურებისას? სთხოვ, რომ ფული ელექტრონულად გადაიხადონ? გაქვს ხელის დასაბანი სივრცე? ჩემს სათქმელს სტუდიაში სიმღერის საშუალებით გამოვხატავ. ენების შერევით ჩვენი საზოგადოების გათვითცნობიერებას ვცდილობ, ცოტა სუაჰილით, ცოტა ინგლისურით და შენგით. Mama mboga – ნიშნავს მცირე ბიზნესის მქონე ბოსტნეულის გამყიდველ ქალს. Wochi – მცველს. Wewe აღნიშნავს სიტყვას „შენ“, მაგალითად, “ჰეი, wewe, ნიკოლ!“

Futwax-ის სიმღერა “ჩაატარე დეზინფექცია?“ (მისამღერი)
ჩაატარე დეზინფექცია, mama mboga wewe?
ჩაატარე დეზინფექცია, wochi wewe?
ჩაატარე დეზინფექცია, ბიზნესმენო?
ჩაატარეთ დეზინფექცია, გოგონებო და ბიჭებო გეტოდან?
ჩაატარეთ დეზინფექცია, პრეზიდენტო, პოლიციელო, საგზაო პატრულო?
ჩაატარეთ დეზინფექცია, მოძღვრებო?
ჩაატარეთ დეზინფექცია მთელს მსოფლიოში, მთელს მსოფლიოში, მთელს მსოფლიოში, მთელს მსოფლიოში…

რეაგირება დაავადების აფეთქებაზე

კენიაში COVID-19-ის ეპიდემია 14 მარტს, დაავადების პირველი შემთხვევის დადასტურებით, დაიწყო. 27 მარტს მთავრობამ კომენდანტის საათი დააწესა საღამოს 7 საათიდან დილის 5 საათამდე. 100 დღის განმავლობაში 121 ადამიანი გარდაიცვალა.

The post კენია appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share