ფორუმელი Moor Posted 11 ნოემბერი, 2020 Posted 11 ნოემბერი, 2020 რამდენი რიცხვის აღქმა გიცდიათ გასულ თვეებში ამ ყველაფრის დაწყებიდან? შემთხვევების რამდენი მაჩვენებლის, რისკის პროცენტული თანაფარდობის, ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევების, გარდაცვლილთა რაოდენობის ყოველდღიური ინფორმაციისა? პანდემია რიცხვების ნიაღვრებით მოყოლილი ამბავია. როდესაც კორონავირუსი ჩინეთიდან ევროპაში თუ შეერთებულ შტატებში ვრცელდებოდა, ჟურნალისტი ბიბა ადამსი ერთიმეორის მიყოლებით ეცნობოდა რიცხვებს Detroit Metro Times-ის ახალი ამბების განყოფილებაში. მარტის მეორე კვირაში ჯანდაცვის უწყებებმა დეტროიტში COVID-19-ის პირველი შემთხვევები დაადასტურეს. რამდენიმე დღის შემდეგ ადამსის დედას ხველა დაეწყო. გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა ელეინ ფილდსი 45 წელი იყო ედი ფილდსის მეუღლე. გასულ აპრილში ედი COVID-19-ით გარდაიცვალა დეტროიტში. ლუიზიანაში პანდემიის განსაკუთრებული სიმძიმე, რომელიც შავკანიანებს დაატყდათ თავს, ქალაქებს სცილდება. გრინსბურგი. 35 წლის მარშა ჩეინის დაკრძალვის შემდეგ მისმა ძმამ, დერიკ ჩეინიმ, საცოლე ლინდსი ფეიგანთან ერთად ცოტაოდენი დრო დაგვითმო. სენტ-ჯონის რაიონში გარკვეული ხანი ერთ სულ მოსახლეზე COVID-19-ით გარდაცვლილთა უდიდესი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა ქვეყანაში. ჯასმინის ორივე მშობელი ვირუსმა იმსხვერპლა. „იგი რიცხვზე მეტი იყო – იგი პიროვნება იყო“, – ამბობს დეტროიტელი ბიბა ადამსი, რომელიც აქ ქალიშვილთან, მარია უილიამსსა და შვილიშვილ ჯიასთან ერთადაა. ადამსის დედა, ელეინ ჰედი, COVID-19-ის გართულებებით გასულ გაზაფხულზე გარდაიცვალა 70 წლის ასაკში. „ჯერ მაინც შედარებით ახალგაზრდა იყო. მას შეიძლება კიდევ 20 წელი ეცხოვრა“, – ამბობს ადამსი. გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა ელეინ ფილდსი 45 წელი იყო ედი ფილდსის მეუღლე. გასულ აპრილში ედი COVID-19-ით გარდაიცვალა დეტროიტში. ლუიზიანაში პანდემიის განსაკუთრებული სიმძიმე, რომელიც შავკანიანებს დაატყდათ თავს, ქალაქებს სცილდება. გრინსბურგი. 35 წლის მარშა ჩეინის დაკრძალვის შემდეგ მისმა ძმამ, დერიკ ჩეინიმ, საცოლე ლინდსი ფეიგანთან ერთად ცოტაოდენი დრო დაგვითმო. სენტ-ჯონის რაიონში გარკვეული ხანი ერთ სულ მოსახლეზე COVID-19-ით გარდაცვლილთა უდიდესი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა ქვეყანაში. ჯასმინის ორივე მშობელი ვირუსმა იმსხვერპლა. „იგი რიცხვზე მეტი იყო – იგი პიროვნება იყო“, – ამბობს დეტროიტელი ბიბა ადამსი, რომელიც აქ ქალიშვილთან, მარია უილიამსსა და შვილიშვილ ჯიასთან ერთადაა. ადამსის დედა, ელეინ ჰედი, COVID-19-ის გართულებებით გასულ გაზაფხულზე გარდაიცვალა 70 წლის ასაკში. „ჯერ მაინც შედარებით ახალგაზრდა იყო. მას შეიძლება კიდევ 20 წელი ეცხოვრა“, – ამბობს ადამსი. უეინ ლორენსი ბიბა ადამსს ივნისში შეხვდა, როდესაც შეერთებული შტატების სამ ქალაქს სტუმრობდა იმ ხალხის გადასაღებად, რომლებმაც პანდემიის შედეგად ნათესავები დაკარგეს. იმ დროისთვის ვირუსს უკვე ემსხვერპლა ადამსის დედა, დეიდა და ბებია. რადიო- და ტელეპროგრამები ადამსს პირდაპირ ეთერში რთავდნენ. მათთან საუბრისას იგი როგორც თავის მწუხარებას, ისე ბრაზს ყოველთვის პირდაპირ გამოხატავდა და განუწყვეტლივ იმეორებდა, პოლიტიკოსებს პირველი გაფრთხილებებისთანავე განსხვავებულად რომ ემოქმედათ, ჩემი ოჯახის წევრები დღეს შეიძლება ცოცხლები ყოფილიყვნენო. „დედის დაკარგვა ერთია, მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეულია მისი დაკარგვა როგორც 150 000 ადამიანიდან ერთ-ერთისა. არ მინდა, ის მხოლოდ და მხოლოდ რიცხვი იყოს. ის პიროვნება იყო და მე მისი პიროვნების სხვებისთვის გაცნობას ვაპირებ“, – თქვა ადამსმა ივლისის მიწურულს სატელეფონო საუბრისას, როდესაც შეერთებულ შტატებში პანდემიით გარდაცვლილთა რაოდენობა 150 000 ადამიანს აჭარბებდა. ელეინ ჰედი. ესაა ბიბა ადამსის დედის სახელი. COVID-19-ისგან მიყენებული ზიანის ამ კონცენტრირებულ წერტილებში ლორენსმა ყველა პორტრეტი პირადად მათ გადაუღო, ვინც ახლობლები დაკარგა, რადგან მათი სახეები, გარდაცვლილთა სახელების მსგავსად, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ციფრები. ახალგაზრდა მამაკაცი, საცოლისთვის რომ აქვს ხელი გადახვეული ლუიზიანელი დერიკ ჩეინია; იგი ამბობს, რომ მისი უფროსი ძმა, მარშა ჩეინი, 35 წლის იყო, როდესაც საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის პალატაში COVID-19-ით გარდაიცვალა. პატარა ქალაქ გრინსბურგში მდებარე საგვარეულო სახლში მარშასა და დერიკის ჩათვლით ცხრა და-ძმა ცხოვრობდა. მარშა სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა. იგი სკოლის ფეხბურთის ვარსკვლავი იყო და კოლეჯში ინჟინერიას სწავლობდა. ორი ახალგაზრდა ქალი, რომლებისთვისაც დედას წელზე აქვს ხელი შემოხვეული, დები სეგუიები არიან – მორიტი და ქლოი. მათი მამა, ივ-ემანუელ სეგუი, კოტ-დ’ივუარიდან გადმოსახლდა, სადაც ფარმაცევტობას ეუფლებოდა. იქ ყოველდღიური სალაპარაკო ენა ფრანგულია, ნიუ-ჯერსიში კი, სანამ ოჯახს ედგა სათავეში, სეგუი ფარმაცევტის ლიცენზიის გამოცდას ინგლისურად ვერა და ვერ აბარებდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩაიჭრებოდა, გამოცდაზე გასასვლელად სწავლას ხელახლა იწყებდა. მას შემდეგ, რაც COVID-19-მა იგი 60 წლის ასაკში შეიწირა, New York Times-მა მისი ნეკროლოგი შემდეგნაირად დაასათაურა: „შეუპოვარი ბრონქსელი ფარმაცევტი“ – მერვე ცდაზე სეგუიმ ჩააბარა გამოცდა და ბოლოს და ბოლოს იშოვა ფარმაცევტის სამუშაო, რომელზე მისასვლელადაც ნიუარკიდან ავტობუსითა და მატარებლით მგზავრობდა და მხოლოდ ერთ გზას სამ საათს ანდომებდა. გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა COVID-19-ით ბრონქსელი ფარმაცევტის, ივ-ემანუელ სეგუის გარდაცვალებამ მისი ოჯახი გააუბედურა: მეუღლე ჟიზელი (შუაში) და ქალიშვილები – მორიტი (მარცხნივ) და ქლოი. : „ყოველთვის გვერდში ვედექი, მაგრამ ამ ავადმყოფობისგან ვერ ვიხსენი“, – ამბობს ფლორ ბეტანკორტი (მარჯვნივ), რომელიც აქ დედასთან ერთად ძმის, ხუან ვასკესის სახლთან დგას. ხუანს დიაბეტის გამო ორივე ფეხი მოკვეთილი ჰქონდა. იგი COVID-19-ით აპრილში გარდაიცვალა. ელის ჰალკიასის მეუღლე. 82 წლის მაიკლი, ვირუსის გართულებებით მაისში გარდაიცვალა. წყვილი ბრუკლინის განსაკუთრებულ ღონისძიებათა სივრცეს მართავდა. „მამა-შვილი ცოლსა და დედას, 43 წლის ტიფანი მოფილდს, გლოვობს. ის აპრილში, თავისი ხუთწლიანი სასჯელის მიწურულს, პენიტენციარულ დაწესებულებაში გარდაიცვალა. გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა COVID-19-ით ბრონქსელი ფარმაცევტის, ივ-ემანუელ სეგუის გარდაცვალებამ მისი ოჯახი გააუბედურა: მეუღლე ჟიზელი (შუაში) და ქალიშვილები – მორიტი (მარცხნივ) და ქლოი. : „ყოველთვის გვერდში ვედექი, მაგრამ ამ ავადმყოფობისგან ვერ ვიხსენი“, – ამბობს ფლორ ბეტანკორტი (მარჯვნივ), რომელიც აქ დედასთან ერთად ძმის, ხუან ვასკესის სახლთან დგას. ხუანს დიაბეტის გამო ორივე ფეხი მოკვეთილი ჰქონდა. იგი COVID-19-ით აპრილში გარდაიცვალა. ელის ჰალკიასის მეუღლე. 82 წლის მაიკლი, ვირუსის გართულებებით მაისში გარდაიცვალა. წყვილი ბრუკლინის განსაკუთრებულ ღონისძიებათა სივრცეს მართავდა. „მამა-შვილი ცოლსა და დედას, 43 წლის ტიფანი მოფილდს, გლოვობს. ის აპრილში, თავისი ხუთწლიანი სასჯელის მიწურულს, პენიტენციარულ დაწესებულებაში გარდაიცვალა. თეთრჯემპრიანი თავაწეული მტირალი ქალი ელეინ ფილდსია, რომლის მეუღლე ედიც 68-ისა იყო, როდესაც აპრილში დეტროიტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პენსიაზე გასვლამდე იგი „ჯენერალ მოტორსის“ ქარხნის მუშა იყო, ბრწყინვალედ თამაშობდა ბოულინგს და კლასიკური ავტომობილების გულმხურვალე მოყვარული გახლდათ. ქალი, რომელსაც პანდემიის ნიღაბზე ლამაზი პატარა გოგონას სახე აქვს გამოსახული, დეტროიტელი პოლიციელი, ლავონდრია ჰერბერტია, დეტროიტელი მეხანძრის, ები ჰერბერტის მეუღლე. ისინი ტანმოვარჯიშე და მათემატიკის ვუნდერკინდ სკაილარ ჰერბერტის მშობლები არიან. 3 ივნისი მისი მეექვსე დაბადების დღე იქნებოდა. იგი მათი ერთადერთი შვილი იყო. გოსპელის აწ გარდაცვლილი შემსრულებლის, უოლტერ ჰოკინსის სიმღერის დასაწყისში ნათქვამია, რომ ტრაგედიები ჩვეულებრივი რამაა. როდესაც ბიბა ადამსს საავადმყოფოდან თავისი დედის ნივთები მიჰქონდა, ელეინ ჰედის საფულეში ამ სიმღერის დაკეცილი ნაბეჭდი ტექსტი იპოვა. ჰოკინსმა სიმღერა მრავალი წლის წინ დაწერა; იგი არა ავადმყოფობაზე, არამედ მადლიერებაზეა და გუნდი იესოს სწირავს მადლობას, მაგრამ მის სტროფებში აღბეჭდილი მოთქმა თანამედროვე სახიფათო სენზე, მორყეულ ეროვნულ ჯანდაცვის სისტემასა და ღრმად განშრევებულ საზოგადოებაზე წინასწარმეტყველებს, რომლებიც ამერიკის რასობრივ უმცირესობებსა და ღარიბებს ერთობლივად განსაკუთრებული ულმობელობით ატყდებიან თავს (მარჯვნივ მოცემული დიაგრამა). „ხალხი ვერ შოულობს საკმარის ანაზღაურებას. არცერთი ადგილი არ ჩანს უსაფრთხო“. გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა COVID-19-ით დაავადდნენ 45 წლის ტონი უეილენი, მისი ცოლი ლორა და შვილი მაჯი (მარცხნივ). ვირუსს მხოლოდ კაი, მეორე შვილი (მარჯვნივ) გადაურჩა. ტონი მარტში გარდაიცვალა; ლორას გარდაცვალების მოწმობის შესწორება სურს, რათა მასში განიმარტოს, რომ ტონი COVID-19-მა იმსხვერპლა. ჯაზის დინასტიის მამამთავარი, ელის მარსალის უმცროსი COVID-19-ით გარდაიცვალა აპრილში, ახალ ორლეანში. ტრომბონისტი დელფეაიო მარსალისი ერთ-ერთია მისი ექვსი ვაჟიდან. ქალაქის ერთ-ერთი სოციალური კლუბის წევრი დებრა ვაშინგტონი COVID-19-ს გადარჩენილი წევრის დასახვედრად მოიკაზმა, მაგრამ დღესასწაული მაინც პირქუშია: კლუბის დამაარსებელი, რონალდ ლუისი, ვირუსით მარტში გარდაიცვალა. პალესტინელი იმიგრანტი აბედრაბო აპრილში COVID-19-ის გართულებებით 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. აზიზე და მისი ქალიშვილი სარა აბედრაბოს საფლავის მახლობლად გლოვობენ. დეტროიტელი პოლიციელის, ლავონდრია ჰერბერტის ნიღაბზე მისი ქალიშვილის სახელი და სახეა გამოსახული. სკაილარმა, რომლის მამაც, ები ჰერბერტი, მეხანძრეა, თავის მეექვსე დაბადების დღემდე ვერ მიაღწია. გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა COVID-19-ით დაავადდნენ 45 წლის ტონი უეილენი, მისი ცოლი ლორა და შვილი მაჯი (მარცხნივ). ვირუსს მხოლოდ კაი, მეორე შვილი (მარჯვნივ) გადაურჩა. ტონი მარტში გარდაიცვალა; ლორას გარდაცვალების მოწმობის შესწორება სურს, რათა მასში განიმარტოს, რომ ტონი COVID-19-მა იმსხვერპლა. ჯაზის დინასტიის მამამთავარი, ელის მარსალის უმცროსი COVID-19-ით გარდაიცვალა აპრილში, ახალ ორლეანში. ტრომბონისტი დელფეაიო მარსალისი ერთ-ერთია მისი ექვსი ვაჟიდან. ქალაქის ერთ-ერთი სოციალური კლუბის წევრი დებრა ვაშინგტონი COVID-19-ს გადარჩენილი წევრის დასახვედრად მოიკაზმა, მაგრამ დღესასწაული მაინც პირქუშია: კლუბის დამაარსებელი, რონალდ ლუისი, ვირუსით მარტში გარდაიცვალა. პალესტინელი იმიგრანტი აბედრაბო აპრილში COVID-19-ის გართულებებით 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. აზიზე და მისი ქალიშვილი სარა აბედრაბოს საფლავის მახლობლად გლოვობენ. დეტროიტელი პოლიციელის, ლავონდრია ჰერბერტის ნიღაბზე მისი ქალიშვილის სახელი და სახეა გამოსახული. სკაილარმა, რომლის მამაც, ები ჰერბერტი, მეხანძრეა, თავის მეექვსე დაბადების დღემდე ვერ მიაღწია. 2020 წლის პანდემიის შუაგულში ამ სიმღერის ტექსტი ზედმიწევნით არ მართლდება. ზოგიერთი ახერხებს საკმარისი ანაზღაურების შოვნას. ზოგიერთი ადგილი მართლაც უსაფრთხოა, ან, ყოველ შემთხვევაში, სხვებთან შედარებით უსაფრთხო, ზოგიერთი ტრაგედია კი სულაც არაა ჩვეულებრივი რამ. ადამსმა სიმღერის ტექსტი ჩარჩოში ჩასვა და სასადილო ოთახის კედელზე დაკიდა. ივლისში იგი ბოლოს და ბოლოს გეგმავდა თავისი დედის მოსახსენებელ ღონისძიებას; მას მისი მოწყობა საკუთარ ეზოში სურდა, სადაც ნიღბიანი სტუმრები ჰოკინსის სიმღერას მოუსმენდნენ და დედამისს გაიხსენებდნენ. მან ჰაერში გასაშვებად ცოცხალი პეპლების კოლოფი შეუკვეთა – ადამსის აზრით, დედას ეს მოეწონებოდა. „მე მჭირდება ამ ღონისძიების მოწყობა, – თქვა ადამსმა, – მე მჭირდება ამ გზის დასრულება“. The post აშშ appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა