Jump to content
×
×
  • Create New...

იორდანია

Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

თავდაპირველად მთავრობამ თითქმის ყველაფერი დახურა: საზღვრები, სკოლები, აკრძალა ბიზნესსაქმიანობა, ქუჩებში მოქალაქეების სიარული. ტანკები და საბრძოლო მანქანები სადღეღამისო იძულებით იზოლაციას უზრუნველყოფდნენ – გამონაკლისების გარეშე, საკვებისა და წამლის საყიდლადაც კი არ შეიძლებოდა გასვლა. გორაკებზე გაშენებულ ამანში, ფოტოგრაფ მოისეს სამანს, საკუთარ სამზარეულოში ესმოდა სირენების ყოვლისმომცველი ექო. როდესაც კომენდანტის საათი შემსუბუქდა და დღის გარკვეულ მონაკვეთებში, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე დაუშვეს გარეთ გასვლა, სამანი ლტოლვილთა საცხოვრებელი ადგილების მოსაძებნად წავიდა.

MM9321_200512_02809.jpg სირიელი ლტოლვილი ქალები სათანადო დისტანციას იცავენ უდაბნოს რიგში და UNICEF-ის შეწირულობას ელიან. მათი ოჯახები კარვების დასახლებებში ცხოვრობენ ალ-მაფრაქის მისადგომებთან, ასიათასობით სხვა ლტოლვილი კი სპეციალურ ბანაკებსა ან ქალაქის უბნებში ცხოვრობს. ამ უკიდურესად ხალხმრავალ ადგილებში სოციალური დისტანცირება მიუწვდომელი ფუფუნებაა.

იორდანიაში ახლა 750 000-მდე ახალი ლტოლვილია, რომლებიც ან სპეციალურ ბანაკებში არიან დაჯგუფებულნი, ან სხვადასხვა დასახლებასა თუ უბანში მიმოფანტულნი. ზოგიერთი მათგანი ძალიან შორიდანაა მოსული – სომალიდან, სუდანიდან, თუმცა უმეტესობა სირიელია – სამოქალაქო ომს გამოქცეული. წლევანდელ გაზაფხულზე, როდესაც სამანი, ძირითადად UNICEF-ის თანამშრომლების თანხლებით იღებდა ფოტოებს, დაინახა, რომ მოსალოდნელი საზარელი სცენარი – ამ დასახლებების გადაჭედილ ბინებში კორონავირუსით გამოწვეული დაავადების უკონტროლოდ გავრცელება და სიკვდილიანობა – თავიდან იქნა არიდებული. იორდანიის იზოლაციის მკაცრმა ზომებმა და კონტაქტთა აქტიურმა კვლევამ, როგორც ჩანს, პანდემია შეაკავა: აგვისტოს ბოლოსთვის COVID-19-ის მიზეზით მხოლოდ 15 ადამიანი გარდაიცვალა.

  • MM9321_200428_00195-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9321_200512_03559-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9321_200516_04803-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ლტოლვილი და სხვა მარგინალიზებული ბავშვებისთვის, რომელთა რიგშიც იორდანიის ბოშათა ეთნიკური უმცირესობის თემის წევრი გოგონებიც არიან, დახურვამდე სკოლები და დამხმარე ცენტრები ხსნისა და თანადგომის იმედს წარმოადგენენ.

სირიელი ლტოლვილების ისედაც რთულ ყოფას კიდევ ერთი ტვირთი შეემატა პანდემიის დანატოვრის სახით. მაფრაქის დასახლებაში დედა თავის ვაჟიშვილებს უყურებს. შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, მათი მამა, რომელიც დღიური მუშაა, უსამსახუროდ დარჩა.

„ექიმები საზღვრებს გარეშე“-ს ექთანი შემოვლამდე უსაფრთხოების ახალ ზომებს იღებს – დამატებით ფენას იცვამს ამანის სასტუმროში.

გააზიარეთ ფოტო

თუმცა ლტოლვილთათვის იზოლაციის შედეგები განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა – პანდემიამ ეკონომიკა დაანგრია და გააქრო არაოფიციალური სამუშაოები. დახურვამდე სკოლები და საზოგადოებრივი ცენტრები ლტოლვილი ბავშვების მხარდასაჭერი დაცული სივრცეები იყო – განსაკუთრებით გოგონებისთვის, რომელთაც უწყვეტი განათლება ყველაზე საიმედოდ იცავს ნაადრევი ქორწინებისგან. როდესაც გაკვეთილებმა ონლაინსივრცეში გადაინაცვლა, ბავშვები, რომელთაც კომპიუტერთან წვდომა არ ჰქონდათ, სწავლას სახლში არსებული ერთადერთი ეკრანის გამოყენებით ცდილობდნენ – ოჯახის მობილური ტელეფონით.

  • MM9321_200623_21088-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9321_200605_15654-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9321_200428_00596-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ირბიდის ბანაკის დასახლებაში, რომელიც იორდანიაში მცხოვრები 2 მილიონზე მეტი პალესტინელის თავშესაფარია, ეროვნული ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მოხალისეებს COVID-19-ზე უღებენ ტესტს. ზაფხულის ბოლოსთვის ამ 10-მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსის მიზეზით მხოლოდ 15 გარდაცვალების შემთხვევა იყო დადასტურებული.

როდესაც ამანის ჰუსეინის დიდი მეჩეთი ისევ გაიხსნა, იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ ნაწილს გარეთ მოუხდა ლოცვა. შიგნითაც და გარეთაც მლოცველთა ხალიჩებს შორის ზუსტი დისტანცია იყო დაცული. სოციალური დისტანცირების საჭიროებამ ჯგუფური ლოცვის ისლამური ადათი შეცვალა, რომლის მიხედვითაც მლოცველები მხარდამხარ უნდა იდგნენ.

მსუბუქი ნიავი, სახურავი და ფრანი: ახალგაზრდა იორდანიელი კარანტინში საკუთარი თავისთვის პოულობს მომენტს. იზოლაციის პერიოდში ამანის ცა ხშირად იყო გადაპენტილი ხელნაკეთი ფრანებით. გართობის უსაფრთხო ფორმის წასახალისებლად კომპანიებმა დაარიგეს ფრანები საკუთარი ლოგოებითა და დარიგებით: დარჩი სახლში.

საშინაო დავალების სმარტფონით შესრულებას მობილური ინტერნეტი სჭირდება, მის შევსებას კი – ფული. UNICEF-მა, შეწირულობათა სიას, რომელშიც პანდემიის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთები შედის, დისტანციურად შევსებული მობილური ინტერნეტის მარაგიც დაუმატა, რომელიც მონდომებულ ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დაეხმარება.

რეაგირება დაავადების აფეთქებაზე

იორდანიაში COVID-19-ის გავრცელების თარიღად 3 მარტი ითვლება. მკაცრი სამთავრობო პოლიტიკა პანდემიის მეთექვსმეტე დღეს დაიწყო, ხოლო სადღეღამისო კომენდანტის საათი მეცხრამეტე დღეს დაინიშნა 3 დღით. დანაკარგი მეასე დღისთვის: 9 გარდაცვლილი.

The post იორდანია appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share

  • Who's Online   255 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 254 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(12)