Jump to content
×
×
  • Create New...

სიმღერები დასამშვიდებლად


Moor
 Share

Recommended Posts

შებინდებისას სიმღერა იღვიძებს. გესმის, როგორ შეცურდება საბანში, ჩაგორდება მშობლის მკლავებში, ყველგან, მთელი მსოფლიოს ოთახებში. ბავშვებისთვის მომღერალი მზრუნველი მშობლების უხილავი დასი ღამეს სიმღერით ავსებს. ისინი იავნანას მღერიან.

ხადიჯა ალ მოჰამადისთვის ღამე ყოველთვის სიჩუმის, კომფორტის დროა, როდესაც დღის ხმაური წყდება. 19 წლის წინ, სირიის სამოქალაქო ომის დაწყებამდე ათი წლით ადრე, მისი უფროსი ვაჟი, მუჰამედი დაიბადა და ხადიჯამაც ტკბილი იავნანების სიმღერა დაიწყო. ეს სიმღერები დედისგან და ბებიისგან ისწავლა.

როდესაც კონფლიქტი გამძაფრდა, მისმა ოჯახმა 2013 წელს სახლი მიატოვა და უხალისოდ გადავიდა თურქეთში, სადაც მისი უმცროსი შვილი, აჰმადი (ახლა სამი წლის), დაიბადა.

ხადიჯას იავნანებიც მის მიერ განვლილ გზასთან ერთად იცვლებოდა. იგი სკოლის მასწავლებელი და ხუთი შვილის დედაა. ის იმ 12 მილიონ ადამიანს შორისაა, რომლებიც 2011 წლიდან სირიიდან იძულებით გადაადგილდნენ. ეს ყველაფერი კონფლიქტმა მოიტანა, რომელმაც, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა.

ხადიჯა ახლა თურქეთის მოქალაქეა. მსოფლიოში სხვა უამრავი დედის მსგავსად, ხიფათით სავსე გარემოში იგი შვილებს იავნანებით ამშვიდებს და ზრდის. დღის ბოლოს ყველაზე ინტიმურ სივრცეში გაჟღერებული ძილისპირული უფრო მეტია, ვიდრე დასაძინებელი სიმღერა. გარემოს ცვლილებისას იავნანა ბავშვისთვის უსაფრთხო სივრცეს ქმნის. დღეს COVID-19-ის პანდემიის მოტანილი ცვლილებების ფონზე იავნანები მშობლებსა და პატარა შვილებს შორის ნაზი, მზრუნველი მომენტების შენარჩუნების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზაა.

MM9153_190904_01371.jpg თურქეთი სირიელი გოგონები ჰათაის პროვინციაში, ბოინუიოგუნის დევნილთა დასახლებაში, ძილის წინ თოჯინებით თამაშობენ. დღის განმავლობაში გარეთ სათამაშოდ ზედმეტად ცხელა, ამიტომ გოგონებს შუადღისას სძინავთ და სათამაშო მოედნებზე საღამოობით გადიან.

იავნანებს მრავალ კულტურაში მღერიან და ისინი მომღერლების ისტორიას ეხმაურებიან. ხადიჯას იავნანა მალევე გადაიქცა სიმღერად ომის შესახებ. „ჩემმა შვილებმა უნდა იცოდნენ ჩემი გრძნობების შესახებ“, – დასძენს იგი. ხადიჯას კოშმარები დროებითი ბანაკიდან შანლიურფას ბინამდე მოჰყვებიან. მას ესიზმრება ვერტმფრენები, ან როგორ მისდევს მას სირიის ჯარი და შვილებზე დარდით იღვიძებს. როდესაც მის ცრემლებს ხედავენ, შვილები ხადიჯას გარშემო იკუნტებიან. იატაკზე ლეიბთან მჯდარი ხადიჯა აჰმადს ფრთხილად აყენებს, ნელა არწევს და უმღერის.

„ოჰ, თვითმფრინავო, აფრინდი ცაში და არ დაარტყა ბავშვებს ქუჩებში. სიკეთე და სინაზე გამოიჩინე პატარების მიმართ“.

აღმოჩენილია თიხის ფირფიტაზე ამოტვიფრული დაახლოებით 4000 წლის ბაბილონური ძილისპირული. ბავშვებს დღემდე იავნანებით აძინებენ. იავნანები მემკვიდრეობით გადმოგვეცემა და მათ ჩვენს შვილებს გადავცემთ. იავნანებს საზღვრებს მიღმა დავატარებთ, გზაში კი ახალ სიმღერებსაც ვწერთ. ისინი ინახავენ როგორც ჩვენი წინაპრების, ისე ჩვენს ნაკვალევს. ამ სიმღერებით ჩვენ გამოვხატავთ არა მხოლოდ ჩვენს უდიდეს შიშს, არამედ ჩვენს იმედებსა და ლოცვებს. იავნანა, ალბათ, ჩვენი ბავშვების პირველი სასიყვარულო სიმღერაა.

მსოფლიოს ბევრი იავნანას მსგავსად, ხადიჯას სიმღერაც მიმდინარე დღის სტრესებს ეხმიანება. იავნანა, ძირითადად, გვამშვიდებს, თუმცა მისი ტექსტი ხშირად საკმაოდ შემაშინებელიც კია – ისლანდიურ ძილისპირულში „ბიუმ, ბიუმ, ბამბალო“ ფანჯრიდან უცნობი სახე გვაკვირდება. „როკ-ა-ბაი, ბეიბი“, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისურენოვანი იავნანა ხის კენწეროდან აკვნის ჩამოვარდნაზეა, რომელშიც ბავშვი წევს.

ნაკლებად ცნობილია უფრო თანამედროვე, გრძელი ვერსიის ტექსტი: „დაიძინე პატარა, შიში არ გაიკარო, არაფერზე იდარდო, დედა ახლოსაა“, – იწყება ბოლო სტროფი. იავნანა ჩვენს შიშს ავლენს, თუმცა, რაც მთავარია, თავის დამშვიდების მცდელობასაც ასახავს. „დაიძინე მშვიდად, სანამ მზე ამოვა“, – ასე  მთავრდება სიმღერა.

იაპონიაში „იცუკი ნო კომორიუტა“ ანუ „იცუკის იავნანები“ სიმღერებია პატარა გოგონებზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომამდე სოფელ იცუკიში მდიდარ ოჯახებში ძიძებად გააგზავნეს. „არავინ დაღვრის ცრემლს, რომ მოვკვდები. მხოლოდ ჭიჭინობელები თუ დამიტირებენ ხურმის ხიდან“, – გვესმის იცუკის ცნობილ იავნანაში.

MM9153_200617_16187.jpg აშშ ექვსი წლის ქსავიერ ზაკრაშეკი სმენადაქვეითებულია და კოხლეარული იმპლანტატები უკეთია, რათა ხმები უკეთ გაიგონოს. დედა მას ყოველ ღამე უმღერის იავნანას და ხმამაღლა ეუბნება, რომ უყვარს: „ვცდილობ, ყოველ ღამე ვუთხრა ეს, ვაი და ეს იყოს უკანასკნელი, რასაც გაიგონებს“.

რამდენიმე წლის წინ ფილიპინებში ჩემს გერს პირველად ვუმღერე იავნანა – მაშინ ის ოთხი წლის იყო. შუქი რომ ჩაქრა, შეეშინდა. როდესაც ტირილი დაიწყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებდი და ჩემთვის ძვირფას, სათუთ ურთიერთობას ვაფუჭებდი. შეშინებულმა ბავშვი ხელში ავიყვანე და დავიწყე სიმღერის „შენ ჩემი მზე ხარ“ (ინგლ. You Are My Sunshine) ღიღინი. ასე ჩაეძინა ზაფხულის თბილ ღამეს. უფრო ვისი შიშის გაქარწყლებას ვცდილობდი ამ სიმღერით?

სულ უფრო მეტი კვლევა არსებობს იმაზე, თუ როგორ ამშვიდებს ძილისპირული როგორც მშობელს თუ მზრუნველ ადამიანს, ისე ბავშვს. ლაურა ჩირელი, ტორონტოს უნივერსიტეტის განვითარების ფსიქოლოგიის პროფესორი, დედის სიმღერის მეცნიერებას იკვლევს. მან დაადგინა, რომ როდესაც დედები იავნანას მღეროდნენ, იკლებდა როგორც ჩვილის, ისე დედის სტრესის დონე. ჩირელის უკანასკნელმა კვლევებმა ცხადყო, რომ ბავშვები ყველაზე მეტად ნაცნობი სიმღერებით წყნარდებოდნენ – ეფექტი უფრო დიდი იყო, ვიდრე ლაპარაკისას ან უცნობი სიმღერების მოსმენისას.

ჩირელი თავადაც ახლა გახდა დედა და იავნანას სიმღერას „მრავალასპექტიან გამოცდილებად“ აღიქვამს, რომელსაც დედა და შვილი იზიარებენ. „ეს არაა მხოლოდ ბავშვის მიერ მუსიკის მოსმენა“, – ამბობს იგი. „იავნანას დროს დედა ბავშვს გულში იკრავს, სახე ახლოს მიაქვს და თბილად, ნაზად არწევს“.

ბევრ კულტურაში იავნანას „ისეთი თვისებები ახასიათებს, რომლებიც გვამშვიდებს“, – ამბობს სამუელ მერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მუსიკის ლაბორატორიის დირექტორი. ლაბორატორიაში იკვლევენ, თუ როგორ მუშაობს მუსიკა და რატომ არსებობს ის. მისმა ერთ-ერთმა პროექტმა, „სიმღერის ბუნებისმეტყველება“, გამოავლინა, რომ ადამიანები მუსიკაში უნივერსალურ მახასიათებლებს პოულობენ – მაშინაც კი, როდესაც სხვა კულტურის სიმღერებს უსმენენ. პროექტმა 29 000 მონაწილეს 118 სიმღერა მოასმენინა. მათ უნდა გამოეცნოთ, რა ხასიათის  იყო თითოეული სიმღერა: სამკურნალო, საცეკვაო, სასიყვარულო თუ ძილისპირული. „სტატისტიკურად ადამიანები ყველაზე დიდი სიზუსტით იავნანებს ამოიცნობენ ხოლმე“, – ამბობს იგი.

MM9153_200729_18130.jpg ფილიპინები ბატაანის პროვინციაში ემი ვიარუელი ქალიშვილს, ჯაზის, დასაძინებლად აწვენს. ვიარუელებისთვის, რომლებიც თავს შუბით თევზაობით ირჩენენ, ღამის რიტუალები ტალღებზეა დამოკიდებული.
Philippines-Lullabyb-1024x1024.jpg

მოუსმინეთ ემის იავნანას YouTube-ზე.
თქვენი მობილური ტელეფონის კამერით სკანირება გაუკეთეთ სტატიის QR-კოდებს და მოუსმინეთ იავნანებს მთელი მსოფლიოდან.

სხვა კვლევაში მერის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ ჩვილები ძილისპირულის მოსმენისას მშვიდდებოდნენ მაშინაც კი, როდესაც მათ მომვლელის გარდა სხვა ადამიანი უმღეროდა ან იავნანა სხვა კულტურიდან იყო. „როგორც ჩანს, შვილის აღზრდასა და მუსიკას შორის გარკვეული კავშირი არსებობს, რომელიც თან უნივერსალურია, თან ძირძველი. ძალიან დიდი ხანია, ადამიანები იავნანას მღერიან“.

იავნანას უძველესი სრული ჩანაწერი ასე იწყება: „პატარა ბალღო ბნელ სახლში“. ის „სახლის ღმერთზე“ გვიამბობს, რომელიც მტირალა ბავშვმა გააღვიძა და ჩვილს პირქუშად იხმობს.

„საკმაოდ სასტიკები იყვნენ“, – ამბობს რიჩარდ დამბრილი, ლონდონის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიური მუსიკათმცოდნეობის საერთაშორისო საბჭოს დირექტორი, რომელმაც 4000 წლის თიხის ფირფიტაზე ამოტვიფრული  აქადური ტექსტი გადმოთარგმნა. „მართლაც, გაიხსენეთ, ეს საკმაოდ სასტიკი პერიოდი იყო. ადამიანის სიცოცხლეს ძალიან, ძალიან დაბალი ფასი ჰქონდა. შესაძლოა, ბავშვების შიშში აღზრდით სამომავლოდ თავდაცვის რეფლექსებს უვითარებდნენ“.

იავნანა როგორც გამაფრთხილებელი ამბავი – დაიძინე, თორემ… – საკმაოდ ხშირად გვხვდება სხვადასხვა კულტურაში. ბავშვის ბევრი საშინელი გამტაცებელი, ბავშვის მჭამელი მხეცი უსაფრდება მათ, ვინც დაძინებაზე უარს ამბობს. ამ საზარელ სურათებს ყურადღებას არ აქცევენ პატარები, რომლებსაც ჯერ ეს ყველაფერი არ ესმით, თუმცა უფროსი ბავშვებისთვის, მათ შორის ჩვილის გვერდზე მყოფი უფროსი და-ძმისთვის, იავნანა – ისევე როგორც ფოლკლორის სხვა ფორმები – სამყაროს შეცნობის მნიშვნელოვანი წყაროა.

MM9153_190905_02264.jpg თურქეთი სიმღერები ცვლილებების ხანას ასახავს ხადიჯა ალ მოჰამადი სამი წლის ვაჟს, აჰმადს, აძინებს სახლში, შანლიურფაში. ხადიჯას ოჯახი სირიიდან 2013 წელს გამოიქცა. იგი იხსენებს, როგორ გარდაიქმნა მისი იავნანა ტკბილი ტრადიციული ძილისპირულიდან (რომელსაც უფროს შვილებს უმღეროდა) დღევანდელ სიმღერად ომისა და მიგრაციის შესახებ.
Syrian-Lullaby-1-1024x1024.jpg

„დასაძინებლად სხვენშიდაგაწვინე, თუმცა გველის მეშინოდა“.
მოუსმინეთ სირიელი ლტოლვილის იავნანას

„მე ვმღერი, რომ ბავშვის მამა დავივიწყო“, – ღიმილით ამბობს პეიშენს ბრუქსი და რვა თვის ქალიშვილს, მარტას, აწვენს. პეიშენსის სახლში, მონროვიაში, ლიბერიაში, ძილის წინ დიდი ალიაქოთი ტრიალებს. მამბა-პოინტის უბანი მუსიკით, სადილის დროს ჭურჭლის რახარუხით და საუბრითაა გაჟღენთილი. პეიშენსის ძილისპირულები  სიმღერის, სკეტისა და ბიტბოქსის ნაზავია, რომელსაც ადგილობრივები „ლიე-ლიეს“ უწოდებენ. პეიშენსი დაფდაფებს ცემს, ორივე დახტის და, ირხევა და საბოლოოდ, გოგონა დედის ცეკვის ფონზე იძინებს.

დაიძინე, პატარა,
დაიძინე პატარა,
დედას უნდა, მძინარე გნახოს,
რომ გძინავს, ისე უხარია,
რომ გძინავს, ისე კარგადაა,
დაიძინე, პატარა,
დაიძინე პატარა.

პეიშენსისთვის, რომელმაც პირველი ქალიშვილი 13 წლის ასაკში გააჩინა, დედობა საკმაოდ რთულია. ეს სირთულე ლიბერიაში სტატისტიკურად 10-დან სამი თინეიჯერისთვის ნაცნობია, რომლებიც 15-19 წლის ასაკში ორსულდებიან ან შვილს აჩენენ.

ამ უბანში ქუჩები კომუნალური ოთახებივითაა, სადაც მეზობლები ბავშვებზე ერთად ზრუნავენ. ქალები მორიგეობით ადევნებენ თვალყურს ათობით მოთამაშე ბავშვს, სანამ დანარჩენი დედები ოჯახებისთვის სადილს ამზადებენ და სამუშაო დღის შემდეგ დროს სახლში ატარებენ.

„იყო და არა იყო რა..“. – იწყებს პეიშენსი, ბავშვები კი ისუსებიან. ისინი რიგრიგობით იგონებენ ზღაპრებს და ერთად მღერიან სიმღერებს. როდესაც მოსაღამოვდება, ჰაერი მუსიკალური რეფრენებით იჟღინთება მაგიურ არსებებსა და ტყის თავგადასავლებზე.

MM9153_190905_02814-1024x576.jpg
MM9153_190906_03419-1024x576.jpg

(მარცხნივ) 12 წლის სედილ ალ მოჰამადი სახლის სახურავიდან იყურება. იგი თავის დედას, ხადიჯას, ხშირად ეკითხება სირიის შესახებ. ხადიჯა შვილებს სირიული სიმღერებით უქმნის სამშობლოს შესახებ წარმოდგენას. (მარჯვნივ) ეს ქალაქი ჰათაია,  ასობით ათასი სირიელი ლტოლვილის თავშესაფარი საზღვართან ახლოს. თურქეთში ლტოლვილთა ყველაზე დიდი რაოდენობაა, მათ შორის 3,6 მილიონი სირიელი, რომელიც კონფლიქტს გაექცა.

Dumbrill-Lullaby-1024x1024.jpg

მოუსმინეთ 4000 წლის იავნანას

ჩირელის კვლევამ დაადგინა, რომ ბავშვები, რომლებიც სხვა ადამიანებთან სინქრონულ მუსიკალურ გამოცდილებას იზიარებენ, უფრო დიდი ალბათობით შესთავაზებენ ამ ადამიანებს დახმარებას. „თუ იმავე სიმღერებს მღერი, რასაც შენი თემის სხვა წევრები, – ამბობს ჩირელი, – ეს ნათესაობისა და ჯგუფურობის შეგრძნებას გაძლევს“.

ძილისპირული ზღაპრები და იავნანები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ჩვენი სამყარო. 10 წლის ზაიჯან ვიარუელისთვის (ფილიპინებში) ძილს ზღვის ტალღები და ოჯახის საჭიროებები განაპირობებს. ღამე მამასთან და უფროს ძმებთან ერთად თევზაობს, სახლისკენ გზაზე კი ტალღებისა და აუტრიგერიანი პანჯოს ძრავის ხმაზე იძინებს.

ფილიპინები მარჯნის სამკუთხედს მიეკუთვნება, აქ კი ზღვის ცხოველების უფრო მეტი სახეობა გვხვდება, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას დედამიწაზე. მეთევზეთა დასახლებები, როგორშიც ზაიჯანი და მისი მამა, უმბინგ ვიარუელი, ცხოვრობენ, ზღვის წყალობით ირჩენენ თავს და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ყველაზე დიდ ზიანსაც თავად განიცდიან.

MM9153_191216_05983.jpg ლიბერია საღამოს მეზღაპრეობა მამბა-პოინტში, მონროვიაში, ბავშვები პეიშენს ბრუქსის გარშემო იკრიბებიან, ამ უკანასკნელს კი თავისი პატარა ქალიშვილი, მარტა, კალთაში ჩაუსვამს. მის უბანში დედები და შვილები მორიგეობით ყვებიან ამბებს, სანამ დანარჩენები ოჯახებისთვის სადილს ამზადებენ.
Liberia-Lullaby-1024x1024.jpg

„დაიძინე, პატარა, დედას უნდა, მძინარე გნახოს, რომ გძინავს, ისე უხარია; რომ გძინავს, ისე კარგადაა“.
მოუსმინეთ   პეიშენსის იავნანას

უმბინგს არ უნდა, მისი ვაჟებიც მეთევზეები გამოვიდნენ; უკანასკნელ ათწლეულში ჭარბი თევზჭერის გამო ნადავლი იკლებს. მიუხედავად ამისა, პანდემიის პერიოდში იზოლაციისას ზაიჯანმა თევზაობა ისწავლა ოჯახის დასახმარებლად. „დანაკარგების პერიოდში გადარჩენა ისწავლა“, – ამბობს უმბინგი.

დღის განმავლობაში სახლში, ბატაანის პროვინციაში, ზაიჯანი კარაოკეს მოწყობილობიდან ნასწავლ სიმღერებს თავის ორი წლის დას, ჯაზის, უმღერის. იგი დას ნაზად არწევს წინ და უკან, ჯაზი კი ნელ-ნელა იძინებს სიმღერის ფონზე, რომელშიც ბიჭი გოგონას ცრემლების შეშრობას უსურვებს. ფილიპინებში, ჩემი წარმოშობის ადგილას, იავნანებს შორის სიტყვებს: „ტაჰან ნა“ ჩაიჩურჩულებენ ხოლმე, მისი თარგმანია: „ნუღარ ტირი“, მაგრამ „ტაჰან ნა“, ასევე, იგივეა, რაც „იგრძენი თავი უსაფრთხოდ“, „იგრძენი თავი წყნარად“ და „იგრძენი თავი მშვიდად“. „ტაჰანამ“, ფილიპინურად „სახლი“, ადგილია, სადაც ცრემლები შრება.

MM9153_191221_08988-1024x576.jpg
MM9153_191217_06774-1024x576.jpg

(მარცხნივ) მრავალწლიანი უსახლკარობის შემდეგ საკუთარ სახლში, მონროვიის დასახლება ვესტ-პოინტში, კრისტიანა გმა ქალიშვილს, ორინას, საქებარ სიმღერებს უმღერის. კრისტიანა მშობლებმა გამოაგდეს, როდესაც იგი 13 წლის ასაკში პირველ ქალიშვილზე, ჯორჯინაზე დაორსულდა. დღეს იგი ბავშვების სარჩენად ჩაისა და პურს ყიდის. (მარჯვნივ) ატლანტის ოკეანისპირა რაიონში მზე ჩადის. მონროვიის ქალაქის ცენტრის მიმდებარე ეს დასახლება გაღარიბებული და გადავსებულია. აქ არ აქვთ საჭირო კომუნალური მომსახურება და ელემენტარული სანიტარიული პირობები.

ნიუ-იორკის ისტორულ მუსიკალურ დარბაზში – კარნეგი-ჰოლში 2011 წელს „იავნანას პროექტი“ განხორციელდა იმ სამეცნიერო აღმოჩენებზე დაყრდნობით, რომელთა მიხედვითაც იავნანა სასარგებლოა დედის ჯანმრთელობისთვის, აძლიერებს კავშირს მშობელსა და შვილს შორის და ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას. ის, ასევე, აჩენს თანამშრომლობის შესაძლებლობებს პროფესიულ მუსიკოსებსა და ახალბედა მშობლებს შორის, რათა მათ ჩვილებისთვის პერსონალური ძილისპირულები შექმნან. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ათასობით იავნანა მრავალ ქვეყანაში. „ჩვენ იავნანებს მშობლების საიმედო დასაყრდენად აღვიქვამთ“, – ამბობს ტიფანი ორტისი ადრეული ბავშვობის პროგრამების დირექტორი და „იავნანას პროექტის“ ხელმძღვანელი.

„ბევრი დედა აქტიურად ლაპარაკობს ძილისპირული სიმღერების, გალობის გამოყენებაზე მაშინ, როდესაც ახალი ადგილი მათი სახლი უნდა გახდეს“, – ამბობს დენი პალმერ ვულფი, კვლევის კონსულტანტი „იავნანას პროექტისთვის“. კარნეგის პროექტში საბერძნეთში მყოფმა მიგრანტმა ოჯახებმაც მიიღეს მონაწილეობა, ისინი თავიანთ ძილისპირულს „პორტატიულ საყუდრებად“ მოიხსენიებენ.

  • MM9153_200729_18173-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9153_191217_06473-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9153_191218_07325-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9153_200108_09922-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9153_191221_08970-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9153_200110_12055-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9153_200107_09821-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9153_200630_16808-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9153_190907_04204-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

გააზიარეთ ფოტო
  • MM9153_200729_18173-1024x576.jpg
  • MM9153_191217_06473-1024x576.jpg
  • MM9153_191218_07325-1024x576.jpg
  • MM9153_200108_09922-1024x576.jpg
  • MM9153_191221_08970-1024x576.jpg
  • MM9153_200110_12055-1024x576.jpg
  • MM9153_200107_09821-1024x576.jpg
  • MM9153_200630_16808-1024x576.jpg
  • MM9153_190907_04204-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები მათ საძინებლებში ფოტოგრაფმა ჰანა რეიეს მორალესმა გადაიღო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ზოგი ბავშვი თავის სათამაშოს იავნანას უმღეროდა.

„ლოცვების ან ტრადიციული თქმულებების მსგავსად, იავნანასაც ყველგან თან წაიღებ, – ამბობს პალმერ ვულფი – ეს უწყვეტობის შექმნის საშუალებას გაძლევს იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არ გექნებოდა.“

იავნანა აწმყოს ანარეკლია, თუმცა ხშირად ფესვები წარსულში აქვს გადგმული.

მონღოლეთში „ბუუვეის“ ძილისპირულს მომთაბარეთა თაობები მღერიან. მისი რეფრენი, „ბუუვეი“, ითარგმნება, როგორც „ნუ გეშინია“. „სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა – ის მემკვიდრეობასავით გადაეცემა“, – გვითხრა ბაიარტაი გენდენმა, მონღოლეთის ტრადიციული სიმღერებისა და ცეკვების შემსრულებელმა და 13 შვილიშვილის ბებიამ.

MM9153_200107_09318-1024x576.jpg
MM9153_200630_16719-1024x576.jpg

(მარცხნივ) მონღოლეთი
სადაც შუადღის ძილი ჰაერის დაბინძურებისგან შესვენების საშუალებაა

ულან-ბატორში ნაგავსაყრელის პირას მდებარე ერთ-ერთი დასახლების საბავშვო ბაღის ბავშვები დღისით იძინებენ. ელექტროსადგურები და ქვანახშირზე მომუშავე სახლის გამათბობელი ღუმლები ჰაერს სახიფათო დონემდე აბინძურებენ. ამ ოთახებში ჰაერის გამწმენდებია, თუმცა სახლების უმეტესობაში ისინი არ აქვთ.

(მარჯვნივ) აშშ
ძილისწინა რიტუალები პანდემიის დროს იცვლება

ბროკტონში, მასაჩუსეტსში, ენთონი ჰალეტი ქალიშვილს, ექვსი წლის ეივას, უკითხავს წიგნს „ნამდვილი პრინცესა მაგიური, მოციმციმე დალალებით“. ენთონი COVID-19-ის პანდემიის გამო სამსახურიდან სახლში დაბრუნდა და ოჯახის ძილისპირულ რიტუალებს შეუერთდა.

Mongolia-Lullaby-1024x1024.jpg

„დატვირთული დღე სრულდება. მოვიდა ჯადოსნური ზღაპრების ღამე“.
მოუსმინეთ მონღოლურ იავნანას

USA-Lullaby-1024x1024.jpg

„ღამე მშვიდობისა, ლუკ, ღამე მშვიდობისა, ლუკ. ღამე მშვიდობისა, ლუკ, ძილის დროა“.
მოუსმინეთ ჰალეტების ოჯახის იავნანას

ბაიარტაი იმ სმოგზე მოთქვამს, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქს, ულან-ბატორს, ფარავს:  „ჩვენი წინაპრები ციდან დაგვტირიან ჰაერის დაბინძურების გამო“, – ამბობს იგი. ბაიარტაი იავნანას ახალშობილ შვილიშვილს უმღერის. ფონად ჰაერის გამწმენდი გუგუნებს.

ულან-ბატორში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცივ დედაქალაქში, ზამთარი არა მხოლოდ დაბალი ტემპერატურით გამოირჩევა (30-გრადუსიანი ყინვაც კი შეიძლება იყოს), არამედ – ტოქსიკური ჰაერითაც. ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები იწვევენ ჰაერის სახიფათო დონეზე დაბინძურებას, რომელიც ხშირად ასჯერ აღემატება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ მყარი ნაწილაკების უსაფრთხო ზღვარს.

მონღოლეთის ბავშვების ნახევარზე მეტი ულან-ბატორში ცხოვრობს, სადაც პნევმონია 5 წლამდე ბავშვებში სიკვდილის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზია. გაეროს ბავშვთა ფონდმა ქალაქის ჰაერის დაბინძურება ბავშვთა ჯანმრთელობის კრიზისად გამოაცხადა.

„ამ სიტყვებს ჩემი ბავშვების დასაცავად, მათ გამოსაჯანმრთელებლად ვიყენებ“, – ამბობს ოიუნჩიმეგ ბუიანხუ იავნანებზე, რომლებსაც ორ ქალიშვილს უმღეროდა, როდესაც ისინი ხშირად ავადდებოდნენ გამონაბოლქვის გამო. მისი ოჯახი ქალაქგარეთ გადავიდა, რათა ბავშვებს უფრო სუფთა ჰაერი ესუნთქათ.

რთულ პერიოდებში ისტორიები გვაერთიანებენ. COVID-19-ის პანდემიამ მთელი მსოფლიო შეცვალა, ფიზიკურმა დისტანცირებამ კი სრულიად გარდაქმნა ერთმანეთთან დაკავშირების გზები. ქალები მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორისა და სოციალური მუშაკების თითქმის 70%-ს შეადგენენ. პანდემიის ფრონტის ხაზზე მომუშავე დედები საკუთარ თავს რისკის ქვეშ აგდებენ, რათა თავიანთ საზოგადოებას მოუარონ, ამას კი თან ახლავს საკუთარი ოჯახის მოვლის გამოწვევები.

MM9153_200109_11272-1024x576.jpg
MM9153_200109_10966-1024x576.jpg

(მარცხნივ) ულან-ბატორს სმოგის ღრუბელი აკრავს. ჰაერის დაბინძურების მხრივ აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, რასაც ზამთარში ქვანახშირის წვა იწვევს. გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვთა ჯანდაცვის კრიზისი გამოაცხადა – ქალაქგარეთ მცხოვრებ ბავშვებთან შედარებით აქ რესპირატორული დაავადებები გახშირდა და ფილტვების სასიცოცხლო ტევადობაც შემცირდა.
(მარჯვნივ) ტოდგერელ ლხამჯავი (მარცხნივ), დეჟიდ ბაიარბატარი (მარჯვნივ) და მათი უმცროსი ვაჟი, გალანბაგანა, ძილის წინ ერთმანეთს ეხუტებიან თავიანთ სახლში ულან-ბატორთან, ნალაიხის უბანში. ტოდგერელი 25 წელი მემაღაროედ მუშაობდა, ახლა კი სკოლაში დაცვის სამსახურის წევრია. ქვანახშირის ინდუსტრიაში სამსახური ბევრმა დაკარგა მას შემდეგ, რაც ნახშირის წვაზე აკრძალვები შემოიღეს.

მასაჩუსეტსელი ექთანი, ელიზაბეთ სტრიტერი საავადმყოფოში COVID-19-ის განყოფილებაში მუშაობს. როდესაც პანდემია გამძაფრდა, მან აპრილის დასაწყისში თავისი ოთხი ვაჟისგან იზოლირების რთული გადაწყვეტილება მიიღო, რათა მათთვის ვირუსის გადადების რისკი აეცილებინა თავიდან. ერთი თვის განმავლობაში მშობლების სახლის წინ ფურგონში ეძინა, მისი მეუღლე კი სახლში შვილებს უვლიდა. საღამოობით ელიზაბეთი ოჯახს ტელეფონით ურეკავდა. სამი წლის ვაჟს მის საყვარელ იავნანას უმღეროდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა – არ იცოდა, როდის შეძლებდა მის ჩახუტებას.

საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექთანმა ელისონ კონლონმაც გადაწყვიტა ოჯახისგან განცალკევება. ღამღამობით ორი წლის ლუკასს ურეკავდა, დაძინებამდე უკითხავდა და უმღეროდა საბავშვო სიმღერებს. კვირაობით ოჯახს სტუმრობდა, თუმცა სახლში არ შედიოდა – ზღაპრებს შუშის კარს მიღმა უკითხავდა შვილს. შუშის მეორე მხრიდან ვაჟს კოცნას უგზავნიდა და ხელს უქნევდა. „ჩემი შვილი ძალიან გამძლე აღმოჩნდა, ცვლილებებს მარტივად შეეწყო და ამისთვის მისი ძალიან მადლიერი ვარ“, – ამბობს ელისონი.

MM9153_200528_15402-1024x576.jpg
MM9153_200516_14452-1024x576.jpg

(მარცხნივ) ექიმი მოლი ტომასი საავადმყოფოდან ურეკავს ცოლს – ჰანას და ქალიშვილებს – ეიდასა და დელეინის (ფანჯარაში). ექიმი გოგონებს იავნანას უმღერის და ტკბილ ძილს უსურვებს. COVID-19-ის გამო, მოლი ოჯახისგან იზოლირებულია. (მარჯვნივ) COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებზე მზრუნველი ექთანი, ელისონ კონლონი, ორი წლის ვაჟს შუშის მიღმა უყვება ზღაპარს. ელისონი ამბობს, რომ „შვილისთვის ყოველდღე ზღაპრის წაკითხვა ნორმალური მდგომარეობის  შეგრძნების შენარჩუნებაში“ ეხმარებოდა.

როდესაც ადამიანს იავნანას უმღერი, მასთან კავშირს ამყარებ. სიმღერა მშობელს ბავშვთან კავშირის გაბმის საშუალებას აძლევს, თუმცა – რაც უფრო ნაკლებად შესამჩნევია – ის გვიამბობს ამბებს, რომლებიც წარსულსა და ერთმანეთთან გვაკავშირებს. ბაიარტაი გენდენი ძილისპირულს „სულების გაცვლად“ მოიხსენიებს. იავნანა იმ ქსოვილის ნაწილია, რომლისგანაც მშობელი სიზმრებში შესაბიჯებლად აუცილებელ უსაფრთხო სივრცეებს ქმნის. ხადიჯა ალ მოჰამადი ამბობს, რომ აჰმადი მის ძილისპირულებს ეტანება „არა მხოლოდ დასაძინებლად, არამედ იმისთვისაც, რომ ჩემი სინაზე შეიგრძნოს“. ეს სიმღერები გვახსენებს, რომ ჩვენ არ ვართ მარტონი უკუნეთ სიბნელეში. ძილისპირული გვპირდება, რომ მეორე მხარეს დილის სინათლე დაგვხვდება.

ჰანა რეიეს მორალესი National Geographic-ის მკვლევარია; იგი გამძლეობასა და ადამიანებს შორის კავშირებზე მუშაობს. რუპერტ კომფსტონი მუსიკოსი და ხმის ჩამწერია. მან წვლილი შეიტანა სტატიის დაწერაში და შექმნა აუდიოჩანაწერები.

The post სიმღერები დასამშვიდებლად appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

On 12/14/2020 at 11:08 AM, Moor said:

აშშ ექვსი წლის ქსავიერ ზაკრაშეკი სმენადაქვეითებულია და კოხლეარული იმპლანტატები უკეთია, რათა ხმები უკეთ გაიგონოს. დედა მას ყოველ ღამე უმღერის იავნანას და ხმამაღლა ეუბნება, რომ უყვარს: „ვცდილობ, ყოველ ღამე ვუთხრა ეს, ვაი და ეს იყოს უკანასკნელი, რასაც გაიგონებს“.

(((((((

 

 

 

 

 

მე  ჩემი იავნანა მაქვს, სპეციალური, ჩემი ბიჭისთვის. ერთხელ ავად გავხდი, სიცხე მქონდა და მივლიდა, წყალი მოჰქონდა, სიცხეს მიზომავდა თერმომეტრით და მერე ჩამოჯიდა საწოლთან და ჩემი ივნანა აქეთ მიმღერა, ოღონდაც მისი სახელი დედუნათი ჩაანაცვლა.:rain:

 

 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share