Jump to content
×
×
  • Create New...

პუტინი მზად არის ჩაიტაროს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა


 Share

Recommended Posts

rssImage-b23a47a1dde5557f0f53f2947e034351.jpeg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ პრეპარატ „სპუტინიკ V“-თი ჩაიტარებს აცრას, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 27 დეკემბერს განაცხადა რუსეთის სახელლმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში. .“მან მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაცის ჩატარების თაობაზე და ელოდება, როდესაც ყველა ფორმალობა დასრულდება“, - მოჰყავს სააგენტო „როიტერსს“ პესკოვის სიტყვები. რუსეთში დეკემბრიდან დაიწყო რუსული წარმოების პრეპარატ „სპუტინიკ V“-თი იმუნიზაციის ნებაყოფლობითი კამპანია, პირველ რიგში ხანდაზმულ მოქალაქეების აცრით. მოსკოვის მერის, იური სობიანინის განცხადებით, კვირიდან მოსკოვში დაიწყება ნებაყოფლობითი ვაქცინაცია 60-წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებისათვის.  68 წლის პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ რუსული წარმოების ვაქცინა არის ეფექტიანი და უსაფრთხო და დასძინა, რომ ვერ ხედავს ვერავითარ მიზეზს რომ არ ჩაიტაროს აცრა, როდესაც ეს შესაძლებელი გახდება. რუსეთში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა მინიმუმამდე შეამცირა საჯარო შეხვედრები და ძირითადად დისტანციურად, ვიდეოხაზის საშუალებით მართავს თათბირებს. 27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ვლადიმირ პუტინი არ მიიღებს მონაწილეობას ბიზნესმენებთან ტრადიციულ საახალწლო შეხვედრაში. 

სრულად ნახვა

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share