Jump to content
×
×
  • Create New...

საღამო მშვიდობისათ


Recommended Posts

  • ფორუმელი
15 საათის წინ, Freeman said:

გაგვიზიარეთ სენიორ :დ

ტორნადოზე გამახსენდა, აი გრიგალთან მიახლოებული ქარიც მაგრად მიყვარს, ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ მაგ დროს :lolz:

ქარ-წვიმა ვაბშე ჯეკპოტია, ოღონდ ვიტრაჟიდან თუ ვუყურებ, მაშინ :დ

წვიმა ჭექა ქუხილით, მაგ დროს გარეთ ყოფნის დროსაც ბედნიერი ვარ 

თოვაზე კი მოგახსენეთ, საათობით დავაბოტებთ მე და ჩემი ლაბრაღორი

აი მზეს ვერ დავუმუღამე კი არადა, ცოლი მიჯიკებს ხოლმე, სახე გახსენი სირცხვილია, ხალხს რამე ეგონებაო :givi:

ქუთაისში უფრო ხშირად თოვს ვიდრე თბილისში

კოვიდის დროს იყო ძნ დიდი თოვლი თბილისში

მარტომ გადავთოვლე ეზო, სახურავიდან რომ წამოვიდა ტონობით თოვლი კედელს მისველებდა, საღამოს მკვდარივით ვეგდე. ძნ მაგარი ზამთარი იყო. მამენტ ეგ მარტში იყო, 13 მარტს თოვდა. მის მერე არც მოუთოვია მგონი. 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 11/26/2024 at 7:57 PM, Freeman said:

გრიგალთან მიახლოებული ქარიც მაგრად მიყვარს, ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ მაგ დროს :lolz:

 

On 11/26/2024 at 7:57 PM, Freeman said:

წვიმა ჭექა ქუხილით, მაგ დროს გარეთ ყოფნის დროსაც ბედნიერი ვარ 

 

სენორ ეს ყველაფერი არის პირობითი.

სითბო და სიმშვიდე არაა პირობითი სითბო მუდამ სითბოა და კარგი და სასიამოვნო

აი ეს ჭექა ქუხილი გრიგალი და წვიმა და ეგეთი რაღაცეები არის ღრმად პირობითი და დამოკიდებულია ბევრს სხვა ფაქტორზე

სად ხარ? ქალაქში, სოფელში  თუ უახლოესი დასახლებული პუნქტიდან 30 კმ ში?

რა გაცვია და რაც გაცვია მშრალია თუ უკვე გალუმპული ხარ თავიანფეხიანად

სველდები პახოდუ თუ საწვიმარი ან ზონტი გაქვს?

ლოგინში წევხარ უკვე ჩათბილული თუ სადღაც ცდილობ ძაღლის ყეფა გაიგონო რომ მიხვდე საითაა ადამიანები

 

მაშინ უნდა ვთქვათ ესე რომ გვიყვარს თბილად და მშრალად ჩაცმული ზონტით ან საწვიმარით რომ მივსეირნობთ მყარ ასფალტზე ან ფიფქინა თოვლში ფანტელები ცვივა და გვიხარიაა დინჯად მივაფუილებთ ცისფერ კვამლს და უზომოდ კმაყოფილები ვართ კიდევ იმიტო რო მაცივარში საინტერესო  რამეები გველოდება რო დავბრუნდებით :perv:

 

ამიტომ სითბო და სიმშვიდე ყოველთვის უპირობოდ ჯობია ჭექაქუხილს წვიმას თოვლს ყინვას გრიგალს და ჯანდაბას და უბედურებას

დანარჩენი ეგენი  პირობითია

 

ვოტ

Edited by Houston
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share