ფორუმელი Moor Posted 25 დეკემბერი, 2020 Posted 25 დეკემბერი, 2020 /files/pictures/poster-bolo-254.jpg როგორც იცით, 27, 28, 29 დეკემბერს, 14:00-22:00 ზე,“ღვინის კლუბი” გეპატიჟებათ მე–11 “ახალი ღვინის ფესტივალზე”, რომელიც ამჯერად Online გაიმართება. შეგახსენებთ, Online ახალი ღვინის ფესტივალი 2020 გულისხმობს პირდაპირ ვიდეო ჩართვებს მონაწილე მარნებიდან (დაახლ. 50 მარანი), სადაც ავტორები თავიანთ ღვინოებს გაგაცნობენ. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სამი დისკუსია, გაიმართება 8 ვიქტორინა, სადაც რამდენიმე ბოთლისგან შემდგარი კომპლექტები გათამაშდება, გარდა ამისა ფესტივალზე მოისმენთ ინფორმაციებს პარტნიორი ღვინის ბარების, მაღაზიებისა და ონლაინ–მაღაზიების მთავარი შეთავაზებებისა და პროდუქტის შესახებ. ყველაფერ ამას ცნობილი სომელიეები, კობა აბრამიშვილი და კოსტა ჭანტურია გაუძღვებიან. მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წლევანდელი “ახალი ღვინის ფესტივალი” სრულიად განსხვავებულ პირობებში ჩაატარდება, განსხვავებული ფორმატითა და კონცეფციით, რომელიც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად დაეხმარება თვეების მანძილზე კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩენილ სფეროს, გაზრდის ცნობადობას ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე. ხელს შეუწყობს გაყიდვებს. და რაც მთავარია, ღვინის მოყვარულებს შეეძლებათ საახალწლო და საშობაო სუფრები დაამშვენონ განსაკუთრებული, საუკეთესო ქართული ღვინოებით. ფესტივალში ტრადიციულად მონაწილეობას იღებენ როგორც მცირე მარნები, ასევე დიდი კომპანიები. თითოეულ მარანს საკუთარი პროდუქტის წარსადგენად 10 წუთი დაეთმობა ვიდეო–ჩართვისთვის. ყოველი მონაწილისთვის დამზადდა სპეციალური საინფორმაციო პოსტერი ქართულ და ინგლისურ ენაზე, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში იქნება მთელს საახალწლო პერიოდში (10 დეკემბრიდან 15 იანვრამდე). მონაწილე კომპანიების შესახებ ინფორმაციები და სპეციალური პოსტერები შეიძლიათ ნახოთ ახალი ღვინის ფესტივალის Facebook გვერდზე. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 50–ზე მეტი მარანი. წარმოდგენილი იქნება 2019 წლის ღვინოები, თუმცა მარნები სხვა მოსავლის ღვინოებსაც გაყიდიან ფესტივალის ფარგლებში. ღვინოების შეძენა და გასინჯვა უკვე შესაძლებელია, საქართველოში მოქმედი ყველა ონლაინ ღვინის მაღაზიის დახმარებით. 27, 28, 29 დეკემბერს კი უშუალოდ Online ფესტივალში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, ჩატში დაუსვათ თქვენთვის მნიშვნელოვანი კითხვები მევენახე–მეღვინეებს, იყიდოთ სასურველი ღვინოები, მონაწილეობა მიიღოთ ვიქტორინებში და სხვ. შეგახსნებთ, ღვინოების წარდგენა და გაყიდვა შესაძლებელი იქნება ფესტივალამდე და ფესტივალის შემდეგაც პარტნიორი ონლაინ მაღაზიების დახმარებით და ასევე უშუალოდ მარნიდან. 24–2 იანვარს შესაძლებელი იქნება ღვინოების შეძენა უშუალოდ მაღაზიაშიც. ფესტივალის პარტნიორია "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი", პარტნიორები არიან ქართული ღვინის ონლაინ მაღაზიები: 8000 მოსავალი, ღვინის ბიბლიოთეკა, g.Vino, Wine Market, Allwine.ge, Wine Boutique, Wine Junckies. © საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა