Jump to content
×
×
  • Create New...

ფიქრები „Online ახალი ღვინის ფესტივალ“-ზე


Moor
 Share

Recommended Posts

/files/pictures/new_wine_festival_2020.jpg

დღეს, 14:00-ზე ღვინის კლუბის ოფიციალურ Facebook გვერდზე WineClub.ge, ასევე ღვინის კლუბის Youtube არხზე Georgian Wine Club „Online ახალი ღვინის ფესტივალ 2020“-ს ვიწყებთ.

ღვინის ფესტივალს, Online!

უკვე მე-11 ფესტივალს ვატარებთ და ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ თავიდან მოგვიწევდა ყველაფრის დაწყება.

COVID-19-ის გამო „ღვინის კლუბში“ პირველი ფესტივალის სიტუაცია დაბრუნდა, 10 წლის წინანდელი, როცა ახალს და ჩვენთვის უცნობს ვაკეთებდით პირველად, ვსწავლობდით.

ახლაც უცნობი რაღაცის წინაშე ვდგავართ, რაც საშიშია და ვერ ვხსნით და რამაც ყველაფერი შეცვალა ჩვენს გარშემო.

ცვლილებები ყოველთვისაა, კომფორტული თუ მოუხერხებელი, გაცნობიერებაზე დაფუძნებული ცვლილებები თუ რაღაც გაურკვეველი, საშიში სიახლე. ჩვენ არ ვიცით როგორ შევიცვლებით 2020 წლის მოვლენების მერე, არ ვიცით როგორი იქნება სამყაროს მომავალი და ამ წელმა ისიც ცხადად გვაჩვენა, რომ ურთიერთობის, სიახლოვის, გვერდიგვერდ ყოფნის პრინციპებიც კი შეიძლება შეიცვალოს.

რა თქმა უნდა, ჩვენი ფესტივალი არაა ე.წ. ნადიმი ჟამიანობისას, არამედ ფიქრი და საქმე. ფიქრი იმაზე, თუ როგორ გადავარჩინოთ საქმე, რომელიც ძალიან ბევრისთვის უკვე დიდი ხანია გაყინულია.

2020 წელს, ფესტივალის მთავარ პრინციპად უკვე დრო იქცა და არა სივრცე. ჩვენ რეალურ დროში და ვირტუალურ სივრცეში ვხვდებით ერთმანეთს. თუკი ადრე უშუალოდ, ერთ კონკრეტულ სივრცეში ვიკრიბებოდით მონაწილეები, ვესალმებოდით ერთმანეთს, ერთმანეთის ჭიქებიდანაც ვსინჯავდით ღვინოებს, ვსაუბრობდით, გვქონდა ბევრი ჰაერწვეთოვანი (ღვინის ჰაერწვეთოვანი) კონტაქტი, ახლა უკვე ვირტუალურად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს.

დრომ იძულებული გაგვხადა ასე მოვქცეულიყავით, თუმცა იძულებას შეგვიძლია გარკვეული პრინციპულობაც დავუმატოთ.

სწორედ ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ „Online ახალი ღვინის ფესტივალი 2020“ უფრო აქციაა და ამ აქციით გვსურს გამოვეხმაუროთ წლევანდელ ურთულეს მდგომარეობას.

მსოფლიოში და საქართველოშიც კატასტროფის განცდებია ახლა წამყვანი და პირველ რიგში სწორედ ეს კატასტროფის განცდები უნდა შევაჩეროთ თუ შევზღუდოთ, ჩავანაცვლოთ. მესმის, ბევრს შეიძლება ორმაგი მნიშვნელობით მოესმას ეს ცნებები, სადღაც ზიგმუნდ ფროიდიც გაახსენდეს, მაგრამ ფაქტია, რომ უბედურებაზე პასუხის გაცემა მაინც უნდა შევძლოთ, თუკი ახსნას ვერ ვახერხებთ. ღვინო კი ჩემი აზრით საუკეთესო პასუხია განგაშზე, შიშზე, დათრგუნულობაზე. იგი საუკეთესო პასუხიცაა და ამავე დროც საშუალებაც, წინსვლისთვის.

არ დავიწყებ ყველასთვის კარგად ნაცნობი ამბების თხრობას იმის შესახებ, რომ ჩვენი წინაპრები ძნელბედობის ჟამს ვაზს უფრთხილდებოდნენ ყველაზე მეტად. ეს ამბები ისედაც ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ ხომ წარსული უფრო გვესმის, ვიდრე აწმყო. მითუმეტეს ასეთი აწმყო. მძიმე და საშიში.

დღეს ჩვენ არ გვესმის ჩვენი დრო. ვერც გავიგებთ ასე ადვილად, ამიტომ ღვინო მაინც გავიგოთ. რათა ჩვენი ქვეყნისა და ისტორიის უმთავრესი მონაპოვარი, ღვინო გაცნობიერებულად დავუყენოთ წინ კორონა ვირუსს, არა როგორც ვაქცინა (ასეთი გულუბრყვილოებიც არა ვართ), არამედ როგორც დროის მანქანა, გადარჩენის მექანიზმი, რომელიც წარსულის გარდა ფიქრით და საქმით მომავალსაც დაგვაახლოვებს. უკეთეს, ჯანსაღ, დამოუკიდებელ მომავალს.

მალხაზ ხარბედია

ღვინის კლუბი

სრულად ნახვა

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share