Jump to content
×
×
  • Create New...

ბოშა


Houston
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ს თუ უმკითხავია თქვენთვის და გაურტყია რამე?

 

ქუჩაში ხელისგულზე,  სხვა არაფერი იფიქროთ

Edited by Houston
Share on other sites

Posted (შესწორებული)

ერთ ჩემ ახლობელს უმკითხავა და ყველაფერი გაურტყა და რაც მთავარია მთელი ხელფასიც დაატოვებინა . . .  ბაზრის შესასვლელთან დახვდა და რაღაც დაუძახა, ხოდა ეს გაშტერდა და შებრუნდა . . . და დატოვა ხელფასი . . . 

მაააააააგრამ ის "ბოშა" მანამდე მისმა მეგობრებმა დაამუშავეს და .... მიშორებით მანქანაში ისხდნენ და უღებდნენ. რაც მთავარი -  ბოშამ მსხვერპლის მეგობრებსაც აახია ფული ...

 

:artie:

 

თუმცა ერთხელ ჩემ მეუღლეს რაღაც ისეთი უთხრეს,  ვალიდოლი მაყიდინა იქვე აფთიაქში . . .  ქუთაისი უნივერმაღთან გავაჩერეთ და მე გადავედი რაღაცის შესაძენად და რომ გამოვედი ვხედავ ბოშა შემძვრალია მანქანაში თავით და  გიმკითხავებო ეხვეწება . . რომ იუარა, ბოშამ რაღაც მიაძახა და წავიდა .... ჩემი მეუღლე ცუდად გახდა . . . არც ამ შემთხვევაში არ იყო გამორიცხული, რომ "დაახვედრეს", თუმცა არ ვიცი ვინ და არც ის ვიცი რა მიაძახა ბოშამ . . . 

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი

ბოშაზე გამახსენდა:

 

ის იყო იუსტიციის სახლთან მანქანაში ჩავჯექი, რათა მეგობარს დავლოდებოდი (ტრადიციულად აგვიანებდა) კომპანიაში ცვლილებების განსახორციელებლად (გამოვდიოდი პარტნიორიბიდან და ვტოვებდი დირექტორის „პოსტს“), რომ ორი ციგანი მომიახლოვდა... მანქანაში ფანჯრები ჩამოწეული მქონდა და მობილურში ვიქექებოდი. მოდი გიმკითხაო მომმართა ერთმა, გზა გელოდება, - დააყოლა. ამ ტრადიციულ ტექსტზე ტრადიციული უარი ვუთხარი. 


-    მაშინ ხურდები მომეცი.
-    კორონა ხომ არ გჭირს, - მივმართე სიცილით.
-    არა, კორონა როგორ უნდა მჭირდეს, სახლში ექვსი შვილი მყავს - და ხურდები რომ ჩავუყარე ხელში, დააყოლა - მოდი ამ ფულის გიმკითხაო, არ გინდა?
-    კარგი მიდი, მიმკითხავე - უხეხული ინტერესით დაველოდე. თითქოს მომერიდა იმ ხალხის, რომელიც გავლისას გვაკვირდებოდა. უაზრო მორიდებები დღემდე მომყვება.
-    მე ციგანი არ გეგონო - პარალელურად მარჯვენა ხელზე დამხედა და ორი კარტი ჩამიდო, მითხრა ჩამეთქვა ორი სურვილი. ჩავუთქვი და მივაწოდე. კარტები აურია და დაიწყო:
-    შენ წასვლას აპირებდი უცხოეთში და არ გამოგივიდა, არ მომატყუო, მითხარი რომელ ქვეყანაში აპირებდი (გერმანიაში, - ვუპასუხე. სტუდენტობისას მართლა ვაპირებდი. ფინანსური სახსრები ვერ გამოიძებნა). წელს გზა გელოდება, ძალიან გაგიხარდება (ნუთუ უკრაინაში წასვლა გამომივა? გავიფიქრე)... ღმეთს ძალიან უყვარხარ, მაგრამ ადამიანებს არა. ღმერთისგან მხარდაჭერა გაქვს, ადამიანებისგან არა... ცოტა უნდა იეშმაკო, ყველაფერი არ უნდა თქვა, გაიგე? (თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე). 
-    მიშა - მიხეილი ვინ არის? - ბიძაჩემი და ბიძაშვილი, ვუპასუხე;
-    აი მაგისგან კარგ ამბავს უნდა ელოდო.
-    ცოლი კარგი გოგო გყავს, ხალხის თვალი აქვს და მაგიტომ ავადობს ხშირად.
-    ხალხის თვალი? - ჩავეკითხე;
-    ჰო, აი სხვისი ცუდი თავლის გამო, სულ ცუდი თვალი აქვს... ისე კაი გოგოა, საწოლი არ იცის, სულ ტრიალებს.
-    შავგვრემანი ქალისგან ჯადო გაქვს გაკეთებული - რამდენჯერმე გამიმეორა - შენი ბეწვი მომეცი;
-    ბეწვი?
-    ჰო ბეწვი - და მარცხენა ხელის ბალნიდან ბეწვი ამომაწიწკნა - ორი ქაღალდის ფული მომეცი. ეს ბეწვი შიგ უნდა ჩავდო; არ დახარჯო ეგ ფული. ეგ ბეწვი რამდენიმე საათში გახუნდება და გზაჯვარედინზე უნდა გადააგდო - ეს და მსგავსი ტექსტიც რამდენჯერმე გამიმეორა.
   დავყევი მის ნებას და საფულიდან ორი კუპიურა - 10 და 50 ლარიანი ამოვიღე, მეტი არც მედო.
-    ფული გაქვს, მაგრამ საქმისთვის გაქვს - დააყოლა. მოწიწკნული ბეწვი ფულში გაახვია და კუპიურები რამდენჯერმე ოთხად გადაკეცა, სანამ 20 თეთრიანის ზომამდე არ დაიყვანა.
-    აი ეხლა რასაც გეტყვი, ოღონდ არ გაიცინო, ის უნდა გააკეთო.  გზაჯვარედინზე რომ გადააგდებ ამ ბეწვს, მერე ეგ ფული არ უნდა დახარჯო და სასაფლაოზე უნდა დაფლა. არ მომატყუო, შეძლებ ამის გაკეთებას?
-    პრინციპში დრო მექნება მაგისთვის საღამოს, რატომ უნდა მოგატყოუ - ვუპასუხე;
-    აი გეუბნები, არ მომატყუო, როგორც დაიბადე, დედამ რომ გაგაჩინა, ზუსტად ეგრე უნდა იყო ღამის 12 საათზე სასაფლაოზე და ეს ფული იქ უნდა ჩამარხო.
-    ღამის 12 საათზე სასაფლაოზე როგორ ვიქნები, კომენდატის საათია - ვუპასუხე სერიოზულად;
-    ააა, ხო, კომენდატის საათი, მაშინ მოდი 8 საათზე ქენი, შეძლებ? არ მომატყუო, აი როგორც დედამ გაგაჩინა, ეგრე - მივხვდი რას გულისხმობდა, სრულიად შიშველს, სასაფლაოზე 8 საათზე უნდა დამემარხა ეს ფული.
-    არა, გამორიცხულია ეგ ამბავი - სერიოზულად ვუპასუხე.
-    კარგი, მაშინ აი... მე გეტყვი იმ ქალის სახელს, ვინც ეს ჯადო გაგიკეთა, ოღონდ დამპირდი, რომ ცუდს არაფერს გაუკეთებ;
-    ვიცი ვინც არის ეგ ქალი - მივუგე სრულიად „მშვიდად“;
   რაღაც უბის წიგნაკივით გადაშალა, შიგ ორი ხატი ჰქონდა ჩაწებებული, ეს უბის წიგნაკი ჯერ ხელში დამაჭერინა, შემდეგ მკერდზე დამადო. მითხრა სამი სურვილი ჩამეფიქრა და მეც უკვე ჩაფიქრებული ორ სურვილს ერთი დავუმატე (იქნებ იმ 2-სთის სამი ცალკე უნდა დამემატებიან და სულ 5 ჩამეთქვა?);
-    რუსული ხომ გესმის, - მკითხა;
-    კი.
-    გაიმეორე რასაც გეტყვი - რამდენჯერმე რუსულად გაიმეორა ოჯახის, ცოლის, ბავშვების დალოცვის მაგვარი ტექსტი, ასევე ჯადოს მოცილების და მოშორების ტექსტი. რაღაც ნაწილი გამამეორებინა;
-    ეხლა, სამჯერ თქვი ამინ და ერთხელ მანქანიდან გადააფურთხე - მიბრძანა. აქ ვეღარ შევიკავე თავი და გამეცინა;
-    ნუ იცინი, ხომ გითხარი, ჩემს ლოცვაზე არ შეიძლება სიცილი - მითხრა სასწრაფოდ და სერიოზულად.
-    არ გაიცინო, ძლიერი ლოცვა აქვს - მომმართა მისმა თანმხლებმა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ორიოდე მეტრის მოშორებით იდგა.
-    არ გაიცინო, გადააფურთხე - გამიმეორა. გავაღე კარები და გადავაფურთხე.
-    აი, როგორც ეხლა მე გლოცავ, ისე დაილოცოს ჩემი ექვსი შვილი - მითხრა სრული სერიოზულობით. ამ სიტყვების პასხუხად თვალი თვალში გავუყარე და ვერაფერი არაგულრწფელის მსგავსი ვერ შევნიშნე;
-    აი, ნახე, როგორც ეხლა ეს ფული გაქრება - მანიშნა იმ ფულზე, რომელშიც ჩემი ერთი ღერი ბალანი ჰქონდა გახვეული, - ისე გაქრება შენგან ჯადო და ყველაფერში წარმატება გექნება.
   გაშლილ ხელისგულზე მოთავსებულ ფულს ხელი მოუჭირა, მუშტად შეკრა, პირთან მომიახლოვა და მითხრა სული შემებერა. როცა შევუბერე (პირბადიდან), შემდეგ თითონ მოხრილ ცერსა და საჩევენებლ თითებს შორის ძლიერად ჩაბერა და ხელი რომ გაშალა, აღარც ფული იყო, აღარც ჩემი ბეწვი.
-    ღმერთს მადლობა უთხარი, რომ ჩემს ხელში ხარ. დღეს წადი აუცილებლად საღამოს ეკლესიაში და ორი სანთელი დაანთე, რომ გადარჩი. იმ ქალს ყველაფერზე ჰქონდა შენზე ჯადო გაკეთებული: ჯანმრთელობაზე, წარმატებაზე, სამსახურზე, შენს სიკვდილზე. მკვდარზე გადავლებული წყალი აქვს შენთან დაქცეული. ვსო, მე გაგანთავისუფლე.
    ამის პარალელურად კიდევ რაღაცა ამოიღო საფულისმაგვარიდან და მითხრა:
-    მაგ ქალის სახელი ოთხასოიანია და „ნ“-ზე იწყება - „ნ“ გავიფიქრე, ბიცოლაჩემია, რომელსაც, როგორც ჩემებიდან ვიცი, არაერთხელ მიუმართავს მჩხიბავებისა თუ მკითხავებისთვის, რომ სხვებისთვის ჯადო, თვალი თუ მისთანები აეკიდა. 
   გამახსენდა, პირველ კურსზე როცა ვიყავი, ფრჩხილების საჭრელი დამეკარგა სოფელში. კარგა ხანს ვეძებე და ვერ მივაგენი. ეხლა არ მახსოვს, შეიძლება ყველასაც მოვკითხე, პაპაჩემს, ბიძაჩემს თუ ბიძაშვილებს, თუმცა არ გამოჩნდა. რამდენიმე დღის შემდეგ ბიძაშვილი მოვიდა ჩემთან: 
-    აი, ხომ ეძებდი - და გამომიწოდა ფრჩხილების საჭრელი. აღარ მახსოვს რა მითხრა, სად ნახა და მისთანები, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, რომ როცა წავიდა მასზე მკრთალად, რაღაც წებოვან-ზეთოვანი ნივთიერებით გამოსახული 5-იანი შევნიშნე. მახსოვს რა გავიფიქრე - 1-ლ კურსზე ვიყავი და 5 წელი უნდა მესწავლა. ფრჩხილების საჭრელი მაშინვე მდინარეში მოვიქნიე. 5 წელი კი შეუფერხებლად ვისწავლე და წარჩიენებით დავამთავრე უნივერსიტეტი.
     

სანამ ამ ფიქრებში ვიყავი, ის ქალები გამეცალნენ. 60 ლარიც „გაქრა“. წასვლამდე რამდენჯერმე მითხრა,  აი ნახავ, 25 დღის მერე მოხვალ აქ და 100 დოლარს მაჩუქებ, აი ნახავ!
ჯადოს გამკეთებელ შავგრემან ქალზე კი დააყოლა, რომ ამაღამ სიზმარში ვნახავდი.

პ.ს. აღმაშენებელზე, სკოლასთან მდებარე ეკლესიაში 2 სანთელი მართლა დავანთე.
პ.პ.ს. იმ ღამეს სიზმარში არავინ მინახავს.
პ.პ.პ.ს. არც 25 დღის მერე არ მივსულვარ და არ მიჩუქებია მისთვის 100$
პ.პ.პ.პ.ს. ამ ამბის მერე ყოველთვის ვეუბნები ბოშებს, რომ ნამკითხავები ვარ და ჰო, იმ წელს, როცა მიმკითხავა, ქვეყნიდანაც არ გავსულვარ.
 

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, კიჭარტი said:

@Micawber :D kargad ikitxeba da ragac powerful endingis imedi mkonda

ehh

რაც მკითხაობა, ის ენდინგი :gigi:

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მე კიდევ დიდი ხნის წინ მანქანაში ჩაზეპილი დიკარებით ბაზარზე მივვარდით ერთ მხარეს , მე გადმოვედი და მანქანას წრე უნდა დაერტყა და ბაზრის მეორე მხარეს დამელოდებოდა მე შევვარდი საქმე მქონდა გავირბინე დახლები მაღაზიები ხორცები ქათმები ატვერტკები სადგისები და ეგეთები და ჩამოსასხმელ ნაყინთან დავატორმუზე მარტო ძალიან ცხელოდა და სანამ ასხავდა იქვე ბოშა დავინახე ფერად ბინძურ ნაჭრებში გახვეული ქალი და ასევე ფერად ბინძურ ნაჭრებში გახვეული ორი ბავშვით ერთი პატარა მკერდზე ეკიდა მეორე ძალიან ლამაზი ჭუჭყიანთმაგაჩეჩილი პატარა გოგო რაღაც მულტფილმის გმირს ჰგავდა ფეხებთან ეჯდა, ჰოდა ავდექი ეს ჩამოსხმული ნაყინი იმ ბავშვს მივეცი და ჩემთვის ახალს ვსახმევინებ და ხელი მომეცი ბიჩო გიმკითხაო ერთ ხელში ნაყინით მეორე ხელი გავუწოდე ეგრევე თან მახსენდება რო უნდა გავგაზო და დახედა ხელი გადაუსვა და ეგრევე ჩამომითვალა ოჯახის წევრები და ერთი წევრი გაკლიათო და გავშეშდი ეგრევე პირველი რაც მომაფიქრდა ვიღაც მეღადავება და დავტრიალდი ადგილზე გიჟივით აქეთ იქით ვიყურები დედასმოგიტყნავთ აუუუ აუუუუ რომელი ხარ მარა აუარება ხალხი იყო და არავინ ნაცნობი და პლიუს შანსია ისე მივედი და ისე სწრფად გავრბინე მოკლედ 10 ლარი მომეცი და მომავალს გეტყვი მეუბნება და არ მაქვს მართლა არ მქონდა ფული კიდევ გადაუსვა ხელი და სიცოცხლის მეორე ნაწილი პირველზე საინტერესო გექნება 10 ლარს თუ მომცემ ... გამოვართვი ხელი და გამოვგაზე იმიტო რო პროსტა სხვა ამბებით რო ხარ სავსე ეს რაღაც პაწია მომენტი იყო და მეჩქარებოდა მარა ხიჭვივით რომ დაგრჩება მაინც და დაგამახსოვრდება ..

 

ჰოდა ეს მეორე პირველზე საინტერესო არ მინდაააა არააააააა აღარ მინდა საინტერესო ამბები არააააა

პლედი მინდა მუხლებზე ბუხარი სათვალეები და ჩიბუხიიიიიიიი

Edited by Houston
Share on other sites

14 საათის წინ, Micawber said:

მაგ ქალის სახელი ოთხასოიანია და „ნ“-ზე იწყება - „ნ“

ვაახ- ნ-ზე არიან ჩაციკლულები ეტყობა . . . 

ხუთიოდე წლის წინ მეზობლები წავიდნენ ბაზარში - ახალგაზრდა ქალი და ქმრის ბიცოლა. გადაეყარნენ ბოშას და ბიცოლას უთხრა ორი ქალი, რომელთა სახელებიც ნ-ზე იწყებაო, ძალიან ცუდ რაღაცეებს გიკეთებენო. ერთი "ნ" ამ ახალგაზრდა ქალის დედამთილია, ხოლო მეორე დედამთილის მეგობარი ქალი . . . იმ საღამოს საინტერესო რამეები ხდებოდა უბანში - მთელი უბნის ქალების "გრეხები" გაიასნდა - წამოაძახეს ერთმანეთს რაღაცეები . . .  ხოდა რამდენი "საქმე" გახსნა იმ ბოშამ . . . :rolf: და რით იყვნენ და ალბათ ახლაც არიან ჩემი მეზობელი ქალები დაკავებულები ... არა -  კარგად კი ვიცინე.:rolf:

 

თუმცა ე.წ. ციგანსკი გიპნოზის ბაზაბე დაშენდა ნლპ - ასე, რომ "იციან" საქმე ...

 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მომატყუე მომატყუე ბოშა ქაალო

თვითონ სიტყვა გეუბნება

                   

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share