Jump to content
×
×
  • Create New...

ჩაიდანის შიშინი


Houston
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
28 minutes წინ, Moor said:

ემალი არ აძვრეს მთავარია

ჰეჰ, ქართლში ერთი სოფელია, თავისი სიკვდილით მგონი არავინ კვდება მანდ , ამ სოფლის სასაფლაოზე ერთ-ერთ საფლავის ქვაზე ამოტვიფრული წარწერა გამახსენა ემალმა ...

ჩაინიკს ასდტყდა ემალი, - გემშვიდობებათ ჯემალი ... 

 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

ჰეჰ, ქართლში ერთი სოფელია, თავისი სიკვდილით მგონი არავინ კვდება მანდ , ამ სოფლის სასაფლაოზე ერთ-ერთ საფლავის ქვაზე ამოტვიფრული წარწერა გამახსენა ემალმა ...

ჩაინიკს ასდტყდა ემალი, - გემშვიდობებათ ჯემალი ... 

 

 

ეგ გამოთქმა გამახსენდა მეც. საიდან მოდის ხზ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 minutes წინ, Moor said:
3 minutes წინ, Moor said:

ეგ გამოთქმა გამახსენდა მეც. საიდან მოდის ხზ

 

სენიორ მურ, თუ არ ვცდები ამ ჯემალის , ცოლის ძმამ ემალიროვანი ჩაინიკი რეკა თავში და ის ემალიც მაშინ ასტყდა ალბათ წარწერაში რომაა მოხსენიებული :)

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/10/2023 at 10:51 AM, Houston said:

ვის გიყვართ? :perv:

ვგუჟდეეეებიიი

ერთ სამსახურში ერთი შტერი დამლაგებელი მყავდა, შემოვიდოდა და გამორთავდა და შტერი თვალებით მიყურებდა - დუღდა და ...

გაანებე თავი ასჯერ ათასჯერ მილიონჯერ ვუთხარი იდუღოოოს

არადა არა არ გაიგო, ეგ კი არა უაბშე არაფერი არ გაიგო და დამლაგებლები ზოგადად ყველა უჯიუტესი ხალხია, იმენნა დაგიქნევენ თავს და მაინც ყველაფერს თავისებურად გააკეთებენ

 

ჰოდა ჩაიდანი რო დუღს და აქეთ ტაფას ვადგავთ ზეთს მოვასხავთ ნელ ცეცხლზე და გვერდზე განიერ თეფშზე რამდენიე კვერცხს ლაწლაწ ტკაც ტყლაპ და ვურეეეევთ და ->

 

ვურეეეევთ თან ფაქიზად მარილს ვაყრით მორევისას და მხარზე პირსახოცი აუცილებელია მაგ დროს !!!

-თუკი რომ დაგაკლდაა ააალერსიიიი დილაოოო ჰოვ დილაოოოო

-ჩახედეეეე (აქ დაბოხებაა საჭირო) მეგოობაარს თვაალებშიიიი დილაოო ჰოვ დილაოოოოოო

 

-> ტაფა რო აილეწება და ატკაცუნდება აი მაგ დროს თხლად დაჭრილ პურს ფაქიზად ჩავდებთ გათქვეფილ მასაში და ზევიდან დავაწვებით რომ ჩაიძიროს

-ლხინში თუუ ბრძოლაშიიი მოგყვეებიიი მხარდამხაააარ

-დილაოოოო ჰოოოოვ დილაოოოოოოო (აქ უნდა შეჰკივლოთ!!!! )

 

-> და კვერხხით გაჟღენთილი პური გადაგაქვთ უკვე შიშხინა ტკაცანა ტაფაზე და ->

და მარილს კიდევ უფრო ფაქიზად ვაყრით, შეიძლება პილპილიც

->ჰოვ დილა ჰოვ დილააა რანინაააა

დილა ჰოოოვ დილაოოოოოო

 

ამ დროს ძალიან სწრაფად ჩაის ფერი ლიმონი ფინჯანში შხაპ ტყაპ შაქარი გემოვნებით და პარალელურად

კვერცხიან პურებს ვატრიალებთ

-> მეგობრის თვალებშიი მეგობრიის მეგობრიიის უბეშიიი

დაგვხვდებააა ნუგეშიიი დილააა ჰოოოვ დილაოოოოოოო (მაღალი ხმით !!!!)

 

ვიწყებთ ამოღებას თეფშზე და პარალელურად აქაფქაფებულ ჩაიდანს ვასხავთ ფინჯანში

 

და მსუბუქი მოძრაობით მხრიდან პირსახოცს იღებთ ხელებს იწმენნდთ იქვე დებთ და ერთ ხელში კვერცხიანი პურებით მეორე ხელში ქაფქაფა ჩაით ....    ოოვ ჰოოვ დილაააა ....

 

კიდევ ერთი დილა გათენდა

დიდება შენდა უფალო:bis:

 

 

ვერ ვარ კარგად დღეს დილიდანვე

 

დაამთავრე?

y4T2S1.jpg

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share