Jump to content
×
×
  • Create New...

შარშანდელ გეგმებს


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
On 12/8/2023 at 8:17 AM, დათვების მეგობარი said:
On 12/4/2023 at 12:07 PM, ნაკო said:

ყოველთვის ყველაფერი  გამომდის

ჰმ... სავარაუდოდ ძალიან მოკრძალებულ მოთხოვნებს უყენებ საკუთარ თავს და ცხოვრებას

თორემ წიგნებიდან და ტელევიზორიდან გვეცოდინებოდა შენი სახელი. მე რომ ყოველთვის ყველაფერი გამომდიოდეს, აქამდე დედამიწას სამოთხედ ვაქცევდი და უკვე მეზობელ პლანეტებს მივდგევოდი. მარსზე ერთ ტერაფორმირებულ ოაზისს ნაკრძალად გამოვაცხადებდი, შიგ  ტბისპირა ქოხს მოვაწყობდი და შენ გაჩუქებდი. შეიძლება მოლაპარაკე დელფინების ჯიშიც გამომეყვანა და იმ ტბაში გამეშვა. 

 

 

On 12/8/2023 at 11:17 AM, ASIA said:

შეიძლება რამე ისეთი მოხდეს, რაც კარდინალურად შეცვლის გეგმებსაც და მიდგომებსაც, ხოდა ყველანაირი მონახაზი უფასურდება. თუკი ეს რამდენჯერმე განმეორდა, უკვე იცვლი მიდგომას და  . . . შეიძლება უბრალოდ მიყვე დინებას. 

 როგორც ჩანს ემოციური მიჯაჭვულობა გქონდა გეგმებზე და მიზნებზე, ამიტომ გული აგიცრუვდა. იდეალში ყველა კიდურის ან ყველა ახლობელი ადამიანის დაკარგვამაც ვერ უნდა ამოგაგდოს ემოციური კალაპოტიდან. ერთი უნდა დაიფერთხო ტანსაცმელი იმ ანეკდოტის სვანივით და ახალი გეგმების დაწყობას შეუდგე, ამჯერად უკვე უხელფეხო ან უთვისტომო რეალობიდან გამომდინარე. 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/8/2023 at 11:45 PM, marguerite said:

მე რომ გეგმები ამერია, ამ წლის ბოლოს, მაგაზე რა ვქნა ;(

შენ გამო არ აგერეოდა სხვებმა ქნეს?

დასაჯე მარგოო

 

აუ ისე მეც ვერ ვიტან!

გეგმები მნიშვნელოვანია ცხოვრებაში!

ორგანაიზერი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს მქონდა, ახლაც არ შემიძლია ამის გარეშე :givi: 

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share