Jump to content
×
×
  • Create New...

ვინაა თანახმა


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
9 minutes წინ, ნაკო said:

35 gverdi chamaze ilaparaKET?

მე არა

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, t-90 said:

ეგ რანაირად დაანგრიეს? სეროზული შარკუტერიის ოთახი ჰქონიათ მოწყობილი.

უმაგრესი რამე ყოფილა.

მართლაც .... მატრაკვეცა თბილისელებმა დაანგრიეს - ერთ ადგილზე ბზარი გაუჩნდა, ხოდა შეკეთების ნაცვლად დაანგრიეს, არადა ქვებს შორის ალიზი გამოიყარა სავარაუდოდ დაზიანებული კრამიტების გამო წყალი ჩამოდიოდა, ხოდა დამინგრიეს ჩემი ლამაზი პაწია სახლი ...დედაჩემის დედის ოჯახში იყო და მე რა უფლება მქონდა  . . . რომ შეხედავდი პატარა უგუმბათო ეკლესიას გავდა . . . საუკუნეზე ბევრად მეტის იყო როცა დაანგრიეს . . . წამოჭიმეს რკინაბეტონის უშველებელი მახინა და  . . .

 @Harrow

 

2 საათის წინ, Harrow said:

სენიორა ზუსტი რეცეპტურა იქნებ გაგვირკვიოთ და დაგვიწეროთ?

ახლა ვკითხე დედას - როგორც დაიკვლება ღორი, ეგერევე ცხელს დასერავენ და ბლომად ქვამარილით ამოავსებენ დასერილ ადგილებს. მოკლედ მარილის საფარშია გახვეული ხორცი მლიანად. ჩაალაგებენ რამდენიმე კვირა დახურულ ჭურჭელში, რომ თავისივე წვენი გაუშვას. ბლომად წვენი რომ შეუდგება, ამოიღებენ და მარილწყლით ჩამორეცხავენ და გააშრობენ, ამის შემდეგ ისევ ამარილებენ ცოტათი, ჩაალაგებენ ჭურჭელში და ასევე ქვამარილით გაკეთებულ მარილიან წათხს დაასხამენ - წათხისთვის წყალი უნდა მოდურდეს და მდუღარეშივე იყრება ქვამარილი, ისე, რომ  კარგა მლაშე იყოს წათხი, მერე აცივებენ წათხს და ცივს ასხამენ. ხორცმა ტივტივი რომ არ დაიწყოს, გარცხილ -მარილწყლიდ დამუშავებული რიყის ქვები უნდა დაალაგო ზემოდან. არანაირი სუნელები არ უნდა და არც დაფნაო.

წათხში შენახული იმდენხანს არ ინახება, როგორც მარილში შენახული. შეიძლება ამოკიდო და გამშრალი ხორცი იქნება.

 

ჩვენ სახლში ცოტა სხვანაირად ვაკეთებთ- წათხის ნაცვლად ისევ ვამარილებთ და საუკეტესოა. ანუ შეყენებულ სითხეს მოვაშორებთ, გავასუტავებთ და ისევ ვამარილებთ. ზაფხულში არის საუკეთესო.

ხორცი დიდხანს არ უნდა გააჩერო თავისავე გაშვებულ წვენში - ოდნავ თბილი ამინდიც კი ცუდად მოქმედებს და უსიამოვნოა სუნიც და გემოც .

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@ASIA

23 minutes წინ, ASIA said:

ზაფხულში არის საუკეთესო.

ეს ვერ გავიგე სენიორა

ზაფხულშია საუკეთესო რას ნიშნავს?

 

ტექნიკა რაც აღწერეთ იმეორებს რაც მინახავას იტალიური რეცეპტები , პრინციპში ეგაა რა კი,

დღეეების რაოდენობაა დასაზუსტებელი ხორცის მასაზე რამდენი დღე სითხის გამოსადევნად რამდენი გამოსაშრობად და ბოლოს რამდენი უნდა დაიკლოს კარგად გამოყვანილმა ხორცმა პირვანდელი მასიდან.

 

 

Edited by Harrow
Share on other sites

21 minutes წინ, Harrow said:

ზაფხულშია საუკეთესო რას ნიშნავს?

ანუ თუ ზაფხულამდე არ შემოგეჭამა, დიდხანს მარილში ყოფნის შემდეგ გასაოცარ გემოს იღებს.

ერთ წელს მამას ბევრის ჩადება მოუვიდა და შემოდგომაზეც გვქონდა და იყო მარანში ტაშფანდურა.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, ASIA said:

მარანში ტაშფანდურა

კარგი რამეა :dubidubidu:

თონეზე ტაშ-ფანდურაც გადასარევია

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

კარგი რამეა :dubidubidu:

თონეზე ტაშ-ფანდურაც გადასარევია

საარყე ქვაბთანაც :yeah:

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

24 minutes წინ, Harrow said:

დღეეების რაოდენობაა დასაზუსტებელი ხორცის მასაზე რამდენი დღე სითხის გამოსადევნად რამდენი გამოსაშრობად და ბოლოს რამდენი უნდა დაიკლოს კარგად გამოყვანილმა ხორმა პირვანდელი მასიდან.

შარშანწინ გვყავდა ღორი და პირადად მე გავაკეთე - რადგანაც არ მქონდა შესაბამისი თიხის ჰერმეტული ჭურჭელი, ჩავალაგე პლასმასის ათლიტრიანებში. ჭურჭლის ძირი დავფარე მარილით და დასერილ-დამარილებული ხორცის ნაჭრები ჩავალაგე და თავზეც დავაყარე, შეიძლება არც უნდოდა, მარა მე მაინც დავაყარე. ღორი დავკალით ალბათ საშობოთ, სადღაც შუა თებერვალში ან თებერვლის ბოლოსკენ საკმაოდ სითხე შეიყენა - თითქმის ნახევრამდე ან ცოტა ნაკლები. ამოვიღე, გავასუფთავე ის ნაჭრები, რომლებიც დაბლა ელაგა და სითხე შეუდგა, ზრდა ნაჭრებს არ ჭირდება. ის გასუფთავებულები ისევ დავამარილე.  ახალ მშრალ ძირზემარილმოყრილ ათლიტრიანში პირველად ჩავალაგე ზედა ფენებზე აღებული ნაჭრები და ცოტა მარილი ისევ წავამატე, ბოლოს დავალაგე გასუფთავებულ -დამარილებული ნაჭრები, ტავზე ისევ მოვაყარე მარილი და დავაფარე თავი.

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share