Jump to content
×
×
  • Create New...

გრიგორიანცი , თეოლოგცი


რედაქცია
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, marguerite said:

@რედაქცია

ღმერთიც იყო და კაციც

 

 

თუ დაინტერესებული ხარ, კონკრეტულად ამაზე არა, მაგრამ მიახლოებულია და ერთი რაღაცის მოსმენას გირჩევ

ჩააგდე აბა, იქნებ ოდესმე მოვისმინო :)

 

 

ონლაინ, t-90 said:

ხოდა ამაშია საქმე.

სომხები იძახიან არავო.

თუ არაო, მაშინ რატომ იძახიან იმას, რომ ხრწნადია მისი სხეულიო? :spy:

 

მუსულმანებზეც გეცოდინებათ ალბათ საქართველოში მინიმუმ როგორი უარყოფაა და ურჯულოებს ეძახიან, მაგრამ ღმერთს აღიარებენ.

ძაან დიდი თემაა, დრო და დიდი სურვილი რომ მქონდეს, ჩავურღმავდებოდი ამ ზღაპარებს :lool:;)

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, რედაქცია said:

თუ არაო, მაშინ რატომ იძახიან იმას, რომ ხრწნადია მისი სხეულიო? :spy:

აურიე რაღაცა. 

ანუ ქრისტეს სხეული ნელსაცხებლებიც მაგიტომაც ცხეს

იმიტომ რომ აღდგომამდე და ამაღლებამდე კაცი იყო ჩვეულებრივი.

21 minutes წინ, რედაქცია said:

 

მუსულმანებზეც გეცოდინებათ ალბათ საქართველოში მინიმუმ როგორი უარყოფაა და ურჯულოებს ეძახიან, მაგრამ ღმერთს აღიარებენ.

ძაან დიდი თემაა, დრო და დიდი სურვილი რომ მქონდეს, ჩავურღმავდებოდი ამ ზღაპარებს :lool:;)

მუსულმანები რა შუაშია? :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, t-90 said:

აურიე რაღაცა. 

ანუ ქრისტეს სხეული ნელსაცხებლებიც მაგიტომაც ცხეს

იმიტომ რომ აღდგომამდე და ამაღლებამდე კაცი იყო ჩვეულებრივი.

მუსულმანები რა შუაშია? :D

რელიგიას მოვაყოლე, ჩვენგან განსხვავებულ რელიგიებს ;)

 

გასაგებია, ხო.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, რედაქცია said:

ურჯულოებს ეძახიან

ისინი გვეძახიან .... და მათი გადმოსახედიდან სწორადაც . . .  

რეალში "ურჯულოები ვართ", უფრო სწორად ასე იყო გეგმაში - თავისუფლების რჯულია ჩვენი რჯული კიარადა წესით უნდა იყოს. . .  მარააა ვინ გეიგებდა ახლა "თავისუფლებას" რელიგიაში და საერთოდაც თავისუფლებას . . .  ხოდა მოგვეცა ის,რასაც ვიგებდით!

 

ოხდა ისე, რომ ერთ ადგილას ლოცულობდა, და როცა დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს.

 

ხოდა თავად თხოვეს მოწაფეებმა და იესომაც მისცათ ლოცვა, რადგანაც ითხოვდნენ!

@kvipriane

მგონი ასეა ....
 

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, ASIA said:

და მათი გადმოსახედიდან სწორადაც . . . 

მთავარი გადმოსახედი არაა; ყველას გადმოსახედი სხვადასხვაა ისევე როგორც სიმართლე; ყველას თავისი აქვს 

მთავარი - ჭეშმარიტებაა !!! ; რომელიც ერთია !!!

გარკვეული ნაწილი ამ ჭეშმარიტებისა მტკიცდება კიდეც ; გარკვეული რწმენის საკითხია ...

2 საათის წინ, ASIA said:

@kvipriane

მგონი ასეა ....

რაც შეეხება ქრისტეს და საერთოდ ქრისტიანობას ...

რათქმაუნდა ქრისტიანობაა თავისუფლება და ქრისტე თავისუფლების დესპანი !!!

ნამდვილი ლიბერალიზმი ქრისტიანობაში დევს ; ქრისტიანობაში როგორ ზის ლიბერალიზმი ეს უნდა ისწავლო რომ ეს იცოდე და კიდევ - გონება გინდა რომ ჩასწვდე სიღრმეებში ; - ეს კი ყველას არ აქვს   ... ამიტომაა რომ პირდაპირი დასხივებითი ლიბერალიზმი გვაქვს ; მაგალითად ლგბტ ან ქალი არ უნდა შეავიწროვო და არ უნდა  სცემო   - ეს ცუდია ; დიახ მაგრამ საერთოდ რომ არ უნდა შეავიწროვო არავინ და არ უნდა სცემო ამას არ გეუბნებიან ??? - და მესმის მათი; ამას ქრისტიანობა ამბობს და მაშინ ბიბლიით ხელში უნდა იარონ  :D

ადამის შემდეგ და ვიდრე ქრისტემდე კაცობრიობა ცოდვით იყო შებოჭილი რადგან ღმერთთან გაწყვიტეს კავშირი; უკლებლივ ყველა ადამიანზე გადადიოდა ადამის და ევას ცოდვა და რაგინდ დიდი; ყოვლისმომცველი და საამაყო სიკეთეც არ უნდა ჩაედინა ადამის ძეს მაინც ჯოჯოხეთში ეშვებოდა ; ასეთია ადამიანური სიქველის ძალა და მთელი კაცობრიობის (ერთად აღებული თუნდაც) სათნოებათა ფასი !!! მას ღმერთამდე აყვანის შესაძლებლობა არ გააჩნია; მიწიერია და მიწაშივე ბრუნდება (ჯოჯოხეთში) ; "შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთადო" - ძველი აღთქმის პატრიარქი იაკობი ამბობს ამას თავისაა და თავისი ძის იოსების შესახებ ...

ყოველივე ეს გამოიწვია ღმერთთან კავშირის დარღვევამ ...

იმისათვის რომ აღდგენილიყო კავშირი ადამიანისა ღმერთთან ; - ანუ ცხოვნებისათვის (ესაა ცხოვნება - ღმერთთან კავშირში ყოფნა) აუცილებელი გახდა გამოხსნა; გამოსყიდვა. ადამიანთა მოდგმის გამოხსნა ; გამოსყიდვა მოხდენილ იქნა არა ანგელოსის ან მთავარანგელოსის და ან კიდევ რომელიმე სხვა უმაღლესი მაგრამ სასრული  და შექმნილი არსების მიერ ; არამედ - თვიიით უსაზღვრო ღმერთის მიერ !!! 

სიკვდილით დასჯა - მთელი კაცობრიობის ხვედრი - შეცვლილი იქნა მისი სიკვდილით დასჯით !!!

კაცობრიობის დამსახურებათა სიმწირე  - შეცვლილ იქნა მისი უსაზღვრო ღირსებით !!!

ადამიანის კეთილი ; მაგრამ თავისი კაცობრივი წარმოშვების გამო უძლური და ჯოჯოხეთად დაღმავალი ქველი საქმეები - შევცლილი იქნა ერთადერთი !!! ვიმეორებ - ერთადერთი ძალმოსილი კეთილი საქმით : - ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენით !!! 

როგორც კი ადამიანი იწამებს ქრისტეს და ჩასწვდება ქრისტიანობას - ხდება თა-ვი-სუ-ფა-ლი !!! 

რაც ზემოთ მოვყევით ; ამ რწმენით გაკეთებული; ჩადენილი საქმეებია მაცხოვნებელი  !!!

ყოველიზე ზემოთთქმულის გამო ვერ ვიქნებით ურჯულოები სენიორა ; ურჯულო ისაა ვინც ჭეშმარიტებას არ იღებს და  ვისაც ყოველივე ამის არ სჯერავს - რადგან ესაა ჭეშმარიტება და იგი მხოლოდ უზენაესშია და სხვაგან არსად !!! 

"იყო ნათელი ჭეშმარიტი !!" - იოანეს სახარება თავი პირველი ...

 

 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

კარგი თემაა. მეტი განათლება რომ მქონდეს ამ საკითხში და ასევე გამოცდები წინ არ მქონდეს, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი :)

ყოჩაღ თემის ავტორს და მპოსტავებს :)

 

Share on other sites

1 საათის წინ, kvipriane said:

რაც შეეხება ქრისტეს და საერთოდ ქრისტიანობას ...

რათქმაუნდა ქრისტიანობაა თავისუფლება და ქრისტე თავისუფლების დესპანი !!!

ნამდვილი ლიბერალიზმი ქრისტიანობაში დევს ; ქრისტიანობაში როგორ ზის ლიბერალიზმი ეს უნდა ისწავლო რომ ეს იცოდე და კიდევ - გონება გინდა რომ ჩასწვდე სიღრმეებში ;

:yeah::up:

 

1 საათის წინ, kvipriane said:

როგორც კი ადამიანი იწამებს ქრისტეს და ჩასწვდება ქრისტიანობას - ხდება თა-ვი-სუ-ფა-ლი !!! 

:up:

Share on other sites

  • ფორუმელი
On 11/16/2023 at 4:37 PM, ASIA said:

@kvipriane

მგონი ასეა ....

რაც შეეხება ისლამს ... 

... 7-ე საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვანი მოვლენები გავნითარდა ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ რც 572 წელს ირანმა დაიპყრო იემენი სასანიდური შაჰინშაჰების პოლიტიკის შედეგად; რომელიც მიზნად ისახავდა მონოპოლია შეენარჩუნებია ჩინეთიდან და ინდოეთიდან ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში აბრაშუმისა და სხვა საქონლის იმპორტზე; ფუნქციონირება შეწყვიტა მექასა და იემენზე გამავალმა სატრანზიტო-სავაჭრო გზამ ინდოეთიდან ბიზანტიაზე.

აღნიშნულმა გზამ ირანის შუაფგულში გადაინაცვლა; რამაც თავის მხრივ არაბეთის ეკონომიკაზე ფრიად უარყოფითად იმოქმედა; კერძოდ მექასა და იემენის საშუამავლო ვაჭრობაზე ; ბედუინთა ტომები რომლებიც შემოსავალს იღებდნენ ამ საქარავნო ვაჭრობისაგან - სავაჭრო ქარავნები მათგან მარაგდებოდა აქლემებით; გამყოლებით და მცველთა რაზმებით - მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ.  ბერი მათგანი მექის მოქალაქეთა ქარჩინებული ფენის მოვალედ იქცა. არაბული საზოგადოება კრიზისმა მოიცვა.- სწორედ ამ მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებისას დაიბადა იდეა საგარეო დაპყრობითი ომების შესახებ სირია-ირანზე გამავალი გზების ხელში ჩასაგდებად. ამისათვის საჭირო იყო არაბეთის პოლიტიკური გაერთიანება; რომელიც შესაძლებელია განხორციელებულიყო ერთიანი მონოთეისტური რელიგიის მეშვეობით; რომელიც გააერთიანებდა ყველა არაბს და დიდი დაპყრობითი ომის საფუძველი გახდებოდა.

ეს იდეა განხორციელდა 7-ე საუკუნის 20-იან წლებში და მისი ინიციატორი გახლდათ - მუჰამედი ; რომელსაც საწყისი ცოდნა საკუთარი ცოლის ბიძისაგან ქონდა მიღებული; რომელიც ნესტორიანელი ქრისტიანი გახლდათ ... - "ნესტორას ბჭები" გახსოვთ სენიორა ??? :D 

მაშ ასე ; :ნესტორას ერთ-ერთი ბიჭის მომზადებულმა და საფუძველჩაყრილმა პატივცემულმა მუჰამედმა - მექასა; ჰიჯაზსა და მის მახლობლად მობინადრე არაბი ტომების ცენტრში ახალი მონოთეისტური რელიგიგიის - ისლამის ქადაგება დაიწყო. მუჰამედმა რომელიც თავს ღვთის; ალლაჰის მოციქულად და წინასწარმეტყველად  აცხადებდა; თავის მომხრეებთან და თანამოაზრეებთან ერთად შეძლო დიდი გავლენა მოეპოვებინა და სისხლიმღვრელი შინაომების შინაომების შედეგად ისლამის დროშის ქვეშ შეეკავშირებინა მანამდე განცალკევებული არაბული ტომები. მან შექმნა თეოკრატიული სახელმწიფო რომლის პირველი მეთაურიც თავად გახდა; ხოლო 632 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფოს სათავესი ჩაუდგა მუჰამედის ერთგული თანამებრძოლი აბუ-ბაქრი; რომელიც ქვეყანას მართავდა როგორც "ხალიფა" ანუ მუჰამედის  მოადგილე. ასე დაიმკვიდრეს ახალი არაბული სახელმწიფოს მეთაურებმა ეს ტიტული; ხოლო თვით ქვეყანას ამიტომ უწოდებდნენ "ხალიფატს" ანუ "სახალიფოს".

ახალმა წარმოქმნილმა სახელმწიფომ დაიწყო ფარტომასშტაბიანი ომები მეზობელი სასანური ირანისა და ბიზანტიის წინააღმდეგ; რომლებიც ერთმანეთთან ბოლო წლების გამოდმებული ომებით ძლიერ დასუსტებულები იყვნენ.

უკვე პირველივე ხალიფას აბუ-ბაქრის დროს დაიწყო ერთდროული საომარი მოქმედებები ორივე მიმართულებით ; როგორც ირანის ისე ბიზანტიის წინააღმდეგ. 633 წელს არაბული ლაშქარი ერაყში (ტიგროს-ევფრატის შუამდინარეთი) შეიჭრა. ხოლო 4 წლის შემდეგ 637 წელს  ტიგროსის პირას მდებარე ქალაქ ქტეზიფონში შევარდა ; რომელიც სასანური ირანის დედაქალაქი გახლდათ. 652 წელს არაბებს მთელი ირანი დაპყრობილი ჰქონდათ და ინდოეთის საზღვრებამდე იყვნენ გასულნი :) 

634 წელს ისინი იწყებენ ლაშქრობას სირიაში; სადაც სპარსელთა ხანგრძლივი ოკუპაციის შემდეგ ; ანტიოქიაში მყოფი ჰერაკლე კეისარი ის-ის იყო აწესრიგებდა მდგომარეობას. მაგრამ 636 წელს მდ.იორდანეს მახლობლად არაბებმა სასტიკად დაამარცხეს ბიზანტიელთა ლაშქარი. ჰერაკლე კეისარმა იმედი დაკარგა სირიის დაცვისა და დატოვა ნატიოქია. 

არაბები კი შესაშური სისწრაფით; ცეცხლითა და მახვილით აფართოებდნენ ბატონობის ასპარეზს; შეუჩერებლივ მოიწევდნენ წინ და სულ მოკლე ხანში კავკასიასაც მოადგნენ .....

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share