Jump to content
×
×
  • Create New...

მინდა


ფორთოხალი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@რედაქცია

საპასუხო იყო ხოლმე ჩემგან, მე არ გიწვევდი

 

პ.ს. ნებისმიერი ფეხსაცმელი წლები მიძლებს

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ხალხს როგორ ატყუებენ.

 

ერთი ტიპია, ტანსაცმელები და ფეხსაცმელები ჩამოჰქონდა 

და იტალიაში შეუკვეთა ჩინელების ქარხანას თუ სწორედ მახსოვს 10 ევროიანი ფეხსაცმელები და მაღაზიაში 500 ლარად ყიდიდა, რადგან კონკურენტი არ ჰყავდა, ანალოგი არ იყო აქ.

ოღონდ მაგ ქარხანასთან მინიმუმ 1000 შეკვეთა იყო სავალდებულო

ყველა გაყიდა :lool:

Edited by რედაქცია
Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, marguerite said:

პ.ს. ნებისმიერი ფეხსაცმელი წლები მიძლებს

:bis:

.ნუ ფეხსაცმელსაც გააჩნია, კორსო იტალიაში როა ლამაზი მაგრამ ერთდღიანები ეგ არ ვიცი

მაგრამ ზოგადად ერთი დღე რომ ჩაიცმევ, მეორე დღე უნდა დაასვენო, რომ გამოშრეს და ძლებს ბევრად დიდხანს 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, რედაქცია said:

10 ევროიანი ფეხსაცმელები და 500 ლარად ყიდდა

ფასდაკლებების გარეშე ლამის აღარაფერს ვყიდულობ და ბუწიკებს სათოფეზე არ ვეკარები

ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ნორმალურს ვარჩევ და არასდროს მიფუჭდება, ზოგი სულ წუწუნებს, ერთი სეზონი ძლივს მიძლებსო

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, marguerite said:

ფასდაკლებების გარეშე ლამის აღარაფერს ვყიდულობ და ბუწიკებს სათოფეზე არ ვეკარები

ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ნორმალურს ვარჩევ და არასდროს მიფუჭდება, ზოგი სულ წუწუნებს, ერთი სეზონი ძლივს მიძლებსო

დედაჩემია ეგრე

წლები აცვია ფეხსაცმელი. მგონი თქვენ ჰაერში დაფრინავთ. აბა რანაირად მაგრად მიკვირს.

 

მე თუ ხარისხიანს არ ვყიდულობ, ფჰჰჰ ორ ჩაცმაში გადასაგდებია

ბუკვარულად ორ ჩაცმაში, რას ვუშვრები ეგეთს არ ვიცი მარა ბავშვობიდან სულ მაგაზე მეჩხუბებოდნენ რკინის ქალამნები უნდა გიყიდოთო :lool:

აი თუ ხარისხი არ ნიშნავს არაფერს, რანაირად მაცვია ადიდასის გაზელები 3 წელია და ლევისის ერთი მოდელი სამი თვეც არ მეყო? ლევისის მეორე მოდელი ვაფშე სამ ჩაცმაში გადატყდა ტყავი. ჰოდა ფეხსაცმელზე არასდროს ვზოგავ რა. 

160 დოლარიანი მოდელი გუშინ ადიდასიდან 65  დოლარად გამოვწერე, კლუბის წევრი ვარ და საკაიფო ფასდაკლებები მაქვს ხოლმე. რო დავინახე მეთქი შეე მაააიიმუუნო. ისიც ზუსტად ვიცი წლები მეყოფა. ცოტა ესკიმოსი მოდელია მარა ძააალიან მომწონს :lool: ჩემ დიდ დუტის ქურთუკში იმენა პინგვინივით ვივლი ზამთარში სამსახურში :lool:

ფეხსაცმელზე და ჩანთაზე არ უნდა დაზოგო რა. ხარისხი ჩანს და პლუს ხარისხი მიგყვება დიდ ხანს. მარა გონივრულობის ფარგლებში, რაღაც ფასის ზემოთ უკვე სუფთა მარკეტინგია და უნდა მიხვდე მაგ ზღვარს.

აჩკიპასი არ იყოს ათდოლარიანში რო 500 გელას გადაიხდი ეგ ხარისხი არაა, ეგ სიგოიმეა. 

ტომ ფორდის თვალის ჩრდილები მომწონს, არ ვიყენებ მარა ისეთი პალიტრაა მეთქი დავტესტავ ცხოვრებაში პირველად ვიყიდი თვალის ჩრდილებს და კაი მინდა იყოს. 90 დოლარი ღირს. ჰო და დავფიქრდი 2 გრამ მასალაში უნდა გადავიხადო 90 დოლარი. მარკეტინგია აბა რა მაგათ დედებს რო ისა! ჰო და არ ვიყიდი :mad:

ბაჩიებს არ ვიყიდი თქო და ბოლო ორ კვირაში ორი გამოვწერე და შინდისფერ კაკუნებსაც იგივე ელით სავარაუდოდ იქეთ კვირაში. ვაფეისპალმებ საკუთარ თავს :facepalm: 

 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Mulan said:

ფეხსაცმელზე და ჩანთაზე არ უნდა დაზოგო რა. ხარისხი ჩანს და პლუს ხარისხი მიგყვება დიდ ხანს. მარა გონივრულობის ფარგლებში, რაღაც ფასის ზემოთ უკვე სუფთა მარკეტინგია და უნდა მიხვდე მაგ ზღვარს.

 

2 საათის წინ, Mulan said:

რაღაც ფასის ზემოთ უკვე სუფთა მარკეტინგია და უნდა მიხვდე მაგ ზღვარს.

:yes:

 

Share on other sites

  • ფორუმელი
11 საათის წინ, ფორთოხალი said:

მინდა

https://voca.ro/13nq7cnGfDKd

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Mulan said:

დედაჩემია ეგრე

წლები აცვია ფეხსაცმელი. მგონი თქვენ ჰაერში დაფრინავთ. აბა რანაირად მაგრად მიკვირს.

გოგო, რაც კი მიყიდია, ყველაფერი მიძლებს, სკოლის ფეხსაცმელიც კი მქონდა და წელს გავათავისუფლე კარადა

3 საათის წინ, Mulan said:

ფეხსაცმელზე და ჩანთაზე არ უნდა დაზოგო რა. ხარისხი ჩანს და პლუს ხარისხი მიგყვება დიდ ხანს. მარა გონივრულობის ფარგლებში, რაღაც ფასის ზემოთ უკვე სუფთა მარკეტინგია და უნდა მიხვდე მაგ ზღვარს.

მე სულ ფასდაკლებით ვყიდულობ, საწყის ფასს არასდროს ვიხდი, 50% აუცილებლად გამომდის ხოლმე და კი მიღირს, თან რაღაც საოცარ ფასებსაც არ ვიხდი, თან ვიცი, რომელი ბრენდი მომწონსმ აისიარის ვაგაბონდმა ისე გამიცრუა იმედი, სანდლები ვიყიდე და ვერ ჩავიცვი, სიშავე გასდის საშინლად, არ ეკადრებათ ეგეთი რაღაც

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share