ფორუმელი რედაქცია Posted 28 ოქტომბერი, 2023 Posted 28 ოქტომბერი, 2023 ერთი ძალიან ჯიგარი ადამიანი იყო. თავიდან მხოლოდ ლოთობდა, ყველას მოაბეზრა თავი 2 ლარი ხომ არ გაქვს თემით, უბრალო გამვლელი იყო შეიძლება ითქვას. მერე დაიწყო მუშაობა, წვალობდა, გარშემო ყველას შეაყვარა თავი თავისი საქციელებით. ცოტა სიტყვა მწარე იყო, მაგრამ დამუღამება უნდოდა. მეც უამრავჯერ დამხმარებია. რაც არ უნდა მეთხოვა შანსი არ იყო. ნუ ადამიანების შეწუხება არ მიყვარს, მაგრამ ზოგადად არაფერზე იტყოდა უარს შეიძლება ითქვას, თუ არ შეეძლო მიდგებოდა - მოდგებოდა, სახეზე მაინც დაეტყობოდა მწუხარება. 45 წლამდე აგერ უკვე ცოლის მოყვანასაც აპირებდა, ამოვიდა ნელ - ნელა წუმპედან. ხანდახან ავამდა ხოლმე და კბილის დაჩირქების გართულებით დაიღუპა. სისხლი მოეწამლა ალბათ, ზუსტად არ ვიცი. ძალიან სევდიანი დილა იყო, ჩემთვის, ჩუმად ცრემლებიც წამომივიდა იმ ადგილზე რომ გავიარე და აღარ მომესალმება, უამრავი გეგმა კიდევ გასაკეთებელი დარჩა. ვერ გაიხარა ამ ცხოვრებაში. სამაგიეროდ უდიდესი სიყვარული დატოვა, ეს მოახერხა. აუ რა საშინლად ვარ ორი დღეა თითქოს რაღაც ჩამწყდა. 1 Share on other sites More sharing options...
X_Ray Posted 31 ოქტომბერი, 2023 Posted 31 ოქტომბერი, 2023 კვალი დაუტოვებია ❤️ სხვა რაღა უნდა ინატრო? გაანათლოს უფალმა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი რედაქცია Posted 31 ოქტომბერი, 2023 Author Posted 31 ოქტომბერი, 2023 40 minutes წინ, X_Ray said: კვალი დაუტოვებია ❤️ სხვა რაღა უნდა ინატრო? გაანათლოს უფალმა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა