Jump to content
×
×
  • Create New...

ელიზაბეთ წერეთლის კარის ქრონიკები


X_Ray
 Share

Recommended Posts

არ ითხოვ ნამეტანს...
პრინციპში, არც არაფერს ითხოვ...
რაღაცნაირი ჩერჩეტელა ხარ, არაფერს რომ არ ითხოვს და მაგიერში არც გასცემს...
თუ ასეთ, წელიწადში ერთხელ გამომზეურებას არ ჩავთვლით...

ჯერ ხო ვიბანავე ამ სითბოში...
მერე, ვიფიქრე არ მეყოფა-თქო და სიზმარში დაგპატიჟე...

შუადღეა ვითომ და მე მაინც მოვახერხე დაძინება...
შენ უნდა მოსულიყავი და სხვა რა გზა მქონდა smile.gif


ელიზაბეთ წერეთლის სასახლის წინ ვზივარ, რელსებზე...
ბოლო გაჩერებაა...
ოცი წელია მატარებელს არ ამოუვლია...
შენ მოდიხარ ჩითის სარაფანით...
ქარი ურცხვად გიფრიალებს კალთებს...
ზრდილობის გულისთვის მაინც ჩაგეცვა რამე...

გვერდზე მომიჯექი და ...

- წამოდი!
- იქნებ, ჯერ დაგესხა?
- დასხმა მდომოდა, ჩემთან მოხვიდოდი... ადექი ახლა, რომ გელაპარაკები...
- ?!?!?!
- ნუ მეპრანჭები... აეთრიე და წამოდი...
- სად?
- კაცი შენ ხარ თუ მე? მე რა ვიცი სად?! შენ მოიფიქრე...
- აქ რითია ცუდი ადგილი? თუ მოხვედი, ცოტა ხანსაც გაჩერდი...
- რელსებს ვერ ვიტან. ცუდი წინათგრძნობა მაქვს...
- ჩემზე ნერვიულობ? ვერ ვიფიქრებდი...
- აუ, ახლა აეთრიე და გვერდზე გადმოდი, თორე შენ მოგიდღნავ იმ სულელ დარაიას... საიდან სად მოვედი და თან რომ მახვეწნინებს, ნაბიჭვარი ეს...
შენ ენაზე ნათქვამი ხომ გაიგე? ააჯვი და გადააჯვი ახლა ამ რელსებიდან, შენი ანა კარენინა დედა მოვდღან...
- და მეტი არ ვნახო, შენ სიზმარში დამპატიჟო, თორე ეს მონაგონი იქნება


ისეთი ლამაზი იყავი ❤️

მერე ადგილის დედას გავძახე...

- ლიზა დეიდა, რამე დავაშავე?
- არაფერი შვილო, მარა თუ კიდე მოგინდება ამ ქერა ნაშის დაპატიჟება, სხვიტორში აკაკისთან დაპატიჟე.. ისიც წერეთელია... თან გეეხარდება... საუკუნეა სტუმრები არ ჰყოლია...
მარა, ჩემთან, ძაან თუ არ გაგიჭირდა - არ დოუძახო...


რამფერი სიყვარული გცოდნიათ ამ ცხრა ნომერ გლეხებს, შემშურდა პირდაპირ...

- ლიზა დეიდა, დაგვლოცე...
- შენ სულ დალოცვილი მყავხარ. შენს გარდა არავის ვახსოვარ მაინც...

- ამას არა?!
- ჩემ ეზოში რომ ჩამოვა, ვიფიქრებ მაგაზე, მარა...
- რა, მარა?
- დაგტანჯავს... ან თვითონ იქნება უბედური შენს გვერდით. შენ ხომ არ გინდა, უბედური იყოს?
- არა მარა...
- არა მარა არ უნდა მაგას... არაა ეგ გოგო შენი და რაც ადრე მიხვდები, მით უკეთესი...
- ლიზიკო დეიდა, რომ მიყვარს? ნუთუ ჩემი სიყვარული ორივეს არ გვეყოფა?
- რა გითხრა შვილო... ჩამოვიდეს და მერე ვილაპარაკოთ...ისე კი, სჯობს არ ჩამოვიდეს...
- ვერ გაგიგებს მაინც...

- ცოტა ადრე რატომ არ დაიბადე, ბიჭო?! cry.gif

მერე გამეღვიძა...
მერე აქ გადმოვიტანე, შენთვის რომ მომეყოლა...
მერე დავფიქრდი და გული მეტკინა...
ჩვენ ყველა ისტორიას ასეთი სევდიანი დასასრული რატომ აქვს? sad.gif

 

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   175 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 175 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(4)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(2)