Jump to content
×
×
  • Create New...

ძუკნა, როგორც ასეთი


X_Ray
 Share

Recommended Posts

ტანს გეტმასნება სველი ალერდი

ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს

და აზიდული მაღალი მკერდით

მიეფინები მწვანე ეზოებს.

დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი

და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.

გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -

და ატევრილი, სხეულმზიანი,

როგორც ავაზა

შენ ტანმხურვალი

დაეძებ კუროს -

რომ დაგიურვოს...

გხედავ და ვიცი: შენი კუნთები

დათესლილია ჩემი სურვილით.

წამოვიწევი... შენ გაბრუნდები

გადალეწილი მხეცის წყურვილით -

და გავარდები...

დაგედევნები...

თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:

შენი ვარ შენი, მოდი "გევნები"

მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს

აგიყვან ხელში

და გადაგისვრი დიდ საწნახელში -

რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად

მწიფე მტევნები...

მაგრამ თვალები -

თვალები - თვალები: -

უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.

ათასი ქალი და ყველა მრუში.

აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი.

გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.

არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.

თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.

იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.

ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა

და შენი თმების წითური მორგვით

მიგაკრავ მაგრად

ცხენის ძუაზე...

მაგრამ თვალები -

თვალები - თვალები:

ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.

რა გიყო მე შენ, უძღებო ხასავ?!

ნელი და ტკბილი

ქვემეფინები - 

რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.

ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.

მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.

აგამზეურებ როგორც შუბის ტარს

ირუბაქიძის

და ერთხელ კიდევ

გასუდრულ მტევანს

გაგშოლტავ ლოშნით ...

Share on other sites

15 საათის წინ, სამურაი said:

თქვი მუტელი და ვსო

რა საჭიროა ამდენი ტვინის ბურღი

შენ იქნებ გველის პერანგობაც დამაბრალო :lool:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share