X_Ray Posted 7 აგვისტო, 2023 Posted 7 აგვისტო, 2023 დაიწყო პირადი ჯოჯოხეთის 24 საათის ათვლა... როგორ მინდა, ხელი შემაშველო... ერთად ყველაფერს შევძლებთო, მაგრამ არ იზამ... ერთი სული გაქვს, როდის ჩავძაღლდები, რომ შვებით ამოისუნთქო არ გამოვა... "- რას ვერჩოდი ამ პატარა ბიჭს, რატომ არ შევიშნე ლამას ფეხუცებთან დაგდებული ბედნიერებაო" - მანამ არსად წავალ... აუცილებლად მოვესწრები ამ სიტყვების მოსმენას... შემიძლია ლოდინი, იცი შენც... სადაც ხუთი წელი სიცოცხლეს გიმწარებდი, იქ ორმოცდაათსაც დავიცდი... ჭაღარა გახდები. ლამას თვალებთან ლამასი ნაოჭები გაგიჩნდება... გაიხედ-გამოიხედავ და ჩემს მეტი არავინ გეყოლება ირგვლივ... ძებნას დამიწყებ... რათქმაუნდა მიპოვი, მაგრამ ძაან მაინტერესებს თვალებში როგორ შემომხედავ? ჩემი თვალები ხომ იცი? სევდიან-საყვედურიანი... აზრზე ხარ, ჩერეზ პიისიატ ლეტ რამხელა ტკივილი იქნება მათში?! გაბედავ, ურცხვი მზერის გასწორებას? კი გაბედავ მგონია... შენ არ შეიცვლები დაჟე, საყვედურს აქეთ მეტყვი - სად იყავი აქამდეო Share on other sites More sharing options...
X_Ray Posted 7 აგვისტო, 2023 Author Posted 7 აგვისტო, 2023 დაიწყო სპაზმები... აღარც წამალი მაქვს, არც შენ მყავხარ... მაინც გამოვათენებ ამ ღამეს და რომ წამოვდგები, მერე მართლა უნდა გეშინოდეს... იცი, რისიც ჰო, ფანჯარა ღია დატოვე... ამაღამ შენს სიზმარში უნდა მოვიდე... მე თუ ცუდად ვარ, შენ რატომ უნდა იყო კარგად? Share on other sites More sharing options...
Recommended Posts