Jump to content
×
×
  • Create New...

ბევრი ვიფიქრე გამეხსნა თუ არა ეს თემა


რედაქცია
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ბევრჯერ თავი შევიკავე.მამაჩემს ალბათ უკვე მეოთხედ გაუკეთეს გულის სტენდირება. ეს არ გახდა საკმარისი და ახლა კიდევ სისხლდენა ჰქონდა მუცელში და დიდი ვარაუდით სიმსივნურიაო. ბოლომდე არ გაუკეთებია ყველა ანალიზი და ვაპირებთ ეს პასუხები საზღვარგარეთ გავაგზავნოთ. 

მაგრამ ესეც რომ არ იყოს, რთული სიტუაციაა გულის მხრივ, მოუხედავად იმისა, რომ დღეს გამოწერეს.

თითქოს ძლიერად ვიყავი, რაღაცნაირად გადამქონდა ყურადღება და ვამხნევებდი თავს, მაგრამ როგორც კი მარტო დავრჩი ცრემლები არ მიჩერდება. 

მამა ერთია, მაგრამ მამაჩემი მართლა განსაკუთრებულია არა იმიტომ, რომ მამაჩემია. ძალიან სუფთა ადამიანია და ამაზე ალბათ ასმაგად მწყდება გული.

ყველაფერს ვფიცავარ თუ მიღირდეს რამენაირად მამაჩემის გარეშე ცხოვრება, ჯერ ყველაფერი წინაა, მაგრამ რამდენიმე მიზეზია რომ გავაგრძელო ეს სასტიკი ცხოვრება. პირველი ალბათ ის, რომ მამაჩემის გზა გავაგრძელო, მერე მისახედია ოჯახი და ასე შემდეგ.

 

ასეთი კარგი არ უნდა იყოს ადამიანი რომ გული ასე გწყდებოდეს :(

 

მახოვს ბაბუაჩემი რომ გარდაიცვალა მამაჩემი არ იმჩნევდა ხოლმე და სულ კარგ ხასიათზე ცდილობდა წარმოჩენილიყო ,მაგრამ რამდენიმეჯერ მინახავს ცალკე რომ რჩებოდა ცრემლები როგორ მოსდიოდა და არ იმჩნევდა ჩემთან.

 

არ ვიცი იმის ნახევრის ნახევარიც ვერ გამოვხატე რისი თქმაც მინდოდა და აქაც დიდად არაფერს მოველი.

უბრალოდ ნეტავ კიდევ ვინმე ყოფილიყო ფორუმზე ჩემნაირად მაინც დაეწერა რამე, მოუხედავად იმისა, რომ 10 წლის წინაც გაცნობიერებული მქონდა ამ ცხოვრების სისასტიკე და დროის სწრაფად გასვლა, რაღაცნაირად ემოქმედა ჩემზეც.

მე ფეისბუქზე ვერ დავწერ ამას, არა იმიტომ , რომ არ მკიდია ან არ მკიდია მაგათი აზრები, ეს სივრცე გახდა ჩემი დაცლის საშუალება.

არც ის მინდა ვინმეს მოვახვიო ჩემი პრობლემები .

ჯერ ბოდიში ამისთვის რაც გაგიზიარეთ, მაგრამ მერე რომ დაუფიქრდეთ ამასაც გაეცემა პასუხი. უბრალოდ მეტი ჩაეხუტეთ ხოლმე, ამ თემაზეც  იქნებ გაგახსენდეთ ხოლმე.

ეკლებზე ვზივარ მოკლედ, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენს ამას თუ რას განვიცდი. ამის ნახევარსაც ვერ წარმოიდგენენ ალბათ .

დიდი ხანია ვემზადები , აი წლებია , გაცნობიერებული მაქვს ცხოვრება, მაგრამ ამისთვის მზად მაინც ვერასდროს იქნები.

 

პატარა ბავშვს რომ ვუყურებ, ეგეც მგრუხავს, რომ ვიხსენებ მამაჩემი ოდესღაც ამხელა იქნებოდა.

 

ბევრმა შეიძლება ვერც გაიგოს საკუთარ მშობელს თუ შეადარა ,ათასნაირი მამა - შვილობა და მშობელ - შვილი არსებობს,  მაგრამ მამაჩემი ძალიან სუფთა და კეთილი ადამიანია და ეს ბევრად დიდი ტრაგედიაა ჩემთვის ყველანაირად. მისი განვლილი გზა და ნაბიჯები, ყველაფერი.

 

 

სხვა არაფერი მრჩება გარდა იმისა, რომ ძალიან ძლიერი უნდა ვიყო.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, რედაქცია said:

უბრალოდ მეტი ჩაეხუტეთ ხოლმე

ეგრეა, გამოხატეთ სითბო მშობლებისადმი

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

38 minutes წინ, რედაქცია said:

სხვა არაფერი მრჩება გარდა იმისა, რომ ძალიან ძლიერი უნდა ვიყო.

რა ცხვირი ჩამოგიშვია ვეჟო ცოცხალია კაცი და დიდხანს გიცოცხლოს უფალმა.

ნეტა მამაჩემი ცოცხალი იყოს ეხლა და ეგრე ვხედავდე.

 

Share on other sites

სამწუხაროდ მე ვერ გავიგებ შენს ტკივილს 
რადგან მამა 7 წლის ვიყავი რომ დამეღუპა
ახლა 25 ის ვარ და მთელი 18 წელია მამის გარეშე ვცხოვრობ

ვერაფერს ვერ გირჩევ მაგრამ ერთს გეტყვი
შენივე საუბრიდან გამომდინარე მამაშენს კაცურად უცხოვრია და ეგ ბევრს ნიშნავს
სწორედ გამიგე, ბევრის სიკვდილი გაცილებით ღირებული და მეტიც შეიძლება იყოს ვიდრე ბევრის სიცოცხლე

უბრალოდ მადლიერი იყავი რომ ამდენ ხანს მოგეცა საშუალება მასთან ერთად გეცხოვრა
და იმედი მაქვს კიდევ რამოდენიმე ათეული წელი მოგიწევს რომ კიდევ ერთად იცხოვროთ

ეგრეა ცხოვრება

ჩვენ არასდროს არ გვეკითხება

არც ჭირს
არც ლხინს

საერთოდ არაფერს...

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@რედაქცია

კარგია, რომ შეძელი ლაპარაკი

 

დღეგრძელობა მამაშენს და სიმშვიდე თქვენ

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

არ წახვიდე მოდი აქ ილაპარაკე

მე რომ ბევრს ვლაპარაკობ და თუ კიდეც ვღლიცინებ ესეიგი გულღვიძლი მაქვს მოდღნული მაგ დროს.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, რედაქცია said:

დიდი ხანია ვემზადები , აი წლებია , გაცნობიერებული მაქვს ცხოვრება, მაგრამ ამისთვის მზად მაინც ვერასდროს იქნები.

დიახ  ...:yeah:

მე გამიჭირდა ახლობლებთან განშორება -  მამაჩემი გარდა იმისა რომ ძალიან მიყვარდა, ოჯახის სერიოზული საყრდენი იყო - მაშინ 27 წლის ვიყავი, უმცროსი ძმა არანორმალურად მიყვარდა, მეუღლე საერთოდ გაღმერთებული მყავდა ...  მეგობრები და თან ყველაზე მაგრები - თითქოს მარტო დავრჩი წუთისოფელში . . .  ჩემი ბაბუდა - ლამაზი და თბილი ქალი . . . გაუთხოვარი იყო და ჩვენთან ერთად ცხოვრობდა.

და  იმიტომ გამიჭირდა, რომ ვერც კი ვუშვებდი, რომ ოდესმე აღარ მეყოლებოდნენ, თან ყველანი ახალგაზრდები წავიდნენ ბაბუდას გარდა . . .  მათი ასაკის გამო არც კი ველოდი ისეთ დასასრულებს ... 27 წლიდან 44 წლამდე გავისტუმრე უძვირფასესი ადამიანები - პრაქტიკულად ახალგაზრდობა გლოვაში გავიდა . . . 

ადამიანი საკუთარი სიკვდილისთვის შეიძლება იყოს მზად და ვერანაირად ახლობლების ...  

თუმცა ერთი რამ, რაც გააადვილებდა სიკვდილის აღქმას - ეკლესიაა . . .  კარგი იყო თავის დროზე გავრკვეულიყავი. მორწმუნე განსხვავებულად აღიქვამს ნამდვილად .... ძლიერი სასულიერო პირი დიდი საშველია მაგ დროს - მე გამიმართლა  მაგ მხრივ - სამი სასულიერო პირი მედგა გვერდით, ერთის დაკრძალვა სამშაბათს არის. ერთიც კარგა ხანია გარდაიცვალა და დამრჩა ჩემი მამა მიქაელი . . .  მადლობა უფალს, რომ შემახვედრა ეს ადამიანები, აქედან ერთი ჩემი ბიძაშვილი იყო  ...

 

 

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი

ეგ არაფერი 12 სტენტი აქვს ჩადგმული ჩემ სიძეს და ლიტრიანი ყანწებით უბათქუნებს.

@რედაქცია ბიჯო ნუ ჩქარობ და კაცს ნუ კლავ წინასწარ.

რა რა და გულის ამბები ეხა ისეა რო ხალხს სტენტს ისე უკეთებენ როგორც რავი გადასხმას.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share