Jump to content
×
×
  • Create New...

შუაღამის ექსპრესი


Jimmy
 Share

Recommended Posts

9 minutes წინ, ASIA said:

მარააა მაინც სასაცილოა

ნახევარი თბილისი ჩვენი პატრიოტ მილიონერის მამამ შარდში აბანავა ზოგს ასმევდა კიდეც და დიდი ალბათობით ქაშიბაძის ვიღაც მაინც იქნებოდა მაგ სიაში

Share on other sites

  • მოდერატორი
Posted (შესწორებული)
42 minutes წინ, Jimmy said:

პაციენტი მოვიდა და მის პირადულს აჟღერებ, იმიტო რო ნახეთ რა სასაცილოა და ძალიან სასაცილო რომაა ამიტო რეები ხდება და ეჰეჰე მე მაგარი ვუაარ გინდ იქიდან შემომხედეთ გინდ აქედან

ოჯახის ექიმთან მივედი, ჩაწერილი ვიყავი და ზუსტად გამოვცხადდი.

დავუკაკუნე ფრთხილად, არ გამომეპასუხა, შევუღე კარი - იქაა, მაგრამ წინ ქალბატონი უზის. გამოვიხურე

გავიდა 20 წუთი (უკვე ჩემს შემდეგ ჩაწერილიც მოვიდა), იგივე პროცედურა გავიმეორე და სანამ კარს გამოვიხურავდი, რა გნებავთო გამომძახა. 

ჩაწერილი ვარმეთქი, თუ ვერ ახერხებთ მიღებას, წავალ, შესვენება მიმთავრდება. 

როგორ გეკადრებათ მობრძანდით დაბრძანდით.

დავბრძანდი, ის ქალიც იქვე ზის.

აბა რა გვაწუხებს?

ბოდიში სულ ერთი წამით დამელოდეთმეთქი, კარი გავაღე და დერეფანში ხალხს გავძახე, ჩემი სიმპტომები თუ გაინტერესებთ, ერთი 4 თავისუფალი ადგილია და დაგვესწარით თქვენცთქო.

უკამყოფილოდ მიუგო მარინას (აი ის ქალი, ოთახში რომ ეჯდა) გნახავ მერეო, მარინაც უკმაყოფილო მიხვრა მოხვრით აიზლაზნა და გავიდა ოთახიდან.

თავხედი და ხეპრეს სახელი მაქვს იმ კლინიკაში, მამიდაჩემმა მითხრა (ანუ ნაღდია)

რა გინდა რომ ქნა?! :boli:

Edited by Freeman
Share on other sites

  • ფორუმელი

ექიმ-პაციენტის დამოკიდებულებაზე გამახსენდა ერთი არაკი:

ჩემი გამწვრთნელი დიდი აქიმი იყო. ყოვლის სენის მკურნალი იყო და თვით დასნეულდა დიდად. მოვიდენ მრავალნი მკურნალნი და რომელნიცა შემოვიდის საწამლოდ, მან სნეულმან ერთი თითი აუშვირის. იგი აქიმნი ვერას მიუხვდიან და აღარ აწამლების. გამოხდეს მრავალნი დღენი. ეს ამბავი გაითქვა ყოველგან. ერთი სხვა აქიმი მოვიდა და ნახა. მან სნეულმან რომ ერთი თითი აუშვირა, მან მოსულმან ორი თითი აჩვენა. იამა სნეულსა, მოიხმო და მაჯა აჩვენა. უწამლა და მორჩა.

მე ვკითხე: 

- რად სხვათ არ აწამლებინე-მეთქი?

მან მითხრა:

- ყველა გამოვსცადე და სიბრძნე არც ერთსა ჰქონდა, და უსიბრძნო აქიმი სამსალას მშობელია.

ვჰკითხე:

- თითის ჩვენება რა იყო-მეთქი?

მან მითხრა:

- მე ერთის თითის ჩვენებით ამას ვეტყოდი, თუცა ასი კაცი არ გაგიტყავებია, სრული აქიმი არა ხარ-მეთქი. სხვათ ვერა შეიგნეს რა. და მან ორი თითი მით მიჩვენა, ორასი გამიტყავებიაო და იგი, ამისი ცოდნა, მიამა და მით მოვრჩი. რა სნეულს გულს დიდად იამოს, იგი მორჩეს უსაცილოდ.

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Jimmy said:

შარდში აბანავა ზოგს ასმევდა კიდეც

მახსოვს ეგ ამბები . . . ჩემი ნაცნობი დადიოდა  . . . 

იმ პერიოდში მამაჩემი იყო მძიმედ - სიმსივნის დიაგნოზით. ერთ დღესაც ბიძაჩემი მოვიდა გახარებული - ასე ყოფილაო და წავიდეთ თბილისშიო. მამაჩემმა იუარა - შარდის დალევაზე უარესია ვითომ ახალა რაც მჭირსო? 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share