Jump to content
×
×
  • Create New...

შუაღამის ექსპრესი


Jimmy
 Share

Recommended Posts

Posted (შესწორებული)

 

მოქუჩდით აბა

რამე საინტერესოები, საზარელი და სახითხითო ისტორიები დადეთ

44c1307feba4f9be1667d36e361d7a55.jpg

Edited by Jimmy
Share on other sites

  • ფორუმელი

წეღან გადამხდა მაგარი ისტორია და აგერ კი გაგიმხელთ:

კოროჩე, როგორც უკვე მოგეხსენებათ, დილას ადრე ავდექი, რომ მანქანის წინა მარცხენა კარები (რომელიც გუშინ შევიძინე) მომემზადებინა მანქანაზე მისაყენებლად. კერძოდ ჩემი ძველი კარებიდან უნდა გადამეტანა კარის საკეტი, მომეხსნა მოქლონებით მიმაგრებული აირბაგი, რომელსაც კაბელი მკვნეტარათი ჰქონდა გადაჭრილი და "შტეკერი" ისეთი მხრიდან აქვს, რომ მოუხსნელად ვერ შევუერთებდი ჩემს გაყვანილობაზე, შემომეცვა გარშემო ძველი კარიდან მოხსნილი რეზინი და კიდე რაღაც პლასტმასის ჩარჩო ფანჯრის გარშემო. ხოდა კარის საკეტის მონტაჟი მახსოვდა გასული წლების გამოცდილებიდან, რომ მაგარი საწვალებელი იყო, არადა ისე ჩემი გაყვანილობის შტეკერს ვერ შევაძვრენდი გასაღების ბუდემდე. ხოდა გადავწყვიტე სამწვერა (თეთრი, ყავისფერი, ცისფერი) კაბელი გადამეჭრა და ახალ კარს მოყოლილ შტეკერის კაბელზე გადამება. და რაკიღა შესაბამისი დიამეტრის თერმოკუმშვადი მილი სახლში ვერ ვიპოვე და არც საიზოლაციო ლენტის დახვევა მსურდა, გავწიე გარეთ საყიდლად, ვფიქრობდი თეთრს, ყავისფერს და ცისფერს ვიყიდი კოკრაზ-მეთქი. მოკლედ რომ გითხრათ, ეგრე ზუსტად ფერებში ვერ ვიშოვე სამეურნეო ბაზარსა და მის მახლობლად მდებარე 3-ოდე მსხვილ მაღაზიაში, გორგიაში კი ვიცოდი, რომ ნაირ-ნაირი ფერების და ყველა დიამეტრის ჰქონდათ, მაგრამ ჩემთვის დროს ცეცხლის ფასი ჰქონდა და იქამდე აღარ წავედი, რაკი ქვეითად ვიყავ. ავდექი და შავი და თეთრი ვიყიდე, თუმცაღა მანამდე ბარემ ბაზარში ვიყავი და კაი მწვანე ვაშლი, კაი ყაბაყი, კაი ბულგარული წიწაკა, კაი, მარა მაინც ბადრიჯანი და პომიდორიც ვიყიდე. მოვედი სახლში, უკვე პირველის ნახევარი იყო. მივიტანე კარი მანქანასთან, შემოვაყოფინე გაყვანილობა, მივამაგრე კარი მანქანას ანჯამებით, მივამოქლონე აირბაგი კარზე გუშინ შეძენილი მოქლონებით და სპეც.გამოსაჭიმი ხელსაწყოთი, მივაყენე დინამიკი, დავაყენე გვერდითა სარკე და ბოლოს მივაკარი "აბივკაც". ხუთის ნახევარზე მეტი იყო უკვე, რომ არ მოგატყუოთ. მერე უკანა მარცხენა მუხრუჭის ნათურას ცუდი კონტაქტი რომ ჰქონდა, ეგ გავამაგრე, მოვხსენი უკანა ცოტათი დაზიანებული ბამპერი, მოვაწესრიგე და მივაყენე, მერე მარცხენა ნისლისსაწინააღმდეგო ფარის კაბელიც დავამაგრე უძრავად, თორემ ეგეც მოძრაობისას კონტაქტს კარგავდა და ქრებოდა. ბამპერის მოწესრიგებისას უკვე ექვსი გახდა და ცხადი იყო, რომ დღეს ვეღარ მოვახერხებდი ტექ. დათვალიერების გავლას. ამიტომ ხვალ ან დროზე ადრე უნდა წამოვიდე სამუშაოდან, ან დილით ჯერ იქ უნდა მივიდე, ან მომავალი სამშაბათიდან ფეხით უნდა ვიარო სამსახურში :dubidubidu:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი

უჰ, მთავარი დამავიწყდა კინაღამ

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ვწევარ ზომიერად თბილ აბაზანაში ამ ყოველივეს მერე და კუნთებს ვადუნებ, ერთიც ვნახოთ და გაღებული სარკმლიდან, რომელსაც სარკმელს ვეძახი, თორემ შიგ  თავისუფლად გავეტევი, მესმის წვიმის ხმა, თანდათან ძლიერდება და მალე კაი შხაპუნი დაიწყო სარმელთან მომდგარ თალარზე. ხოდა ვწევარ წყნარად აბაზანაში, ვუსმენ წვიმის ხმას და ძალიან საინტერესო, საზარელი და სახითხითო შეგრძნებები გამიჩნდა.

Edited by საწყალი ოსვალდო რიოსი

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

Posted (შესწორებული)

„დამწვრობით მომიყვანეს კაცი, ცოლის შარდი შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს...“ - ქაშიბაძე

„დამწვრობით მომიყვანეს კაცი, ცოლის შარდი შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს...“ - ქაშიბაძე (primetime.ge)

 

Edited by Jimmy
Share on other sites

@Jimmy

ვაიმეეეეეეეეეეეეეეე .....................:rolf:

რა ქვია ახლა ამას .... 

მაგ ექიმის ადგილზე საერთოდაც არ ვუმკურნალებდი .....

 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
16 minutes წინ, ASIA said:

მაგ ექიმის ადგილზე საერთოდაც არ ვუმკურნალებდი .....

ეგ იქით იყოს და ხო ბრენდბომონდ ექიმია გურჯაბვეში

ცხვირით უნდა დაიჭირო ერთი ხელით და მეორე ხელით ხელუკუღმა უნდა სცემო შიგ აწკეპილ ულვაშებში.

 

პაციენტი მოვიდა და მის პირადულს აჟღერებ, იმიტო რო ნახეთ რა სასაცილოა და ძალიან სასაცილო რომაა ამიტო რეები ხდება და ეჰეჰე მე მაგარი ვუაარ გინდ იქიდან შემომხედეთ გინდ აქედან

 

 

Edited by Jimmy
Share on other sites

16 minutes წინ, Jimmy said:

პაციენტი მოვიდა და მის პირადულს აჟღერებ, იმიტო რო ნახეთ რა სასაცილოა და ძალიან სასაცილო რომაა ამიტო რეები ხდება და ეჰეჰე მე მაგარი ვუაარ გინდ იქიდან შემომხედეთ გინდ აქედან

მართალია . . .  ექიმს არ ეკადრება.

 

მარააა მაინც სასაცილოა - ეგეთ იდიოტობის მომფიქრებელი კია დაცინვის ღირსი . . . :rolf:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share