ფორუმელი Sylar Posted 20 ივლისი, 2023 Posted 20 ივლისი, 2023 (შესწორებული) 7 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said: როგორ ფიქრობ, ღმერთი აზარტულია და იმას გულშემატკივრობს, რომ ადამიანმა თავისით აირჩიოს კეთილი საქციელი? მე ვფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს, თუმცა რომ მწამდეს, ეგრე მეგონებოდა. Edited 20 ივლისი, 2023 by Sylar Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 20 ივლისი, 2023 Posted 20 ივლისი, 2023 38 minutes წინ, ფორთოხალი said: ამავე ადამიანს შეუძლია ზემოთ მყოფს "დააბრალოს" "გაუპატიურებაზე სანქციის გაცემა". გაგიკვირედებათ და სანქციის გარეშე არაფერი არ ხდება . . . არსებობს დნკ, რომელიც ინახავს შესანახს - ბაბუის ნაჭამი ტყემალის ვარიანტში . . . ხოდა ვისთვის რისხვაა და ვისთვის შანსი დნკ ლაქების ჩამორეცხვის არ ვიცით ... თუმცა აქ ამის გარჩევა სრულიად უადგილოდ მიმაჩნია ჩემის მხრივ ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ფორთოხალი Posted 20 ივლისი, 2023 Posted 20 ივლისი, 2023 8 minutes წინ, Sylar said: მოკლავს თუ არა, ეგ უკვე მისი ნებაა, რომელში ჩარევაც იქნებოდა მაგალითად, სასხლეტის გამოკვრამდე რომ მეხი ეტყორცნა ღმერთს, პოტენციური მკვლელისთვის. იმქვეყნიური სამუდამო სატანჯველი მეხის ტყორცნაზე უარესი უნდა იყოს, არა?! ღმერთი გვპირდება ჯოჯოხეთს ცოდვებისთვის, ამდენად, შეგვიძლია ადამიანის ნებას თავისუფლი ვუწოდოთ?! Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 20 ივლისი, 2023 Posted 20 ივლისი, 2023 8 minutes წინ, ფორთოხალი said: იმქვეყნიური სამუდამო სატანჯველი მეხის ტყორცნაზე უარესი უნდა იყოს, არა?! ღმერთი გვპირდება ჯოჯოხეთს ცოდვებისთვის, ამდენად, შეგვიძლია ადამიანის ნებას თავისუფლი ვუწოდოთ?! ადამიანის ნებას შეგვიძლია თავისუფალი ვუწოდოთ, რამეთუ შენი ნებაა, კეთილს აირჩევ თუ ბოროტს. რომელია კარგი, რომელი ცუდი და რომელი გზით სიარული სადამე მიგიყვანს, ეგ წინასწარ ცნობილი უნდა იყოს სამართლიანობისთვის. მაგ ეჭვს ასევე გაგიბათილებ იმით, რომ ადამიანმა ხშირად იცის, რა არის სიკეთე, მაგრამ მაინც ბოროტებას ირჩევს, მიუხედავად იმისა, რომ ჯოჯოხეთში მოხვედრა ვერავის ენდომება. "იდიოტი" თუ წაგიკითხავს, თავადი მიშკინი ღმერთთან ყველაზე მიახლოებული კი არა, პირდაპირ თავად ქრისტეს სახეა. ხოდა გინახავს მისნაირი ადამიანი, ოდესმე? ვერც ნახავ. ადამიანის ბუნება ისეთია, რომ მარტივად შეიძლება არასწორი გზით წავიდეს და პირიქით, სწორ გზაზე სიარული უფრო მეტად მოითხოვს სულის სიმტკიცესა და ნებისყოფას, ასე კი, თამამად შეგვიძლია, რომ ადამიანის ნებას თავისუფალი ვუწოდოთ. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 20 ივლისი, 2023 Posted 20 ივლისი, 2023 ონლაინ, ფორთოხალი said: ამდენად, შეგვიძლია ადამიანის ნებას თავისუფლი ვუწოდოთ?! რათქმა უნდა შეგვიძლია, მაგრამ სხვადასხვაგვარად გვესმის ნების თავისუფლება - გაგიკვირდებათ და სინამდვილეში უზენაესის მორჩილებას ნიშნავს. ადამიანი საკუთარი სურვილით ნებელობას უზენაესს უქვემდებარებს ანუ "იყოს ნება შენი" - ეს არის სულ არჩევანის თავისუფლება.... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 20 ივლისი, 2023 Posted 20 ივლისი, 2023 28 minutes წინ, ფორთოხალი said: არა კაც ჰკლა - არის თუ არა ადამიანის თავისუფალ ნებაში ჩარევა? ... თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 20 ივლისი, 2023 Posted 20 ივლისი, 2023 5 minutes წინ, ASIA said: ადამიანი საკუთარი სურვილით ნებელობას უზენაესს უქვემდებარებს ანუ "იყოს ნება შენი" - ეს არის სულ არჩევანის თავისუფლება.... რატომ სენიორა ? ადამიანს აქვს უფლება აკეთოს რაც უნდა , - აი, რაც უნდა , აბსოლიტურად , - უბრალოდ იმაზე იშლება და ირევა შემდგომ რაც მოსდევს მის ქმედებას ... ანუ - უნდა რომ აკეთოს რაც უნდა საზღაურის გარეშე ეს ეგრეთ წოდებული "ხალიავშიკების" კატეგორიაა , მიიღოს მაგრამ არ გადაიხადოს სადაა მასე ??? როგორც ვიცით , რომ მიიღო უნდა გერგებოდეს თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 20 ივლისი, 2023 Posted 20 ივლისი, 2023 @kvipriane ისე სულ მაინტერესებს რა ეწერა იმ ფილებზე, პირველად რომ ჩამოიტანა მოსემ და დაამსხვრია . . . Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა