Jump to content
×
×
  • Create New...

ვივალდი


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
14 minutes წინ, ASIA said:

ჩემი ძმების ნერვიულობა მახსენდება, როცა თმები ქონდათ შესაკრეჭი - წაიყვანდა მამაჩემი "პოლბოქსი" -ის დაუყენებდა, ერთხელაც ორივენი გამოიქცნენ საპარიკმახეროდან და მერე შეეშვა - როგორც გინდათ ისე შეიჭერით თმაო...

აუ მე ოფიცერთა საპარიკმახერო იყო იქ დავდიოდი მამაჩემმა პირველად იქ წამიყვანა პარიკმახერი მეორე მსოფლიოს ვეტერანი იყო და დიდი მოცვეთული ვინმე, ვიჯექი რიგში და ვუყურებდი რუსი ოფიცრები ოფიცრების ცოლები ქართველები ერთი სჯა ბაასი და თემები ირჩეოდა :givi:

ეს პარიკმახერი ყოველ მისვლაზე ახალ ისტორიას ყვებოდა ომიდან სადაც ხან ტანკისტი იყო ხან სნაიპერი ხან არტილერისტი და კლიენტებს ყველას სთავაზობდა რაღაც პრიჩოსკებს

მე ერთხელ მითხრა თავიდან თუ გინდა კანადურ პოლკას შეგაჭრიო და დავაიმეთქი გამეხარდა მარა ზუსტად ისე შემაჭრა როგორც მანამდე

და იმის მერე რო მთავაზობდა რამეს ეგრევე ვეუბნებოდი - ჩვეულებრივად ძია ჟორა  :rolf:

Share on other sites

38 minutes წინ, Harrow said:

ეს პარიკმახერი ყოველ მისვლაზე ახალ ისტორიას ყვებოდა ომიდან სადაც ხან ტანკისტი იყო ხან სნაიპერი ხან არტილერისტი და კლიენტებს ყველას სთავაზობდა რაღაც პრიჩოსკებს

მე ერთხელ მითხრა თავიდან თუ გინდა კანადურ პოლკას შეგაჭრიო და დავაიმეთქი გამეხარდა მარა ზუსტად ისე შემაჭრა როგორც მანამდე

და იმის მერე რო მთავაზობდა რამეს ეგრევე ვეუბნებოდი - ჩვეულებრივად ძია ჟორა 

:rolf:

ძია ჟორა ერკვეოდა მარკეტინგში . . . :D

Share on other sites

  • ფორუმელი
27 minutes წინ, ASIA said:

ძია ჟორა ერკვეოდა მარკეტინგში . . . 

და ოფიცრების ცოლებში , ბავშვი ვიყავი მარა ისე შემოფრცქიალდებოდნენ ხოლმე - ჟორიკ ჟორიკ, რომ  მალევე ვაღიარე ძია ჟორა როგორც ექსპერტი

 

რაც უფრო დიდი რიგი იყო უფრო მისწორდებოდა, ჩამოვჯდებოდი ვუსმენდი და ჟურნალებს ვათალიერებდი სადაც ვერაფრით ვიპოვე კანადური პოლკა :rolf:

 

 

 

Share on other sites

33 minutes წინ, Harrow said:

და ოფიცრების ცოლებში , ბავშვი ვიყავი მარა ისე შემოფრცქიალდებოდნენ ხოლმე - ჟორიკ ჟორიკ, რომ  მალევე ვაღიარე ძია ჟორა როგორც ექსპერტი

 

რაც უფრო დიდი რიგი იყო უფრო მისწორდებოდა, ჩამოვჯდებოდი ვუსმენდი და ჟურნალებს ვათალიერებდი სადაც ვერაფრით ვიპოვე კანადური პოლკა :rolf:

:up::rolf:

 

34 minutes წინ, Harrow said:

სადაც ვერაფრით ვიპოვე კანადური პოლკა :rolf:

:lool:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Harrow said:

ეს პარიკმახერი ყოველ მისვლაზე ახალ ისტორიას ყვებოდა ომიდან სადაც ხან ტანკისტი იყო ხან სნაიპერი ხან არტილერისტი და კლიენტებს ყველას სთავაზობდა რაღაც პრიჩოსკებს

ვფიქრობ სინამდვილეში იქაც უბრალოდ პარიკმახერი იქნებოდა

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

19 საათის წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ვფიქრობ სინამდვილეში იქაც უბრალოდ პარიკმახერი იქნებოდა

მე კიდევ ვფიქრობ, რომ ეს ისტორია ეტყობა ადრეც დაწერა ფორუმზე - მეცნო თითქოს ....:yeah:

ორ-სამჯერ დამემართა ერიკის ისტორიებზე ასეთი რამ და რა გასაკვირია - 2019 წლიდან ვკითხულობ და .....:D

Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, ASIA said:

მე კიდევ ვფიქრობ, რომ ეს ისტორია ეტყობა ადრეც დაწერა ფორუმზე - მეცნო თითქოს ....

ძია ჟორა პირველად ვახსენე :(

Share on other sites

46 minutes წინ, Harrow said:

ძია ჟორა პირველად ვახსენე

შეიძლება წერის სტილის გამო ...

და ყველა ისტორიები გახსოვთ სენიორ რასაც ფორუმზე წერთ ხოლმე?  გარდა იმისა, რომ კარგად წერთ, კარგი იუმორით და საეეერთოოდაც - მეხსიერებაც გასაოცარი გქონიათ.

 

ახალგაზრდობაში მეც კარგი მეხსიერება მქონდა - თვალს გადავავლებდი და ვსო, თითქმის ზეპირად ვიცოდი. მერე სტრესებმა თავისი ქნა და ახლა "ჭადის" სახელიც მავიწყდება ხოლმე . .. :rolf:

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share