X_Ray Posted 14 ივლისი, 2023 Posted 14 ივლისი, 2023 ამის შემდეგ მისტერიუსმა პიემში მისწერა - უფრო ბოტასს ვგულისხმობდიო, და ფოტოზე გამოსახული ცალი ბოტასის ფოსტით გამოგზავნა სთხოვა და უთხრა, დედას გეფიცები მეორე დღესვე უკან გამოგიგზავნიო, მანამ კი ჩავეხუტები და დავკოცნიო, ღამესაც მასთან გავატარებო. მარიამმა იფიქრა, ეს ჩემი ანცი ბოტასი მერე მასთან ერთად არ გაიქცეს და არ იქორწინონო, მაგრამ მერე ავანტიურისტმა გაიღვიძა მასში და დათანხმდა... გამოხდა ხანი და როცა ბოტასის დაბრუნების დრო დადგა, მისტერიუსმა ესეთი ეშმაკობა მოიფიქრა - მოდი ბოტასის ჩასაფენის ქვეშ ჩავწვებიო და როცა ჩაიცმევს, ჩამეხუტება ტერფითო და მეტი რაღა მინდაო. ასეც მოიქცა, თავად ჩაწვა, ხოლო ბოტასის ფოსტით გაგზავნა კი ოჯახის წევრს დაავალა. დაიბრუნა რა ბოტასი მარიამმა, ჩაიცვა და სკოლის გზას გაუდგა, ზილა და ზილა მისტერიუსი უნებურად და ცომად მოზილა. შინ როცა დაბრუნდა, გაიხადა ბოტასები და ოთახში დატოვა. ზავხული იყო, ცხელოდა, ცომი აფუვდა და ამოვიდა ბოტასიდან. აწ უკვე ცომსტერიუსმა იფიქრა, იფიქრა და ესეთი ეშმაკობა მოიფიქრა - მოდი სამზარეულოს მაგიდაზე გავწვებიო და მარიამი როცა შემოვა თავისი ხელით მომზელსო, და მეტი რაღა მინდაო. ასეც მოიქცა, გაწვა სამზარეულოს მაგიდაზე დადებულ ხის დაფაზე, ცოტაოდენი ფქვილი იპკურა სუნამოსავით და წარმოიდგინა, რომ შიშველი წევს (ფაქტიურად ასეც იყო) და ელის, ელის როდის შემოვა თვით იგი და დაზელს. და მართლაც, შემოვიდა მარიამი და თქვა, უი ცომი მომრჩენიაო, და დაანაწევრა და მდუღარე წყალში ჩაყარა და მისგან ჭირტალი მოხარშა, შემდეგ ამოიღო ქვაბიდან და ჯერ კიდევ ცხელს, ცივი არაჟანი მოასხა, დაჯდა და შეჭამა. მოხვდა რა კუჭში, ცომსტერიუსი კვლავ გამთლიანდა და სიხარულისგან შალახოს ცეკვა დაიწყო, ამაზე მარიამს მუცლის გვრემა დაეწყო და გულიც აერია, ხოლო ამონთხეულმა ცომსტერიუსმა ეგრევე მოკურცხლა შინისაკენ, მაგრამ სახლში ვერ იცნეს და არ შეუშვეს. ცომსტერიუსი ადგა და სახინკლეში დაიდო ბინა - მაინც მოხარშული ცომი ვარო და აბა უკეთეს ადგილს სად ვნახავო. აი, ასე და ამგვარად... Share on other sites More sharing options...
X_Ray Posted 14 ივლისი, 2023 Author Posted 14 ივლისი, 2023 ისე, მარიამო გაასწორებდა აქ... თავისი აკადემიური რაჭული ჩახვეულებით Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა