Jump to content
×
×
  • Create New...

აქამდე არ მინახავს


Mulan
 Share

Recommended Posts

@Sylarისტორია ისე მიყვარდა, ეროვნულებზე ორჯერ ჩავაბარე. პლუს, ცოდნა იმ დონეზე რომ გაცნობიერებული მაქვს როგორ იქმნება ისტორიული ტექსტი, მეფის კარის ისტორიკოსები ბრძოლა და საერთოდ ისტორია რა არის, ედუარდ კარის ძალიან კარგი ტექსტია, ყველას ვურჩევ, სანამ რამეზე რაც სკოლაში ისწავლეს ვენებს გადაიჭრიან.

ისტორიული მეხსიერების გამოგონების და მანიპულირების ტექნიკების ანალიზი საერთოდ  ჰობია <3

Share on other sites

3 minutes წინ, Mulan said:

ლილისილქიდან

იწერ აქედან? ქართულ ბარათს იღებს? ბევრი რაღაც მომწონებია და ფეხს ვითრევდი... როგორი ჩამოვა-თქო.

Share on other sites

@01000001 სისხლი დაგაკლდა? 😀

ჩემთვის ვფიქრობ, სამსახურში რატომ ვცდილობდი თავაზიან და კეთილგანწყობილ გოგოდ ყოფნას, ჩემი ეს მხარე უნდა გამომეჩინა. უმრავლესობას უკეთ ესმის, უფრო აფასებს.

შემდეგზე გავითვალისწინებ.

Share on other sites

  • ფორუმელი

@01000001 ისეთი შედარება გააკეთა, აწი უძლური ვარ.  :hug:

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

@Darkness გასაგებია, რომ მეფის კარის ისტორიკოსის მოწოდებულ ნებისმიერ ინფოს ბრმად ვერ ენდობი, თუმცა ისტორიაში არსებობს სხვადასხვა წყაროები ერთ კონკრეტულ ეპოქაზე თუ მოვლენაზე, მათ შორის, არა მეფის კარის ისტორიკოსებისგანაც. ვენების გადაჭრა არაა რეკომენდირებული ზოგადად იმაზე, რაც 100%-ით არ იცი, თუმცა გონება იმისთვის დაგვამადლა გამჩენმა, რომ ლოგიკური აზროვნების ხარჯზე, გარკვეული ფაქტები შევაჯამოთ ერთმანეთთან და დასკვნები გამოვიტანოთ. 

წარმოიდგინე, რომ არაფერი ვიცით ერეკლეზე გარდა 2 ფაქტისა. ფაქტი N1 - იგი იყო მამაცი და არ უშინდებოდა ბრძოლას. მონაწილეობა ჰქონდა მრავალ ბრძოლაში მიღებული. ფაქტი N2 - მან დადო გიორგიევსკის ტრაქტატი რუსეთთან. ჩავთვალოთ რომ მეტი არაფერი ვიცით და ამ ორი ფაქტის საფუძველზე უნდა დავადგინოთ ერეკლე მოღალატე იყო თუ არა. შენი აზრით, მამაც და გამბედავ მეფეს, რომელიც ომსა და ბრძოლას არ ეპუება, თავის სიცოცხლეს რისკავს ქვეყნისთვის ბრძოლაში, რის გამო შეიძლება ეღალატა საკუთარი ქვეყნისთვის? ტრაქტატის გარდა სხვა უკეთესი გზა ჰქონდა, რომელსაც ხედავდა, მაგრამ შეგნებულად დახუჭა თვალი და ღალატი არჩია? არ ვიცი შენ ბატონ ლევანს ეთანხმები თუ არა მის განცხადებაში, მაგრამ თუ ეთანხმები, იქნებ მიპასუხო ამ კითხვაზე. თავად ბატონი ლევანის მოსაზრებაც საინტერესო იქნებოდა. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

@Sylar თავად ბატონ ლევანის მოსაზრებას რომ მოუსმინო იმ ნიუსების თუ "შეფასებების" კითხვის ნაცვლად, რომელიც მედიაში გავრცელდა?

დარწმუნებული ვარ ლევანს არგუმენტაციაც არ დაეზარებოდა. 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share