Jump to content
×
×
  • Create New...

რას ფიქრობთ


Sylar
 Share

Recommended Posts

57 minutes წინ, Sylar said:

თქვენი აზრით, "ჩემი ცოლის დაქალების" ფანბოი/ფანგერლობა შეიძლება თუ არა საკმარის მიზეზად ჩაითვალოს იმისთვის, რომ ადამიანი დასახვრეტთა სიაში მოვახვედროთ? 

ამაზე გამახსენდა, თინეიჯერობაში ჩემთვის საინტერესო ხალხს გემოვნებით ვფილტრავდი. მაგ. ჰარი პოტერის ფანობა გოიმობა იყო, მარტო ის ტიპები მომწონდა, ვისაც მინიმუმ ნიცშე წაკითხული ჰქონდა. სერიალებს ვინც უყურებდა, თუნდაც ამერიკულს, ჩემზე ნაკლოვანად მიმაჩნდა, მათ ხომ წიგნების ნაცვლად, სხვისი დრამების ყურება ერჩივნათ. ლიტერატურაშიც ძაან პრეტენზიული ვიყავი, სასიყვარულო რომანებს ვინც კითხულობდა მაგარ არასერიოზულ ხალხად მიმაჩნდა. ჩემს წარმოდგენაში, კარგ ტიპს მხოლოდ როკისთვის ან კლასიკური მუსიკისთვის უნდა მოესმინა. სხვა ყველაფერი პოპკულტურის თრეში იყო...

ბოლოს გავიზარდე და გავაცნობიერე ამ ჩემი ჩარჩოების გამო ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობა დავკარგე.

Spoiler

პრინციპში, ვიტყუები. ეგ სნობიზმი ახლაც მაქვს🤦😥

ხო, ემოჯი სმაილიკებს რომ იყენებს, ის ხალხიც გასაფილტრია.

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Darkness said:

პრინციპში, ვიტყუები. ეგ სნობიზმი ახლაც მაქვს🤦😥

სანამ ამ სპოილერს გავხსნიდი, უკვე გამზადებული მქონდა ასაკრეფად ტექსტი სადაც ვამბობდი, რომ ნუ გგონია, რომ ახლა ასე არ ხარ-თქო. 

 

ბიომასას რაც შეეხება, პირადად ჩემთვის ესაა მასა, რომელსაც დამოუკიდებელი აზროვნების უნარი არ გააჩნია, ცხვრის ფარა, რომელიც მწყემსის გარეშე ყოველთვის დაიკარგება, რომელიც ყოველთვის იმას ამოსძახებს, რასაც ჩასძახებენ. 

ფეისბუქის პოსტზე 1 საათში დაგროვებულმა ათობით კომენტარმა და მათზე დისკუსიამ დამარწმუნა (არა კი არ დამარწმუნა, შემახსენა), რომ ადამიანთა უმრავლესობას წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ ძალუძს, რაც ტრაგიკულია და მათთან ადამიანურ დისკუსიაში შესვლას ჩანასახშივე წყლის ნაყვის პროცესთან აიგივებს. ესეც კიდევ ერთი კრიტერიუმი ბიომასისა. 

 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
54 minutes წინ, 01000001 said:

ბიომასას თუ დახვრიტავ კაი არაფერი მოყვება მაგ ამბავს.

დავუშვათ დავხვრიტეთ (სანამ თქვენ წაგიკითხავდით მანამდე შევცვალე ავატარი) მერე რა დარჩება? ერთფეროვანი გონიერი საზოგადოება? რა არის გარანტი, რომ ჰარმონიაში იქნება ეს არაგანსხვავებული საზოგადოება ერთმანეთან და ვინმე მაინც არ მოინდომებს ისევ განსხვავებულად ყოფნას. 

იდეაში ცნობიერად გაღვიძებულ საზოგადოებას გვაწუხებს სხვების ძილი და მიზანია მათი გამოღვიძება და არა განადგურება. ინდ. დონეზე ვინ როგორ ცდილობს მისი სივრცის გამოღვიძებას ეგ უკვე სუბიექტური პრაქტიკაა. 

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი
15 minutes წინ, ნაკო said:

იდეაში ცნობიერად გაღვიძებულ საზოგადოებას გვაწუხებს სხვების ძილი

თუ გინდა რომ ადამიანი მაქსიმალურად დიდი ხნით გააჩერო ციხეში, დაარწმუნე, რომ ციხე არ არსებობს. მომიტევეთ, მაგრამ რა გაძლევთ ასე დარწმუნებით იმის ფიქრის საშუალებას, რომ თქვენ ხართ ცნობიერად გამოღვიძებული? ნურასდროს გაკადნიერდებით და ნურასდროს მიიღებთ ამას მოცემულობად, თქვენი ნებისმიერი ქმედება პარალელურად იმ ქვეტექსტსაც უნდა ატარებდეს, რომ ვაითუ მე მძინავს, ამის გარკვევის რეჟიმშიც უნდა იყოთ მუდმივად, ჩემო უმცროსო ამხანაგო. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

29 minutes წინ, Sylar said:

რომ ვაითუ მე მძინავს

არაა აუცილებელი. ძილი თუ იცი რას ნიშნავს კონკრეტულად შეგიძლია თქვა ნებისმიერ მომენტში გძინავს თუ გღვიძავს.

ციხის კონცეპცია გვიანდელია, არაა ფუნდამენტალური. შესაბამისად დეკონსტრუირება პრობლემას არ წარმოადგენს.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Sylar said:

@01000001 სერიალების ჯგუფში დავასხი მაგ სერიალს, ნახევარ საათში მთელი ჯგუფის გამოხმაურება მოჰყვა და მთავარი არგუმენტი ისაა: "კი მაგრამ, ის ხომ რეალობას ასახავს" :lolz: რეალობის ასახვა ყოფილა მთავარი კრიტერიუმი იმისთვის, რომ სერიალი კარგი და საინტერესო იყოს <3 

Metis girsi xar mag jgufshi rom postav da komunikaciob :yeah:

Share on other sites

  • ფორუმელი
43 minutes წინ, Sylar said:

ვაითუ მე მძინავს, ამის გარკვევის რეჟიმშიც უნდა იყოთ მუდმივად, ჩემო უმცროსო ამხანაგო. 

გამუდმებით გარკვევის რეჟიმში ვარ ჩემო უფროსო ამხანაგო(ზოგჯერ ყველას გვძინავს, ბუნებრივი მოცემულობაა) მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ცნობიერ სიფხიზლეში ვარ, ისევე როგორც შენ თავად თვლი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ამ თემას არ გახსნიდი. 

ისევ ჩაგეკითხები - თუ დახვრეტ ამ ბიო მასას რა დაგრჩება? 

 

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Porto said:

Metis girsi xar mag jgufshi rom postav da komunikaciob :yeah:

ფორუმზე პოსტვასავითაა. რომ იცი, რომ შეიძლება კარგი და საინტერესო იყოს, მაგრამ რეალურად არაა ეგრე, მარა მაინც არ ეშვები იმ ეფემერული სიტუაციის გამო, რომელიც მხოლოდ შენს თავშია. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share