ფორუმელი რედაქცია Posted 13 მაისი, 2023 Posted 13 მაისი, 2023 წელიწადში 1000-1500 ლარად ამზადებენ თითოეულ საგანში, მაგრამ მინიმუმ სამ საგანზე რომ გადაიანგარიშო, წელიწადში 3000-4500 ლარი მაინც გჭირდება იმისთვის, რომ ბავშვი ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადო, რადგან სკოლა ვერ იძლევა სათანადო ცოდნას, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი რედაქცია Posted 13 მაისი, 2023 Author Posted 13 მაისი, 2023 ხოდა რამე სხვა მოაქვთ ეროვნულებზე, რაც სკოლის პროგრამაში არაა და არ გაიარეს? დავით აღმაშენებელი რომ რომელიღაცა წელს მეფობდა სიტყვაზე, ეს კარგად როგორ უნდა ასწავლონ სკოლაში? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი რედაქცია Posted 13 მაისი, 2023 Author Posted 13 მაისი, 2023 ეს მთლიანი ტექსტი "2000 ლარი გვიჯდება ბანკეტი და სესხი გამომაქვს... როდის დამთავრდება ეს მეტიჩრობა?" - შეწუხებული მშობლის წერილი და მიმართვა მშობლებს 10 მაი. 2023 თქვენს გვერდზე რამდენჯერმე წავიკითხე წერილი ბანკეტის თემაზე და დავრწმუნდი, რომ ბევრი იზიარებს იმ მოსაზრებას, რასაც მოგახსენებთ, ამიტომაც გავბედე მოწერა და გულისტკივილის გამოხატვა. რაიონში ვცხოვრობ, საკმაოდ ხელმომჭირნედ და მუდმივი ეკონომიით, რომ ჩემი და ჩემი მეუღლის შემოსავალი ყველაფერს გაწვდეს. ორი შვილი გვყავს და უფროსი, გოგონა, წელს ამთავრებს სკოლას. ეს ბოლო წელი როდის დამთავრდება, უკვე დღეებს ვითვლი, გასაქანი აღარ მაქვს და ყველა ნერვი და რესურსი გამომეცალა. ჯერ რეპეტიტორების თანხა ძლივს შევაკოწიწეთ და ყველამ კარგად იცით, რა ღირს. რაიონში თითქოს ცოტა ნაკლებია ეს თანხა, წელიწადში 1000-1500 ლარად ამზადებენ თითოეულ საგანში, მაგრამ მინიმუმ სამ საგანზე რომ გადაიანგარიშო, წელიწადში 3000-4500 ლარი მაინც გჭირდება იმისთვის, რომ ბავშვი ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადო, რადგან სკოლა ვერ იძლევა სათანადო ცოდნას, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ახლა სასწავლო წლის ბოლო მოახლოვდა და ახალი და უფრო დიდი განსაცდელი გვაქვს. არ ვიცი, უფრო რამდენიმე ბავშვი აქტიურობს თუ მშობელი, ვისაც ალბათ, ძალიან ბევრი აქვს და სხვის შეძლებას არ უყურებს... ფაქტია, ისეთი სურვილები გამოხატეს და ისე დაგეგმეს ბოლო ზარი და ბანკეტი, ფაქტობრივად, უსახსროდ ვრჩებით მთელი დარჩენილი წელი. არადა, თუ არ აყევი ყველაფერში, ბავშვსაც გული სწყდება და რაღაცნაირად, თეთრი ყვავივით გამოდიხარ. წარმოიდგინეთ, ჯერ ბოლო ზარი დაიგეგმა მთელი ღონისძიებით, ფორმებით, გადაღებით, ვიდეოს ჩაწერით და სუფრით და ამისთვის უკვე გროვდება 300 ლარი. საბანკეტოდ ისეთი სივრცე აირჩიეს, მხოლოდ მისი ქირაობა გვიჯდება თითო ადამიანს 200 ლარი და დედა-შვილს, შესაბამისად - 400 ლარი. ცალკე ტორტი, გადაღება, კიდევ რაღაც წვრილმანი ხარჯები და ესეც ალბათ კიდევ 100 ლარი დაჯდება. ახლა კაბები? ისეთ კაბებს ყიდულობს ზოგიერთი, 500-600 ლარი რომ ღირს და ჩემს შვილსაც მოუნდა, რომ მანაც შეიკეროს გრანდიოზული კაბა ან იყიდოს ისეთ მაღაზიაში, სადაც მინიმუმ 400 ლარი ღირს კარგი კაბა. ფეხსაცმელი 100 ლარზე ნაკლები არ ღირს. მაკიაჟი+ვარცხნილობა 150 ლარად თუ იშოვე, გაგიმართლა. ბიჭების მშობლებსაც არანაკლები ხარჯი აქვთ, თუ კოსტიუმზე დაზოგეს და 200-300 ლარში გამოვიდნენ, ძვირფასი მანქანის ქირაობა მაინც უწევთ, რომ გოგონას მიაკითხონ და წაიყვანონ ბანკეტზე. ახლა მშობლები თვითონ ისე იპრანჭებიან, ისეთი გრანდიოზული მზადება მიდის, შენც გაიძულებენ, საგანგებოდ მოემზადო, ანუ იყიდო კაბა, გაიკეთო მაკიაჟი და ვარცხნილობა... აღარ გავაგრძელებ, 2000 ლარს სცდება ეს ყველაფერი და უკვე ვესაუბრე მეუღლეს, რომ სესხი გამოვიტანოთ... უბრალოდ არ მესმის, კი ბატონო, გადავიხადოთ, მაგრამ რა საჭიროა ასეთი მეტიჩრობა და პომპეზურობა, მით უმეტეს რაიონებში, სადაც ზოგიერთი ბავშვი წლების განმავლობაში ჩანთას და საკანცელარიო ნივთებსაც ვერ ყიდულობს სასკოლედ? მე კიდევ საშუალო შეძლებისად ვითვლები ალბათ და ასეთ განსაცდელში ვარ, ვისაც მართლა უჭირს, იმან რა უნდა ქნას? ვალებში გადავარდეს თუ უბრალოდ არ გამოუშვას შვილი და გამოაკლოს ყველანაირ სიხარულს იმიტომ, რომ ვიღაცამ ნამეტანი მოინდომა მეტიჩრობა და მარტო საკუთარი ჯიბიდან საზღვრავს? ხომ შეიძლება ზომიერება? ვის სჭირდება ეს მატრაკვეცობა და ასეთი პომპეზურობა ერთი დღის გამო, როცა ჩვეულებრივი სკოლაა, სადაც სრულიად სხვადასხვაგვარი შეძლების ადამიანები სწავლობენ და როცა ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაში ხდება, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს? მხოლოდ იმიტომ, რომ ფოტოები გადავიღოთ და ქვეყანას მოვდოთ, რა მაგარი ბანკეტი გავაკეთეთ? უტვინო თავი ფეხებს ღლიდაო ასეთებზეა ნათქვამი Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 13 მაისი, 2023 Posted 13 მაისი, 2023 საგადასახადომ იცის ამის შესახებ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი რედაქცია Posted 13 მაისი, 2023 Author Posted 13 მაისი, 2023 ბიჭო მართლა მიკვირს აი რა მომზადება სჭირდება ადამიანს ისტორიაში მაგალითად ან გეოგრაფიაში. გიდევს პროგრამა რა იქნება, იქ სწავლობ შენც შესაბამისად. აქვს წარმოდგენა რა სტილის იქნება და რაზე იქნება გამახვილებული ყურადღება. ქართულში 60 ქულა ისე ავიღე, თემის დაწერაც დამეზარა ( ანუ არ დავწერე) და არც მოვმზადებულვარ არსად. მე მგონი რაღაც სხვა რეალობაში ვცხოვრობ და ეს ხალხი ყოველდღიურად მაგიჟებს , იმდენი სისულელე ხდება გარშემო თან მასობრივად. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი რედაქცია Posted 13 მაისი, 2023 Author Posted 13 მაისი, 2023 მაინცდამაინც 600 ლარიანი კაბა უნდა იყიდო რომ ბანკეტად ჩაგეთვალოს? ძაან არ შეეტყოს ას ლარიანია თუ 600 ~მერე ისევ თვითონ წუწუნებენ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 13 მაისი, 2023 Posted 13 მაისი, 2023 4 minutes წინ, 01000001 said: საგადასახადომ იცის ამის შესახებ? თუ ყველაფერი წესების დაცვით ხდება, ეცოდინება მაგალითად მე რომ ტროპიკული ღეომბისგან დამზადებული სამზარეულოს ზედაპირი ვიყიდე 2 ცალი, სასაქონლო ზედნადები გამომიწერეს მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 13 მაისი, 2023 Posted 13 მაისი, 2023 8 minutes წინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said: მაგალითად მე რომ ტროპიკული ღეომბისგან დამზადებული სამზარეულოს ზედაპირი ვიყიდე 2 ცალი, სასაქონლო ზედნადები გამომიწერეს მმმ... ბანკეტს იხდი? 12 minutes წინ, რედაქცია said: ბიჭო მართლა მიკვირს აი რა მომზადება სჭირდება ადამიანს ისტორიაში მაგალითად ან გეოგრაფიაში. ან საერთოდ რას აბარებენ უნიში. დროის კარგვაა. არაფერს იძლეოდა აქამდე და AI-ს მერე საერთოდ აბსურდი გახდა. (ნუ მეცნიერობას თუ არ აპირებ და ეგ გამონაკლისია). Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა