Jump to content
×
×
  • Create New...

მელია: “ნაციონალური მოძრაობა“ არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-8fe04f7dea8756aebd8f2d7cfc4cac2a.jpeg

„მინდა მივესალმო გუნდს, რომელიც არასდროს შეჰგუებია უკანონობას, ქვეყნის გაღატაკებას, დაბეჩავებას, სიყალბეს. ვისაც თითოეული დაბრკოლება, თითოეული გაყალბება მხოლოდ აძლიერებს, მოტივაციას მატებს და ახალ, უფრო დიდ გამარჯვებასთან მიყავს“, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის წევრებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, რომელიც პარტიის ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს, ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს: „მოგესალმებით ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ერთადერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ არ გაქრა ასპარეზიდან და საქმიანობა გააგრძელა, როგორც მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ. მოგესალმებით პარტიას, რომელმაც 2003 წელს ბნელს ნათელით სძლია და ვარდების რევოლუცია ოქროს ასოებით ჩაწერა ისტორიაში, რაც იქცა უდიდეს მოვლენად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. მოგესალმებით, საქართველოში ერთადერთ პარტიას, რომელმაც შექმნა პრეცედენტი და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება. დიახ, ჩვენს აქტივშია ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუციაც და ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარებაც. დიახ, ქვეყნის საკეთილდღეოდ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია ორივე, იერიშიც და უკან დახევაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბევრი წასულა და პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს. მაგრამ, ბუნებრივია, იბადება კითხვა, როგორ ხდება, რომ ეს მოძრაობა კი არ სუსტდება, არამედ პირიქით, ძლიერდება. რა არის ამის მიზეზი? ამას აქვს მარტივი ახსნა. “ნაციონალური მოძრაობა“ არის ეროვნული მოძრაობის გაგრძელება. ეს არ არის პერსონების მოძრაობა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ვერცერთი ცალკე აღებული ადამიანი ვერ აზიანებს. ვერ ამარცხებს“. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   211 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 210 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(1)