Jump to content
×
×
  • Create New...

საოფისე სამსახური


Darkness
 Share

Recommended Posts

ყველა ერთნაირი რატომაა?

მიდიხარ, თავიდან ბოლომდე გათვალიერებენ. 

მერე ნახევარი დღე არაფრის მომცემ კომუნიკაციაში გადის, ჭორაობა და უფროსთან ლაქუცი. მისი ეგოს გამოკვება.

ცალკე, უაზრო საუბრები, საქმეზე, რომელსაც ლაპარაკის ნაცვლად კეთება სჭირდება.

სადღაც ორ საათიან საქმეზე, რვა საათს გაკარგვინებენ.

ყველა ყველაზე ჭორაობს და თუ არ ჰყვები, ბოლოს ყველა შენზე ჭორაობს😂

არადა, საქმე მომწონს. 

 

 

Share on other sites

ჩინური ისწავლე. დღეში 10 სიტყვა. 1-2 წელიწადში ბოსი იქით დაგიწყებს ლაქუცს და ეგოს სუქებას.

Share on other sites

  • ფორუმელი

 

მიდიხარ ოფისში, რამდენიმე თანამშრომელს ათავისუფლებ დემონტრაციულად და სტაფი ხდება ბევრად პროდუქტიული

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Moor said:

 

მიდიხარ ოფისში, რამდენიმე თანამშრომელს ათავისუფლებ დემონტრაციულად და სტაფი ხდება ბევრად პროდუქტიული

:დდ

 

ჩემთან არაა ეგრე, ყფრო სწორად მე არ ვარ ეგრე.

ათასში ერთხელ შეიძლება საქმე არ იყოს, როცა რამეს დედლაინამდე მორჩები.

ადამიანზეცაა დამოკიდებული, ყველგანაა ის სასტავი, მოწევასა და ყავის დალევაში რომ გაჰყავთ სამუშაო დრო.

There's things I wanna say to you but I'll just let you live. 

Share on other sites

36 minutes წინ, 01000001 said:

1-2 წელიწადში ბოსი იქით დაგიწყებს ლაქუცს და ეგოს სუქებას.

😂 ცუდი აზრია არაა, მაგრამ რომ არ მაინტერესებს, რა ვქნა?

37 minutes წინ, Moor said:

სტაფი ხდება ბევრად პროდუქტიული

მეეჭვება. რა უაზროდ დავდივარ ოფისი, რომ იცოდე, გული შეგიღონდებოდა. არადა იმდენი საქმე მაქვს სხვა პროექტში.

28 minutes წინ, PoisonnIvy said:

ადამიანზეცაა დამოკიდებული, ყველგანაა ის სასტავი, მოწევასა და ყავის დალევაში რომ გაჰყავთ სამუშაო დრო.

როცა უფროსია ეგეთი, რა უნდა ქნა? ტიპშა სახლში ვერ ჩერდება და სხვებსაც დისტანციურად მუშაობას უკრძალავს. უნდა გიყუროთ, კომპთან როგორ ზიხართო.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Darkness said:

ყველა ერთნაირი რატომაა?

მიდიხარ, თავიდან ბოლომდე გათვალიერებენ. 

მერე ნახევარი დღე არაფრის მომცემ კომუნიკაციაში გადის, ჭორაობა და უფროსთან ლაქუცი. მისი ეგოს გამოკვება.

ცალკე, უაზრო საუბრები, საქმეზე, რომელსაც ლაპარაკის ნაცვლად კეთება სჭირდება.

სადღაც ორ საათიან საქმეზე, რვა საათს გაკარგვინებენ.

ყველა ყველაზე ჭორაობს და თუ არ ჰყვები, ბოლოს ყველა შენზე ჭორაობს😂

არადა, საქმე მომწონს. 

 

 

გურჯული საოფისე კულტურა წემ ბოლეე ენჯეოური :D

Cme to the dark side :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

17 minutes წინ, t-90 said:

წემ ბოლეე ენჯეოური

:rolleyes: ngo-ს ოფისში არ ვმუშაობ. ბიზნეს სექტორში ვარ.

მე რა ენჯეოებთანაც მქონია კავშირი, მსგავსი უაზრობა არსად იყო. 

Share on other sites

  • ფორუმელი

მე უამრავი დრო დავხარჯე ოფისში ჯდომით.

მაშინ მეგონა რომ იყო ჯერ იყო pc, მერე php და მერე სხვა დანარჩენი

მერე აღმოვაჩინე რომ შემიძლია არ ვწერო

და

ვიარო

მოვწიო

დავლიო

ვიარო ტყეში

ტბებზე

ზღვებზე

ქედზე

ფეხზე

ლეღვზე

და მქონდეს უფრო ცოტა ფული

მაგრამ ვიყო უფრო მაგარი

უფრო თავისუფალი

უფრო ისეთი როგორიც ვარ

 

 

 

 

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share