ფორუმელი ნაკო Posted 30 აპრილი, 2023 Posted 30 აპრილი, 2023 32 minutes წინ, marguerite said: იმის მეშინია უდროოდ არ გარდავიცვალო ახლა ვნახე ეს პოსტი და ჩემს კითხვაზეც წინსწრებით გქონია დაახლოებითი პასუხი. ანუ რაც აღვნიშნე ჩემს პოსტში, უბრალოდ ვერ ვეშვებით ჩვენს ამ ფორმით სიცოცხლეს. მაგრამ აი სულის დონეზე თუ გაქვს შიში, ანუ რა არის შენი სულისთვის გარდაცვალება/სიკვდილი. *adminis nebiera Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 30 აპრილი, 2023 Posted 30 აპრილი, 2023 @ნაკო რა თქმა უნდა, მაქვს იესო ქრისტეს თუ ,,ეშინოდა" ჯვარცმის წინ, მე რომ ვთქვა, არ მეშინიათქო, დამეჯერება? თუნდაც მხოლოდ შეუცნობლის შიში ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
სამურაი Posted 30 აპრილი, 2023 Posted 30 აპრილი, 2023 ფიზიკურად ცოცხალი ვარ ფსიქოლოგიურად მკვდარი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი რედაქცია Posted 30 აპრილი, 2023 Author Posted 30 აპრილი, 2023 ჩემი აზრით მორწმუნეს უფრო ეშინია, რადგან იცის რომ ცოდვილია რაც არ უნდა კარგი საქმეები ჰქონდეს გაკეთებული. შენ მორწმუნე ხარ, წესიერად ცხოვრობ და არ უნდა გეშინოდეს, კაი რა. რომ დაუკვირდეთ ბევრი რამე ჩვენი ბრალი არცაა როგორები ვართ. გარემოებებზეა დამოკიდებული უამრავი რაღაც. ზოგჯერ ვხდებით რომ ეს ის არაა რაც საჭიროა, მაგრამ ვერ ვერევით თავს, ისევ გარემოებების გამო. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ჩემი აზრით სინდისია მთავარი, როგორ გრძნობ თავს და არა ცოდვების რაოდენობა Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 30 აპრილი, 2023 Posted 30 აპრილი, 2023 33 minutes წინ, ნაკო said: ანუ ნებისმიერ ვარიანტშ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ სხვა რამე ან ვინმე გარდა ადამიანისა და არ გვინდა სადმე ყოფნა გარდა პლანეტა დედამიწისა. რაც არ უნდა სასიამოვნოდ და აღმაფრთოვანებლად ვთვლიდეთ ბუნების სილამაზეს, სრულიად ანტიბუნებრივი არქიტექტურა და ურბანიზაციის მაღალი დონე ცალსახად ხაზს უსვამს რომ ომი გვაქვს ამ პლანეტასთან. იგივე ეხება ადამიანობას. როგორც ბიოლოგიურ(ფიზიკურ) ისე 'სულიერ' მხარეს. გდეტა 2-3 თვის წინ რაღაც კანალი შემხვდა იუთუბზე. სტიქიებზე იყო მიძღვნილი. მიწისძვრები, ტორნადოები, გვალვები, ვულკანები, ცუნამი, ვოპშემ ყველაფერი ის რასაც არ ვგულისხმობთ როცა ბუნებაზე ვფიქრობთ. დღეში რამდენიმე ვიდეო იდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ვოდა ბუნება არის ეგ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 30 აპრილი, 2023 Posted 30 აპრილი, 2023 4 minutes წინ, რედაქცია said: ჩემი აზრით მორწმუნეს უფრო ეშინია გამორიცხულია. თუ გულწრფელად გწამს სამოთხის და ჯოჯოხეთის და პლუს ამას უპატიებელი ცოდვებით ხარ დამძიმებული, ბუნებრივია, შეგეშინდება. მაგრამ საშუალოსტატისტიკური მორწმუნე, რომელმაც იცის, რომ ყველა ცოდვილები ვართ და რომლისთვისაც სანთელის დანთება და აღსარების ჩაბარება საკმარისია იმისთვის, რომ პატარ-პატარა ცოდვები მარტივად "ჩამოირეცხოს" თავის წარმოდგენაში, გამორიცხულია რომ ათეისტზე მეტად ეშინოდეს. ორი ბებია მყავდა, ერთი მორწმუნე, მეორე ათეისტი. ორივეს სიკვდილს ვუყურებდი ჩემი თვალებით რამდენიმე თვის მანძილზე, შედარება არ იყო. 1 Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ნაკო Posted 30 აპრილი, 2023 Posted 30 აპრილი, 2023 ონლაინ, marguerite said: დამეჯერება? მე მჯერა ჩემი სიკვდილასდმი უშიშრობის და შენც დაგიჯერებდი. (მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ახლა მინდა და მზად ვარ შეუსრულებელი სურვილები დავტოვო ადამიანად ყოფნის გამოცდილებაში). და გავმიჯნოთ ამ კონკრეტულ სიტუაციაში მიმღებლობის და უშიშრობის ( მთელი ცხოვრება დაძაბული სიკვდილის შიშით,სიცოცხლეს და სიყვარულს ვერ მოვასწრებ). დღის განმავლობაში 2 სთ მაინც სიკვდილზე ფიქრია ჩემს რეპერტუარში. 5 minutes წინ, marguerite said: თუნდაც მხოლოდ შეუცნობლის შიში ეს ვიცი ლოგიკურია, მაგრამ არ მიკითხავს ადამიანის გონისმიერი ანალიტიკური პოზიციიდან. რწმენის ხედვიდან მაინტერესებდა. რა აკლდება სულს ან რას იმეცნებს სიკვდილის შემდეგ, რატომ უნდა ეშნოდეს სულს შეუცნობლის, საერთოდ შიშის განცდა, ემოცია როგორ უნდა ჰქონდეს? *adminis nebiera Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ნაკო Posted 30 აპრილი, 2023 Posted 30 აპრილი, 2023 6 minutes წინ, 01000001 said: რომ ომი გვაქვს ამ პლანეტასთან. მე საერთოდ ჩემი კუთვნილი პლანეტა მაქვს, არასოდეს ვთვლიდი დედამიწელად თავს, პროსტა რენდომ მოვხვდი :დდდ ძნ მინდა რედაქციას ვუპასუხო მაგრამ ხელები მტკივა, ბევრ პუნქტად ჩასაშლელია ( 1 *adminis nebiera Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა