Jump to content
×
×
  • Create New...

მოდი ასე შევხედავ საკითხს


Sylar
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რაღაც მაქვს მოსაფიქრებელი, მოკლედ კრეატიული დავალება მაქვს შესასრულებელი. 

სადღაც 2-3 წუთი ვიფიქრე და ვერაფერი რო ვერ მოვიფიქრე, უკვე არაკრეატიულად და გამოუსადეგარად ჩავთვალე თავი :facepalm: თან სიცხიანი ვარ.

მოგიტყან პერფექციონიზმი, რომელიც რაღაცის მხოლოდ მაქსიმალურად კარგად კი არა, მაქსიმალურად სწრაფად გაკეთებასაც მოიაზრებს. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი

Better Call Saul 10/10. 

თავიდან ფეხს ვითრევდი. მეშინოდა, Breaking Bad-ის legacy არ შეებღალა, მისთვის ჩირქი არ მოეცხო, მაგრამ თურმე არა მცოდნია რა, მე უგუნურს. Vince fucking Gilligan delivers, as always. თავიდან შედარებით წყნარად იწყება, როგორც მისი წინამორბედი, მაგრამ ზუსტად იცი, რომ ყველაფერი დიდი სურათის ნაწილია და შედევრალური კვანძის შესაკვრელად ყოველი დეტალი საჭიროა, რასაც ხედავ. ამ სერიალს აქვს უნარი, გაგულშემატკივრებინოს, გული დაგწყვიტოს ან გაგახაროს იმ პერსონაჟებით, რომლებიც, რომ დაფიქრდე, არც კი მოგწონს და სხვა ყველა შემთხვევაში, ფეხებზე გეკიდებოდა. აქ ყველაზე დადებით პერსონაჟსაც ბევრ უარყოფითს უპოვი და ყველაზე უარყოფითი პერსონაჟის გამართლებაც შეგიძლია. საერთოდ არ გრჩება ეგეთი შთაბეჭდილება, რომ ლავსთორია, არადა სერიალის დასრულების მერე, ეგ შეგრძნებაც მოდის, რომ თურმე ლავსთორისაც უყურებდი ამდენ ხანს და ძალიან საინტერესოს, რომელსაც ისე გულშემატკივრობდი, რომ ვერც ხვდებოდი. 

სერიოზული ვილენების სამჭედლო, ბბ reference-ები, რომელიც ამ სამყაროს არცერთ გულშემატკივარს გულგრილს არ დატოვებს და სერიოზულ ნოსტალგიებში გადააგდებს. იდეალურად შეკრული ფლოთი, იდეალური ქასთინგი, იდეალური შესრულება, იდეალური გადაღება, იდეალურად დაწერილი პერსონაჟები, იდეალური დასასრული! თავიდან აღარ ამომდის. 

მოლოდინი მქონდა, რომ ხარისხიანი იქნებოდა, მაგრამ Breaking Bad-ზე დაბლა იდგებოდა. საბოლოო ჯამში მივიღე პროდუქტი, რომელიც ამაყად დგას პედესტალზე Breaking Bad-ის გვერდით და არავითარ შემთხვევაში, ქვემოთ. ბრავო. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

რაიზდ ბაი ვულვს მაქვს მისამთავრებელი ბოლო სამი სერია ვიბრიდები იმდენად ნელა ვითარდება. პროსტა პზდც. 2 სეზონის მაგივრად 2 სერია რომ გადაეღოთ იქნებოდა სუპერ.

Share on other sites

  • ფორუმელი

@01000001 ბევრი კარგი სერიალი გადაიღეს ბოლო წლებში. ადრეული წლების პლუსი ის იყო, რომ ცოტადან გქონდა ამოსარჩევი და მარტივად ხდებოდა ეგ ამბავი, ახლა ძალიან დიდი არჩევანია და როცა ჩემნაირი picky მაყურებელი ხარ, რაც ყურებაზე მიგდის, ერთი მაგდენსაც არჩევას ანდომებ. 

ზემოთ რაც დავდე, მაგაზე ვინც რა არ უნდა დაწეროს, ჩემთვის ყოველთვის შედევრად დარჩება. 

 

ახლა The Wire-ს ვუტრიალებ. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი

@01000001 ის თემა დაიხურა და გაშალე აქ აბა რაზე საუბრობდი, რომ ჩაეკითხე, დარწმუნებული თუ ხარ, რომ ფსიქოატიური ნივთიერების გავლენის ქვეშ არ ხარო. მეც მაქვს რაღაც თეორია მაგაზე და შენიც მაინტერესებს.

Angels lie to keep control.

Share on other sites

@Sylar  

ჰაერის, წყლის და სხვა daily კვების ნივთიერებების შემადგენლობის ცვლილებას შეუძლია გავლენის მოხდენა ცნობიერებაზე. არაა აუცილებელი ნამეტანი შემჩნევადი ყოფილიყო ერთ მშვენიერ ან ნაკლებად მშვენიერ ისტორიულ ეპოქაში ინტოქსიკაციის გამო ყველას სინქრონულად რომ გაერეკა.

 

მეორე საკითხია საერთოდ თუ არის შესაძლებელი ნორმალური მდგომარეობის სტანდარტის განმარტება.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share