ფორუმელი Sylar Posted 28 მაისი, 2023 Author Posted 28 მაისი, 2023 ვერ ვიჯერებ, რომ სიზმრის ყველაზე საინტერესო და კულმინაციურ მომენტში შეიძლება რეკავდეს მაღვიძარა ყოველთვის, რაღაც ნიტოა Mastermind-ული და არაამქვეყნიური გაქცევის გეგმა დავდე და აღვასრულე ვიღაც მეამბოხე კამანდისთვის, ნახევარზე მეტი საქმე გაკეთებული იყო და ბოლო შტრიხის შესრულება დავიწყეთ თუ არა, რის მერეც თავისუფლება გველოდა, ზუსტად მანდ დარეკა ამ ნაბოზარმა. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 29 მაისი, 2023 Author Posted 29 მაისი, 2023 CS:GO-ს მთელი დეველოპერული გუნდის ოჯახის თითოეული წევრი გადავტყანი ძალიან ბრუტალური მეთოდებით Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 9 ივნისი, 2023 Author Posted 9 ივნისი, 2023 ღამის პერსონაჟი: Shane Walsh სერიალიდან The Walking Dead. ეს სერიალი მრავალი წლის წინ დავიწყე, მაშინ ჯერ კიდევ 2 სეზონი იყო გამოსული და ჩემი ფავორიტი პერსონაჟი სწორედ შეინი იყო. პოსტაპოკალიფსურ სამყაროსთან იგი ყველაზე ადრე ადაპტირდა და ყველაზე პირველმა დაიწყო ისე აზროვნება და მოქცევა, როგორც საჭირო იყო და არა ისე, როგორც უნდოდა. ეს ზოგადად, მაგრამ იყო ერთი ხაზი, სადაც ამ პრინციპს არ მიჰყვა. სერიალის მთავარი გმირის და თავის ძმაკაცის ცოლს სტყნავდა, მას შემდეგ, რაც მასაც და ცოლსაც ეგონათ, რომ რიკი გარდაცვლილი იყო. სხვათაშორის, საინტერესო მორალური დილემა იყო ამ სერიალში შეინის მონაწილეობით, სადაც უმეტესობა მას ამტყუნებდა. ერთმა ტიპმა, სახელად ოტისმა, ნადირობისას შემთხვევით ბავშვს გაარტყა ტყვია. ბავშვი მძიმედ იყო და წამლები სჭირდებოდა, რის მოსატანადაც წავიდნენ თავად ოტისი და შეინი. მოკლედ, აიღეს წამლები და უკანა გზაზე ზომბების გარემოცვაში მოექცნენ. მოკლედ შეინმა ფეხში ესროლა ოტისს, ზომბები იმას დაესივნენ და ეს გამოიქცა წამლებიანად. მე შეინს ვამართლებდი. ეს რომ არ ექნა, 99%-ით ორივე მოკვდებოდა და ბავშვსაც ვერ მიუტანდა წამალს. თანაც, მთელი ეს სიტუაცია ოტისის შეცდომის გამო მოხდა. სერიალის ძირითადი სიუჟეტი კომიქსებს მიჰყვებოდა, რაც სამწუხაროა, რადგან სერიალის ყველაზე კარგი პერსონაჟი "დაავეისთეს" რეჟისორებმა. გასაგებია, რომ რიკის და შეინის ერთად ყოფნა აღარ გამოდიოდა სიუჟეტში, მაგრამ მოკვლის ნაცვლად, უბრალოდ უნდა გამქრალიყო და 7-ე სეზონში დაბრუნებულიყო სხვა სასტავთან ერთად. მაგალითად, როგორც ნიგანის მარჯვენა ხელი. ძალიან საინტერესო რაღაცების გაკეთება შეიძლებოდა. თავად ნიგანი ჩემი ფავორიტი პერსონაჟია მაგ სერიალიდან. მასზე ალბათ სხვა დროს ვისაუბრებ. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
X_Ray Posted 10 ივნისი, 2023 Posted 10 ივნისი, 2023 On 5/28/2023 at 2:12 PM, Sylar said: მაღვიძარა რად გინდა? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 10 ივნისი, 2023 Author Posted 10 ივნისი, 2023 3 საათის წინ, კიჭა said: რად გინდა? დაძინებაში მეხმარება. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 23 ივნისი, 2023 Author Posted 23 ივნისი, 2023 გრძელდება რუბრიკა ღამის პერსონაჟი, ამჟამად არჩევანი შევაჩერე ერთ-ერთ საუკეთესო პერსონაჟზე სერიალების ისტორიაში. ჯეიმს ფორდი, იგივე სოიერი. სოიერი არის მარტოხელა მგელი, რომელსაც ცხვრის ფარასთან ერთად არსებობა მოუწია. იგი ვერც ცხვრების კამპანიაში ეწერება და არც მწყემსებს ემორჩილება. ჩანს რომ ძალიან ეგოისტია და შეიძლება ასეცაა, მაგრამ ყველაზე კრიტიკულ მომენტებში, დაუფიქრებლად სჩადის ყველაზე არაეგოისტურ საქციელებს და მსხვერპლზე მიდის. სოიერს შეუძლია სასურველი ქალის ერთი კოცნის გამო ფრჩხილებქვეშ გაყრილი ეკლები აიტანოს. სოიერი ცოდვილია და საკუთარი ცოდვები ძალიან სტანჯავს. რაც იმას მიანიშნებს, რომ შუბლის ძარღვი გააჩნია. ამ ცოდვების გამო საკუთარი თავი მოიძულა, ერთგვარ თვითგვემაში ჩავარდა და საკუთარი ქცევებით ცდილობს, რომ სხვებისგანაც სიძულვილი დაიმსახუროს. სოიერს ძალიან კარგი სარკაზმი და ყველაზე კარგი იუმორის გრძნობა აქვს. სოიერი გულის სიღრმეში კეთილია. როცა ტახზე გამწარებული შურის საძიებლად მიდის და ბოლოს, მიაგნებს კიდეც, შეეცოდება და სასხლეტს აღარ გამოჰკრავს. სოიერს სჭირდებოდა კუნძული რეაბილიტაციისთვის, საკუთარი თავის დასაბრუნებლად და ცოდვების გამოსასყიდად. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 26 ივნისი, 2023 Author Posted 26 ივნისი, 2023 ბოლო დაკვირვებას გაგიზიარებთ. შეცდომების დაშვება ზოგჯერ საჭირო კი არა, აუცილებელია. ბალანსი ყოველთვის კარგი არ არის. სასწორი როცა დიდხანს არ იხრება არცერთ მხარეს, ჯობს ბნელი მხარისკენ გადაიხაროს, რადგან ეს გაძლევს სტიმულს იმისთვის, რომ მეორე მხარეს გადახვიდე და მოძრაობას იწყებ. პერფექციონიზმის დევნა დამღუპველია. ვფიქრობ რომ პერფექციონიზმის დევნაში საკუთარი თავის ყველაზე ცუდი ვერსიისკენ მივიწევთ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
სამურაი Posted 26 ივნისი, 2023 Posted 26 ივნისი, 2023 ადამიანის ინდივიდუალური და სუბიექტური ხედვები რომელიც ასე ძლიერ სჯერა მას დროსა და სივრცეშია მოგროვილი, დაპრესილი და გადამუშავებული მთელი დარჩენილი ცხოვრება ამ ყველაფრის გარეთ გამოტანაა სხვა თუ არაფერი ადამიანის შეხედულებაა, ანუ ფანტაზიაა, ანუ არც იმდენად სანერვიულოა ყველაფერი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა