Jump to content
×
×
  • Create New...

წარმოიდგინეთ


Sylar
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

როგორც ჰოლივუდია, ეგეთი დიდი სივრცე რო იყოს გამოყოფილი და სხვადასხვა მსოფლიო კლასიკები რო იყოს გაცოცხლებული, წიგნების სახით. 

გარემო, იმ დროის ინტერიერი, წიგნში აღწერილი რომელიმე საკულტო რესტორანი, ამ წამს ტრიუმფალური თაღი გამახსენდა თავისი კალვადოსით. ტურისტული ზონა რომ იყოს და იმ პერიოდის სამოსით მოძრაობდეს ხალხი. 

ან როგორც westworldშია, რობოტები რომ იყვნენ წიგნის პერსონაჟებად დაპროგრამებულები, შენ შედიოდე მაგ სივრცეში და კონკრეტული პერსონაჟის გზას გადიოდე.

ჰეჰ :) 

წარმოიდგინეთ. 

რომელი წიგნის სამყაროში შეხვიდოდით, რომელ პერსონაჟად გარდაიქმნებოდით? 

ალბათ ნიკოლაი სტავროგინი. 

თქვენ იფიქრეთ, მე შემოვივლი ხოლმე მანამ, სანამ აღარ შემოვივლი. 

 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი

მატარებელში მინდა მიშკინს ვებაზრო...

ან ონეგინს ტატიანას დაბადების დღეზე...

 

ნაუტილუსში მინდა ვახშმობა კაპიტან ნემოსთან ერთად და კიდევ უკაცრიელ კუნძულზე ხორბლის ბიბინა ყანაში სეირნობა და სანსეტები საყვარელ ადამიანთან ერთად ამ ხორბლის ყანაშივე...

ნუ რა თქმა უნდა მეთვრამეტე მეცხრამეტე საუკუნეების შრიალა კაბებზე და მარაოებით ხელში სეირნონაზეც არ ვიტყოდი უარს :lol:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ბრისენდენთან ერთად დავლევდი ბარში და სოციალისტების შეკრებაზე წავიდოდი. 

მის ეფემერას წავიკითხავდი. 

აჩრდილის გემბანზე ავიდოდი, მგელ ლარსენთან გაუთავებელი დიალოგები მექნებოდა.

რიშელიეს გვარდიაში ჩავეწერებოდი, რომ 3 მუშკეტერისთვის მუშკეტი ტრაკში გამეკეთებინა.

პროსპერ მერიმესეულ კორსიკაში წავიდოდი. 

დონ კიხოტესთან ერთად ვიმოგზაურებდი. 

ანჟოლრასთან ერთად დავდგებოდი ბარიკადზე.

 

 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი

აღმოსავლეთის ექსპრესში გამოვიძიებდი მკვლელობას პუაროსთან ერთად:yeah:

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

@ფორთოხალი ეგეც გამახსენდა, მერე მერე ვიფიქრე რო წინასწარ თუ იცი, მუღამი ეკარგება და წინასწარ თუ არ იცი, ჩემს ფეხებს გამოიძიებდი მაგ საქმეს :lol: ბოლო პერიოდში წავიკითხე აგათას რაღაცები, რაც არ მქონდა წაკითხული და ზოგჯერ ვარტყამ ხოლმე მკვლელს, მარა აღმოსავლეთის ექსპრესში ნაღდად არ გამომიცნია. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, PoisonnIvy said:

უწიგნური ვარ, სამწუხაროდ, ვერაფერს წარმოვიდგენ.

 

:scared:

ოდნავადაც კი არ გეტყობოდა :)

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share