Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ დაგვცინის ცხოვრება?


სამურაი
 Share

Recommended Posts

იბადები და პირველი რასაც აკეთებ არის ტირილი იმიტომ რომ გტკივა
მერე ბავშობა, საბავშო ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი
ის წლები როცა იდეალისტი ხარ და ფიქრობ რომ სულ ასე Art შეგრძნებებით იქნები მთელი ცხოვრება
მერე იწყებ მუშაობას და იძულებული ხარ ამ რუტინის ფონზე სოციუმის დოგმები მოიგერიო 
იმდენს გირეცხავენ ტვინს ბოლოს საკუთარი თავი გძულს რადგან საკმარისად "კარგი" არ ხარ
გახდები 25 ის და აღმოაჩენ ისეთ ენერგიაზე ვეღარ ხარ, 
გამთენიის ერექციებიც აღარაა ისე ხშირად როგორც უწინ
უკვე იწყებ იმაზე ფიქრს რომ დიდ რაკეტაზე ზიხარ და უნდა მართო თორემ რამეს შეეხეთქება და აფეთქდები
მერე იმაზე იწყებ ფიქრს როგორ და რანაირად შექმნი ოჯახს, იმის ფონზე რომ თითქმის შეუძლებელია სიყვარულის პოვნა
იპოვნი და ბოლოს როგორც წესი მდედრი მატერიალურ კომფორტს ამჯობინებს ვიდრე უპერსპექტივობის განცდას
ამ უაზრო ყოფაში რა უნდა ასწავლო შვილებს რომ ნორმალური ადამიანები გახდნენ ტიკტოკა სოციუმის ნაცვლად
იმაზეც ფიქრობ რომ მშობლები ბერდებიან და რამდენად გამოადგები მათ, არ გინდა რომ ტკივილნარევი სიბერე ჰქონდეთ
მერე იმას ფიქრობ რომ ოდესმე მოკვდებიან და რჩები მარტო, ან შენ გაასწრებ ეგეც არაა გამორიცხული
ამდენ საინფორმაციო სიახლეებს ვეღარ უმკლავდება გონება და ბოლო ძალიან ბევრი რამის სურვილი გიქრება
განმარტოება გინდება და ასეც ხდება რადგან საერთო ინტერესები ვეღარაა რადგან ცხოვრება ძალიან აჩქარდა
თითქოს სულ სადღაც გვეჩქარება
ამიტომ რჩები მარტო, მაგრამ ჰომ უნდა იმუშაო, მაინც გიწევს ხალხთან კონტაქტი
ვინც ყოველ ჯერზე გიმტკიცებს რომ შეცდი, სულელი ხარ რადგან მეგობრულად მიუდექი მათ
ვისაც ელემენტარული ემპათია არ გააჩნიათ ხოლმე როგორც წესი და ძალიან ცივები არიან
რაღაც მომენტში ფიქრობ რომ შენც ეგეთი გახდე რადგან ძალიან ბევრი ეგეთი ხალხია
მაგრამ მერე იხსენებ რომ თუ ერთხელ ცხოვრობ ჯობია ის შენი რეალური მე აცოცხლო, თუნდაც მარტოობაში, მაგრამ არ დანებდე
იყო ისეთი როგორიც ხარ, მერე რა თუ მაინც ვერავინ გიპოვნის ( ეს სტეფანეს ახალი კლიპიდანაა ტექსტი :D

განცდა გაქვს რომ ძალიან ცოტა დრო გაქვს რამე რომ მოასწრო ამიტომ ნებდები სურვილებს და უარს ამბობ გრანდიოზულობაზე
გადაწყვეტ რომ შენთვის იცხოვრო როგორც არაფრობამ რადგან ამ კოსმოსში არაფერს გააჩნია ლოგიკური ახსნა

ჰოდა ამას ვახსენებ ჩემ თავს
რომ ოდესმე ყველაფერი მორჩება
და ფრიად სასურველი, ამაღელვებელი და სამადლობელი რაღაცაა ეგ 

Share on other sites

  • ფორუმელი

წაკითხვა დამეზარა, მაგრამ არაფერი დაგცინის

ნი მოიგონებთ ხოლმე რაღაცებს

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, სამურაი said:

და ბოლოს როგორც წესი მდედრი მატერიალურ კომფორტს ამჯობინებს

ეს ფრაზა ამოიღე ოღნდაც :დ

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, ნაკო said:

ეს ფრაზა ამოიღე ოღნდაც :დ

მის დაკვირვებებში რატომ ცდილობ შეჭრას? :spy: 

Angels lie to keep control.

Share on other sites

@ნაკო როგორც წესი თქო ნაკო, არ მითქვამს რომ არ არიან მდედრები არამატერიალური ტკობებით რომ იჯერებენ ყოფიერებას

@Sylar ნაკოზე დაშვებულია :boli: 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share