Jump to content
×
×
  • Create New...

დღის თემა


Sylar
 Share

Recommended Posts

2 საათის წინ, Sylar said:

მორალური

მორალი NPC-ების საკონტროლებელი მექანიზმია.

2 საათის წინ, Sylar said:

დატოვებდით ყველაფერს ისე, როგორც არის და გაუშვებდით ციხეში ამ ქალს, თუ აღიარებდით ჩადენილს? 

სცენარს გააჩნია. იქნებ ციხეში მოსახვედრად დაარტყი ვინმეს და სისტემა რანდომ NPC-ს სახით დადასტურებას გთხოვს. ნუ ტიპა შემდეგი ლეველის ჩასატვირთად.

Share on other sites

  • ფორუმელი

მოკლედ, ჩემი აზრი აქამდე არ დამიწერია, რადგან მთელი დღის განმავლობაში ნელ-ნელა ვხარშავდი და სიტუაციაში შესვლას ვცდილობდი.

ნავარას აზრს, რომელიც დაახლოებით იმას ამბობს, რომ მორალი სისულელეა და კონტროლის მექანიზმი, არ ვეთანხმები. მე ჩემი კოდექსი გამაჩნია და ვცდილობ, მის მიხედვით ვიმოქმედო. მაგ კოდექსში რა თქმა უნდა არ წერია, რომ თუ მანქანით ვინმეს გავიტან და იქვე დაბნეულ მძღოლს ეგონება, რომ თავად გაიტანა, უნდა ვუთხრა, რომ ეს მე ვქენი. მანდ მოკლედ წერია, რომ ჩემი საქციელის გამო სხვას არ უნდა ვაგებინო პასუხი. აქ საქმეში შემოდის პასუხისმგებლობის სიმძიმე. ციხეში წლობით ჩაჯდომის და ცხოვრების დიდი ნაწილის უნიტაზში ჩაშვების შიშმა, შეიძლება ამ პრინციპს გადაგახვევინოს. მაგრამ რის მაქნისია პრინციპი, თუ მას მხოლოდ შერჩევითად გამოვიყენებ? წინა მაგალითში (ჰეინცის დილემა), დაუფიქრებლად ავირჩევდი წამლის ქურდობას ჩემი ცოლის გადასარჩენად, იმიტომ რომ ჩემს პრინციპებს არ ეწინააღმდეგება ქურდობა, როგორც ასეთი. ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება ქურდობა, როცა რაიმე უფრო დიდი სიკეთის მისაღებად არაა ჩადენილი. ანუ, ჟან ვალჟანი, რომელმაც მშიერი ბავშვების გამოსაკვებად პური მოიპარა, ჩემთვის კრიმინალი არ არის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ ვერ შევძლებდი ცხოვრებას ამ დანაშაულით, ჩემი სასჯელი იქნებოდა იმაზე არანაკლები, ვიდრე ციხეა. ვისაც "დანაშაული და სასჯელი" წაუკითხავს, იმან იცის, რომ ციხეზე უარესი სასჯელებიც არსებობს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პასუხს ვაგებდი ჩემს საქციელზე. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

1 საათის წინ, Sylar said:

მე ჩემი კოდექსი გამაჩნია

ბულშიტ.

კოდექსი _ურთიერთქმედების_ ნორმების ერთობლიობაა. ბაბლისაგან მოწყვეტით ცალკე ვაკუუმში არ არსებობს. შენ შეგიძლია იმოგზაურო ერთი სოციუმიდან მეორეში (ანუ შეგიძლია არსებობა ვაკუუმში). შესაბამისად კონკრეტული კოდექსი(რომ პასუხისმგებლობას აიღებ) შენი თვისება არაა.

Share on other sites

  • ფორუმელი

@NAVARA რატო ართულებ.

რაც სამყაროს შეცნობა დავიწყე, მანდედან დღემდე რაც ვნახე, რაც გავაანალიზე, რაზეც ჩავთვალე რომ არასწორია, უსამართლოა და ა.შ. ავდექი და ავიკრძალე საკუთარი ნებით. იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ცხოვრებაა ათეისტი ვარ, დოსტოევსკის ზოგიერთი ათეისტი პერსონაჟივით არ ჩამითვლია, რომ თუ ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი დასაშვებია. სამოთხეში წასვლის სურვილით გაკეთებულ კარგ საქმეს ფასი არ აქვს, ისევე როგორც ჯოჯოხეთის შიშით ცოდვისგან თავის შეკავებას. ფასი მაშინ აქვს, როცა სასჯელის არ გეშინია, თავზე ხელის გადასმასაც არ მოელი და მაინც ისე იქცევი, როგორც სწორად მიგაჩნია. 

 

რო დააკვირდე, მორალი სისულელე კი არა, რაღაც მხრივ ბევრად მაგარი იქნებოდა, ვიდრე კანონია, რადგან ყველას რომ გააჩნდეს, ადამიანთა მოდგმა ბევრად უფრო კარგი ტიპი იქნებოდა, ბევრად ნაკლები ბოროტება იტრიალებდა ხალხთა შორის, etc.

Angels lie to keep control.

Share on other sites

1 საათის წინ, Sylar said:

 რატო ართულებ.

ok წარმოიდგინე რომ ხარ ინდიელი. პრიჩომ ისეთი ტომიდან სადაც პასუხისმგებლობის ცნება საერთოდ არ არსებობს. ნუ ტიპა არც შესაბამისად ციხეები აქვთ. სიტუაცია იგივეა. გართობის მიზნით ვიღაც უცხოტომელს მისდევთ მანქანით მთელი ბრიგადა. ბოლობოლო მიასრისე სადღაც და ეხლა ვიღაც დედალი იბრალებს რომ მე ვქენიო. რას იტყვი? სპეცომ შემომიღობეთ სადმე და მკვებეთ სანამ ჩეესვე არ განმიქარვდებაო?

Share on other sites

  • ფორუმელი

@NAVARA ვინმე ამბობს რო ეგრე ვიზამდი მაგ შემთხვევაში? რახან მაგ დროს სხვანაირად ვიზამდი, დავრჩე მაგ დონეზე და ან განვვითარდე? განვითარდა მაგის მერე კაცობრიობა, დახვეწა რაღაცები, იფიქრა ბევრ რაღაცაზე, გააანალიზა და მიხვდა, რომ ერთხელ ბოძებული სიცოცხლე მაგას არ იმსახურებს, რომ გასართობად ვხოცოთ ხალხი ბუზებივით.

Angels lie to keep control.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   387 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 386 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(2)