Jump to content
×
×
  • Create New...

Trolley problem-ის ვარიაცია


Sylar
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Seth said:

იმიტომ რომ შუა საუბარში ჩაგვერთე პატივცემულო

არავის არ ჩავერთე, ყოველგვარი დათაგვისა და დაციტირების გარეშე ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი კონკრეტულ წინადადებაზე, რომელიც მოვისმინე. ანუ ვის გადავარჩენდი, 5 მოხუცს თუ 1 ბავშვს და მშვენივრად აღვწერე პირადად ჩემი გადმოსახედი, თუ რას რატომ გავაკეთებდი და საერთოდ არ მითქვამს, რომ სრულად ვიზიარებ იმ პატივცემულის პოზიციას და ყველაფერში ვეთანხმები. ეს უკანასკნელი იყო პირადად შენი არასწორი ინტერპრეტირება, რაც, როგორც ვხედავ, ჩვევაში გაქვს გადასული. კონკრეტულად ვინმესთან რომ მდომოდა დიალოგში შესვლა და განხილვა მაგ თემაზე, დავაციტირებდი თითოეულ წინადადებას, ჩავმოწერდი კითხვებს და მოვითხოვდი არგუმენტებს. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Sylar said:

მაგალითად, თუ ერთ მხარესაა წლის ბავშვი, მეორე მხარეს კი  ხუთი 80 წელს გადაცილებული ადამიანი, გადავარჩენდი ბავშვს. მისი ცხოვრების მოლოდინი შეადგენს დაახლოებით 70 წელს კიდევ, ხომ ასეა? იმ მოხუცების მოსალოდნელი სიცოცხლის ჯამი არის სადღაც 50 წელი მაქსიმუმ. ასევე, 5-ვემ განვლო საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება, ბევრი ადამიანი ვერ აღწევს 80 წლამდე, 5 წლის ბავშვის სიკვდილი კი მოხუცის სიკვდილზე ბევრად დიდ უსამართლობად მიმაჩნია. 

არ გეთანხმებით - პრიორიტეტებია არეული პატივცემულო ; არც ანგარიშია სწორი ...

რადგან ასე ფიქრობთ ; მაშ მიპასუხეტ გეთაყვა

- ის ხუთი 70 წლის მოხუცი რამდენ ბავშვს გაუზიარებს საკუთარ მდიდარ გამოცდილებას ? 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Sylar said:

5 მოხუცს თუ 1 ბავშვს

ანუ - 1 ხეს აიღებდით თუ მაგალითად ამგვარი ხისგან დამზადებულ 5 საწერ მაგიდას ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, Sylar said:

ყველას გაგიგიათ ალბათ ეს ქეისი, სადაც მატარებელი მიდის და ორი ვარიანტია: ან აგრძელებს სვლას თავის რელსზე და კლავს 5 ადამიანს, ან შეგვიძლია შევუცვალოთ მიმართულება, გადავიყვანოთ მეორე რელსზე, სადაც მოკლავს 1 ადამიანს. ვიმსჯელოთ, როგორ მოვიქცეოდით და რატომ            (სავარაუდოდ, აქაც შემოვარდება ვიღაც, ვინც იტყვის რომ იი, ეს რა დილემაა, 5 სიცოცხლე ვს 1 სიცოცხლე. ასეთებმა შეგიძლიათ პირადში მომწეროთ და საბავშვო ბაღების ლოკაციებს ჩაგიყრით).

Sanam sxva gverdebs sheviswavli isev da isev, es ar aris dilema. Vsmisle ადამიანის მკვლელობა და მითუმეტეს როცა არ ხარ მკვლელი და არ გინდა და ა.შ ეგ ცხადია დილემაცაა და ტრაგედიაც, მაგრამ საპირწონეებს რასაც სასწორზე დებ არასაკმარის პირობას ურთავ ;დ დასრულება აკლია შენს ქეისებს.

 

პირობითად, პირველი კითხვაა 5 ვს 1

საკითხი რთულდება იმით რომ აქეთ არის 5 სადაცაა, 1 მაგარი საზიზღარი ადამიანია 2 მცირეწლოვანი და 1 გმირი  და 1 ორსული  და ის ერთი სადაცაა ის არის დამსახურებული პიროვნება ან შენთვის ძვირფასი ადამიანი. აი ეს უკვე დილემაა, როცა უნდა გააკეთო არჩევანი რომელიც იდეაში საერთოდ არ გინდა, მაგრამ აქეთ არის 1 ადამიანი, თუმცა შენთვის ძვირფასი, იქით 5 ადამიანი, უდანაშაულო ბავშვები და იტდ. ანუ დილემაა ბავშვს მოკლავ თუ საყვარელ ადამიანს, შენი საყვარელი ად რო არ გადაარჩინო დარდს. გადაყვები, თავს დაიმშვიდებ რომ 5 გადაარჩინე მარა შენ რა?! 5 -ს მოკლავ, დარდი გაგყვება რომ მოკალი, თან ბავშვები…

 

შენს მიერ დასმულ ქეისში პასუხი ისევ ცალსახაა, თუ ეგ 2 არჩევანი გაქვს არჩენ იმას ვინც უფრო ღირებულია/საითაც მეტია (თეორიაში და რეალობაში კაცმა არ იცის როგორ გამოვა) აი როცა ემოციური ბმა შემოდის უკვე რთულდებაა.

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, kvipriane said:

არ გეთანხმებით - პრიორიტეტებია არეული პატივცემულო ; არც ანგარიშია სწორი ...

თქვენი აზრით - არეულია, თქვენი აზრით - არასწორია. 

ჩემი აზრით - დალაგებულია, ჩემი აზრით - სწორია. 

6 minutes წინ, kvipriane said:

ის ხუთი 70 წლის მოხუცი რამდენ ბავშვს გაუზიარებს საკუთარ მდიდარ გამოცდილებას ? 

წარმოდგენა არ მაქვს. შესაძლოა 3-ს, შესაძლოა 10-ს, შესაძლოა სულაც არცერთს. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, კიჭარტი said:

შენს მიერ დასმულ ქეისში პასუხი ისევ ცალსახაა

არ არის ცალსახა ადამიანო, რატო არ გესმით რო თქვენთვის რო ცალსახაა, ვიღაცისთვის ორსახაა? 

აგერ, გამოჩნდა ამ ფორუმზე 2 ადამიანი, რომელიც არ ჩაერეოდა და შესაბამისად, 1-ს აცოცხლებდა და არა 5-ს, რანაირადღაა ცალსახა? 

არის რაღაც მომენტები, რომლებსაც ვერ ხედავ, რომ დაინახო, ან უფრო დიდხანს უნდა დაფიქრე, ან როგორც მინიმუმ, წინა გვერდები შეისწავლო. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

2 საათის წინ, Seth said:

თავი აღარ გტკივათ? :დ 

გავხალისდი,თან ისეთ აქცენტებს სვამთ...ხუმრობის გარეშე არ გამოვა თქვენთან კომუნიკაცია))

იმ პატივცემულმა, მის პირველ პოსტში დაფიქირებული პოზიციის პერეფრაზი გთხოვათ და თქვენ ერთ ფრაზას დაათრევთ, მერამდენე გვერდია.

აბა, რაო, დარქნესმა, რითი დაიწყო? მაინცდამაინც, ბავშვი და მოხუცები რომ ჩაგვრჩა.

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Sylar said:

არის რაღაც მომენტები, რომლებსაც ვერ ხედავ, რომ დაინახო, ან უფრო დიდხანს უნდა დაფიქრე, ან როგორც მინიმუმ, წინა გვერდები შეისწავლო. 

;დდდდდდდდ ლოყებზე მოჩქმიტეთ ვინმემ ეს ვარდისფერი ყურცქვიტა

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share