Jump to content
×
×
  • Create New...

ჰეინცის დილემა


Sylar
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Sylar said:

ამ შეხედულებას აუცილებლად გააკრიტიკებდა მეორე მხარეს მდგარი იმანუელ კანტი და მისი დეონტოლოგიური პოზიცია. კანტი მიიჩნევდა, რომ ადამიანებმა, როგორც რაციონალურად მოაზროვნე და გონიერმა არსებებმა, განზე უნდა გადავდოთ პირადი ინტერესები და სწორისა და არასწორის მორალური გამართლება შედეგში კი არა, თვითონ აქტის შინაგან ბუნებაში უნდა ვეძებოთ.

მერე სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა თუ სამი წელი პირობითი

ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მოითხოვდა და მინიმალურ სასჯელს მიცემდნენ

 

მე როგორც ჭეშმარიტი კანტიანელი ვიტყოდი, ჰეინცის მხრიდან დანაშაულის არ ჩადენა ამორალურიც კი იქნებოდა ამ შემთხვევაში

 

 
Share on other sites

19 minutes წინ, NAVARA said:

და ცოლი რომ შეიჭრას თვითონ. ვერა?

ბარემ ცოლის მაგივრად იცხოვროს.

 

რა სექსიზმია თუ სუპრიმასიზმი თუ პატრონაჟი თუ რაცაა.

მაინცდამაინც ქალი უნდა იყოს საპატრონო ყველა ვარიანტში?

:rolf:
+1

ჩემი სათქმელი დაგიწერია. 

30 minutes წინ, Sylar said:

ამ მორალური დილემის

ვერ ვხედავ დილემას. პირადი საკუთრების პატივისცემა VS ადამიანის სიცოცხლე

ჩვენს საზოგადოებაში კერძო საკუთრების აღიარება იმ დონეზე არ არის, რომ ვინმემ პირველი ვარიანტი აირჩიოს. ნუ, ჩვენს სოციუმში კი არა, იმ საზოგადოებაზე ვფიქრობ, რომლის წევრებიც ადამიანის სიცოცხლეზე წინ კერძო საკუთრებას დააყენებდნენ. 

შვეიცარიაში თუ ავსტრიაშიც კი, სადაც კანონი კანონობს, მგონია, რომ ხალხი ადამიანის სიცოცხლეს აირჩევს.
თუმცა, რეალობაში რატომ არ ხდება ასე, ეს უფრო საინტერესოა. რატომ კვდება ათასობით ადამიანი იმის გამო, რომ ძვირადღირებული წამლების თუ ოპერაციების საშუალება არ აქვთ და თავად ისინი თუ მათი ახლობლები რატომ არ იბრძვიან, თუნდაც ქურდობით ან მკვლელობით? განსაკუთრებით, მაშინ როცა საზოგადოების დიდი ნაწილისგან მათი ქმედება დადებითად  (ემპათიას თუ დანაშაულის ლეგიტიმიაციის წყაროს მიიღებენ) ფასდება?

დასჯის გვეშინია, ვითომ?

ისე ბრეიქინგ ბედის სცენარისკენ მივდივართ, ყველაფერი დასაშვები რომ ხდება, როცა საკუთარი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგება, დღის წესრიგში.

Share on other sites

9 minutes წინ, Sylar said:

მოკვლა და ჭკუის სწავლება ერთად ვერ ძოვს ბალახს, მაშინ ეგრე თქვი, რომ ჭკუის სწავლება კი არა, დასჯა გინდა ამორალური საქციელისთვის. 

რატომაა ამორალური საქციელი? 

არ უნდა და არ მაძლებს დაბალ ფასში წამალს

ჰოდა მეც მინდა და ვკლავ მაგის გამო

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Sylar said:

დავიჯერო ვერ ხვდებით, რომ ეგეთი "ცხადი" პასუხი იმათთვისაა, ვინც ეგრე ფიქრობს და არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეორე პოზიციას მიემხრობიან? 

კი, ვხვდები. ძალიან მარტივია ერთი შეხედვით, მაგრამ რადაობა იმაშია, რომ ესეც კი შეიძლება საკამათო გახდეს.

 

ვინც საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებს, მათგან უმეტესობა მაინც არ მგონია საპირისპიროდ არ მოიქცეს და არ შეიპაროს ლაბორატორიაში. აქედანაც ცხადი ხდება, რომ ვიდრე საქმე - საქმეზე არ მიდგება, არავინ იცის ვინ რისი გამკეთებელია და წინასწარ ლაპარაკი სისულელეა, თუმცა როცა საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე, ალბათ თითქმის ყველაფერზე წავა ადამიანი.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Darkness said:

ისე ბრეიქინგ ბედის სცენარისკენ მივდივართ, ყველაფერი დასაშვები რომ ხდება, როცა საკუთარი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგება, დღის წესრიგში.

John Q.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, სამურაი said:

არ უნდა და არ მაძლებს დაბალ ფასში წამალს

ჰოდა მეც მინდა და ვკლავ მაგის გამო

:lool:

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ნორმალურ საზოგადოებაში ექიმს თამასუქს დაუწერდა და აუნაზღაურებდა X დროის განმავლობაში.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Moor said:

მერე სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა თუ სამი წელი პირობითი

ყველა თავისებურად ხედავს საკითხს და ამიტომაც ვერ წარმოუდგენიათ ეს დილემად. სამი წელი პირობითი რა შუაშია. ზოგი ადამიანი სიკვდილამდე პრინციპულია. თუ მის პრინციპებს ეწინააღდეგება, შეიძლება ვირზე შეჯდეს და სხვა ხერხის ძიება დაიწყოს, ამასობაში ცოლიც მოკვდეს.

5 minutes წინ, სამურაი said:

რატომაა ამორალური საქციელი? 

მე არაფერს არ ვამტკიცებ, შენი საუბრიდან გამოვდივარ. ანუ არაა ამორალური საქციელი და უბრალოდ სურვილის გამო კლავ?

 

Angels lie to keep control.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   346 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 344 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(4)
    • Seth
    • YandexBot(2)