ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 1 აპრილი, 2023 Posted 1 აპრილი, 2023 მოგეხსენებათ დღეს პირველი აპრილია და მთელი ცივილიზებული სამყაროს შეგნებული ნაწილი იორმუღანლოს დაარსების დღეს აღნიშნავს, ხოლო შეუგნებლები - იცით რასაც. ვულოცავ ამ პატიოსან, მშრომელ ხალხს მათი მშობლიური კუთხის დაარსების დღეს! აქვე მინდა საქმეში ჩაუხედავ ხალხს მოგიყვეთ ისტორია, თუ რატომ დაერქვა იორმუღანლოს იორმუღანლო და არა თოხიგორა, რაც დაარსებისას ეწოდა. იმ დროს, როცა აწ იორმუღანლოდ წოდებულ თოხიგორას, ისევე როგორც მთელი მაშინდელი საქართველოს სახელი საქვეყნოდ ჰქუხდა, ხშირად მოდიოდნენ მსვიდობიანი სტუმრები ქვეყნის დასათვალიერებლად. მშვიდობიან სტუმრებს კი იცით როგორც ვხვდებოდით ხოდა ერთხელ საწყალი ირლანდიელი (რომელიც მაშინ ბრიტანეთის უღელქვეშ გმინავდა) ესტუმრა იორმუღანლოს. მას მასპინძლობას ვანო უწევდა, ერთი არაფრით გამორჩეული ადგილობრივი მკვიდრი. მოგეხსენებათ საწყალი ირლანდილები სამშობლოში ელის სმას არაინ მიჩვეული, რომელსაც დიდი კათხებით სვამდნენ ვანომ კი ღვინით დაამშვენა სუფრა და მისმა მეუღლემაც ჩვეულებრივი ღვინის ჭიქები შემოუწყო მაგიდას. ირლანდიელმა პატარა ჭიქები რომ დაინახა, დაიწუნა და თაროზე შემოდებული მაწვნის ქილები მოითხოვა სასმისად. დაასხა ვანომ ქილებში ერთი, დალიეს, დაასხა მეორე - დალიეს. მიდგა ჯერი მესამეზე და ვანომ სტუმრისთვის შევსება რომ დააპირა, 6º-იან ელს მიჩვეულმა ირლანდიელმა ხელი დააფარა თავის ქილას და ვანოს მიუგო your mug only-ო. იორმაგონლი და შე კარგმოტყნულო, გესვა ადამიანურად ჭიქითო! ალალად უთხრა ვანომ მას მერე ვანოს იორმაგონლი შეარქვეს უბანში, მოგვიანებით მთელ უბანზე გარცელდა ეს სახელი და საბოლოოდ მთელ დასახლებულ პუნქტს ახლაც იორმუღანლო ჰქვია 2 მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 1 აპრილი, 2023 Posted 1 აპრილი, 2023 ვეკ ჟივი ვეკ უჩის'! 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 1 აპრილი, 2023 Posted 1 აპრილი, 2023 ღოლოიანი ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა