Jump to content
×
×
  • Create New...

წარმოიდგინეთ სიტუაცია


Sylar
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Darkness said:

მსგავსი მოტივი ძალადობის ლეგიტიმაციის საფუძველს გაძლევს

მერე რა? ზოგჯერ ძალადობა არათუ გამართლებული, არამედ აუცილებელიცაა. მაგალითებს მოგიყვანდი, მაგრამ ჭკვიანი გოგო ხარ. 

6 minutes წინ, Darkness said:

რომელსაც სოციუმისგან ემპათიის მიღებისთვის მშვენივრად გამოიყენებ.

სოციუმისგან ემპათიის მიღება არც ისე რთულია. როგორც ვახსენე, ისეთ ავადმყოფებს ჰყავდათ გადამკვდარი ფანები. აი მეც, ვიცი, რომ ჩარლი მენსონი არ უნდა მომწონდეს და შეიძლება არ ვაღიარო, მაგრამ შინაგანად, რაღაც ლეველზე ვგრძნობ, რომ სიმპათია მაქვს მის მიმართ. ხოდა კითხვა იმაში მდგომარეობს, მე რად მინდა სოციუმის ემპათია? მე მხოლოდ სამართლიანობა მინდა და პლუს ამას, საზოგადოებას ვაშორებ ჭირს. მე არ ვარ მკვლელი, ჩემი თვითმიზანი ან შინაგანი სურვილი არაა ვინმეს მოკვლა, მაგრამ არის ადამიანი, რომელმაც დაიმსახურა ეს და მე ვაკეთებ ამას. 

11 minutes წინ, Darkness said:

ომის ვეტერანებს გმირებად რომ აღიქვამენ და აპრიორულად, პატივსცემენ.

კი ბატონო. აპრიორი პატივსაცემია ის, რომ რაღაცის გამო შეუძლია ადამიანს საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. ასევე ომში თუ შემოგაკვდა შემთხვევით უდანაშაულო, ეგ ისევ შენ დაგტანჯავს, თორე მაგაში მორალურად დამამძიმებელ საქციელს ვერ ვხედავ. გაუპატიურება კი ისეთი რამაა, რასაც ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავამართლებ, ვერც ომის დროს. მაგის ჩამდენი ადამიანი, ვერ იქნება ჩემთვის პატივსაცემი ვერანაირად. ხოდა მართალი ხარ, ულაპარაკო პატივისცემას არავინ იმსახურებს და არც უნდა ვცეთ. ამიტომ მიყვარს ხოლმე ჩაძიება დეტალებში თუ მიყვარდა, აღარ ვიცი უკვე რომელია სწორი :givi: 

Angels lie to keep control.

Share on other sites

44 minutes წინ, Sylar said:

მერე რა?

მერე ის რომ ვკითხულობ: შედეგი - სიკვდილით დასჯა - გადარდებს თუ პროცესისგან სიამოვნების მიღებასაც ცდილობ?

წამების ეთიკა და ფსიქოლოგია საინტერესო საკითხია, ამ მხრივ. 

46 minutes წინ, Sylar said:

აი მეც, ვიცი, რომ ჩარლი მენსონი არ უნდა მომწონდეს

სოციალიზაციას რა ვუთხარი, როგორ გვაჩვევს საზოგადოებაში ცხოვრება დევიაციური ქცევისადმი მსგავს დამოკიდებულებას...

53 minutes წინ, Sylar said:

მე მხოლოდ სამართლიანობა მინდა და პლუს ამას, საზოგადოებას ვაშორებ ჭირს.

ხშირად ნორმა და სამართლიანობა შეფარდებითია...
 

 

ისე, წარმოიდგინე სიტუაცია, რომ იმ ტიპის, რომლის დასჯაც გინდა მხოლოდ გაუპატიურებით გატყდება, როგორ მოიქცევი? :givi:

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Darkness said:

მერე ის რომ ვკითხულობ: შედეგი - სიკვდილით დასჯა - გადარდებს თუ პროცესისგან სიამოვნების მიღებასაც ცდილობ?

შედეგი მადარდებს, რომ მიიღოს ის, რაც დაიმსახურა. ამ დროს შეიძლება ისეთ მეთოდებს მივმართო, რომელიც პირიქით, ჩემთვის ძალიან უსიამოვნო იყოს. თვითონ ეგ მომანიჭებს კმაყოფილებას, რომ დაისაჯა და არა ფრჩხილის აძრობის პროცესი, სიტყვაზე. 

9 minutes წინ, Darkness said:

სოციალიზაციას რა ვუთხარი, როგორ გვაჩვევს საზოგადოებაში ცხოვრება დევიაციური ქცევისადმი მსგავს დამოკიდებულებას...

მე მომწონს და მაინტერესებს მანიპულატორები, როგორც წესი. უბრალოდ როგორც ვიცი, სხვა ადამიანების ხელით ჩადიოდა მკვლელობას. ესაა, რაც არ მომწონს, თორე ტიპი ტიპად ძაან მესიმპათიურება, თავისი ქცევიანად )) მაინდჰანთერს დიდი ხანია ვგეგმავ და ფინჩერის იმედი მაქვს, რომ კარგად გაშლიდა გასაშლელს. 

11 minutes წინ, Darkness said:

ხშირად ნორმა და სამართლიანობა შეფარდებითია...

ვთვლი, რომ ზოგ ადამიანს აქვს სამართლიანობის გამძაფრებული შეგრძნება და ასეთი ადამიანები, ძალიან იშვიათია. რთულია ობიექტურად იმის დადგენა თუ ვინაა ასეთი, მაგრამ თავად იმ ადამიანებმა იციან და საჭირო დროს, შესაბამისად მოქმედებენ. 

12 minutes წინ, Darkness said:

ისე, წარმოიდგინე სიტუაცია, რომ იმ ტიპის, რომლის დასჯაც გინდა მხოლოდ გაუპატიურებით გატყდება, როგორ მოიქცევი? :givi:

გამეცინა :givi: ჰმმ...

თუ კაცია და თავად ვინმე გააუპატიურა, მაგ შემთხვევაში რამეს შევტენიდი უკან, ოღონდ ჩემსას არა. თუ არავისზე უძალადია, მაშინ სხვა ხერხებს დავჯერდებოდი. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

ვოპშემ ტაკ ბაყაყცი.

ასეთი დილემის დასმა ითვლება მორალურ ძალადობად.

https://en.wikipedia.org/wiki/Trolley_problem

კრიტიკის სექციას გადახედეთ.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, NAVARA said:

ვოპშემ ტაკ ბაყაყცი.

ასეთი დილემის დასმა ითვლება მორალურ ძალადობად.

მე პირადად მორალურ დილემად ვთვლი და არა ძალადობად, თუმცა ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითი სხვანაირია, მე მქონდა ვარიანტი, სადაც არავინ კვდებოდა, მაგ "trolley problem-ისგან" განსხვავებით. 

კრიტიკას გადავავლე თვალი და ვინც ამბობს, რომ არაპრაქტიკული მაგალითია და რეალობაში არ შეგვხვდება მსგავსი სიტუაცია, ვიტყვი რომ კი, ზუსტად მსგავსი სიტუაცია არ შეგვხვდება, მაგრამ შეგვხვდება რაღაც მაგდაგვარი, სხვა ფორმით. რომც არ შეგვხვდეს, მაინც საინტერესოა, არაპრაქტიკულიც რომ იყოს. 

მაგაზეც გავხსნიდი თემას, თუმცა მგონია, რომ დაეზარებათ დაფიქრება და პასუხი. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

1 minute წინ, Sylar said:

კრიტიკას გადავავლე თვალი და ვინც ამბობს, რომ არაპრაქტიკული მაგალითია და რეალობაში არ შეგვხვდება მსგავსი სიტუაცია, ვიტყვი რომ კი, ზუსტად მსგავსი სიტუაცია არ შეგვხვდება, მაგრამ შეგვხვდება რაღაც მაგდაგვარი, სხვა ფორმით. რომც არ შეგვხვდეს, მაინც საინტერესოა, არაპრაქტიკულიც რომ იყოს. 

მეორე აბზაცი იყო მანდ მნიშვნელოვანი, როგორ მსოფლმხედველობას აყალიბებს. (რომელიმე ოფციის მიღება).

Share on other sites

  • ფორუმელი

Brianna Rennix and Nathan J. Robinson of Current Affairs go even further and assert that the thought experiment is not only useless, but also downright detrimental to human psychology. The authors opine that to make cold calculations about hypothetical situations in which every alternative will result in one or more gruesome deaths is to encourage a type of thinking that is devoid of human empathy and assumes a mandate to decide who lives or dies. 

იმაზე წუწუნებს, რომ ორივე არჩევანი ცუდი და უსიამოვნოა, თან მანამდე იმას ამბობს, რომ არაპრაქტიკული და არაცხოვრებისეულია, მაშინ როცა ცხოვრება გამოტენილია ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეგეთი არჩევანით, სადაც არცერთი არ გინდა, მაგრამ მაინც გიწევს ცუდისა და უარესის გარჩევა ერთმანეთისგან. არც იმას ვთვლი, რომ ემპათიის უნართან რაიმე წინააღმდეგობაში მოდის, პირიქით, მთელი თავისი დიდებულებით უნდა გამოიყენო ეგ ემპათია, წარმოიდგინო მაქსიმალურად ორივე მდგომარეობა, შეხვიდე ორივე პორენციური მსხვერპლის მდგომარეობაში, შეხედო მისი პერსპექტივიდან ყველაფერს, მერე შენი პერსპექტივიდან, Pros / Cons ლისტი გააკეთო და ეს ყველაფერი შეაჯამო. ეს პროცესია თავად საინტერესო და მგონია, რომ ტყუილად წუწუნებს ქალბატონი ბრიანა. შესაძლოა სიყვარული აკლია. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

3 minutes წინ, Sylar said:

როცა ცხოვრება გამოტენილია ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეგეთი არჩევანით, სადაც არცერთი არ გინდა, მაგრამ მაინც გიწევს ცუდისა და უარესის გარჩევა ერთმანეთისგან

კაბალურ სიტუაციებს ქმნიან ადამიანები რომლებსაც ფსიქიკაში აქვთ დეფექტი. ეს დეფექტები ციდან არ ცვივა, გამომწვევები და კატალიზატორები აქვს. მათ შორის თეორიული დილემები რომლებშიც ყველა ოფცია ან ცუდია ან ძალიან ცუდი. სადაც სიტუაციის კაკბისკაზაც მონად გიწევს ყოფნა. ქვედა ლეიერზე კაკრას მონობის ჩაპროგრამირება ხდება მაგით.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   436 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 436 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(2)