ფორუმელი PoisonnIvy Posted 1 აპრილი, 2023 Posted 1 აპრილი, 2023 მკვდრების მეშინია - ვერ მოვკლავდი. ვაწამებდი There's things I wanna say to you but I'll just let you live. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი იასამნისფერი Posted 2 აპრილი, 2023 Posted 2 აპრილი, 2023 22 საათის წინ, Sylar said: რასაც კი თქვენი ფანტაზია გასწვდება. opaaa me sxvagan wavedi ukve, pkt Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 2 აპრილი, 2023 Author Posted 2 აპრილი, 2023 როგორც ველოდი, ქალებს ძალიან ძლიერი პასუხები გქონდათ. შემდეგი. Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
Darkness Posted 2 აპრილი, 2023 Posted 2 აპრილი, 2023 ალტერნატიულ რეალობაში, სიამოვნებით, ვიქნებოდი, დექსტერი. შინაგანი კოდექსიც მექნებოდა, უდანაშაულობის პრეზუმფციასაც დავიცავდი და მერე ვიქმომედებდი. თუმცა ვინმეს წამების იდეა დიდად არ მომწონს. თითქოს საკუთარ მაზოხისტურ სურვილებს იკმაყოფილებ, იმ მომენტში, სხვაზე ძალაუფლებითაც კაიფობ. ჩემთვის, სიკვდილი სიკვდილია. მთავარია საზოგადოება დავიცვა მავნებლობისგან. ამიტომ ერთი ნემსი ან ციანიდის აბიც საკმარისია, საქმისთვის. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 2 აპრილი, 2023 Author Posted 2 აპრილი, 2023 6 minutes წინ, Darkness said: დექსტერი როგორც სერიალმა ვერ წაიღო ჩემთვის თავის დროზე, მაგრამ როგორც იდეა, ანუ ტიპი, რომელიც სარეველებისგან ათავისუფლებს საზოგადოებას და "მოსაკლავს კლავს", ჩემთვის პირიქით, პატივსაცემია. მარტო სერიალში არა, ცხოვრებაშიც პატივს ვცემდი ეგეთ ადამიანს. 7 minutes წინ, Darkness said: თუმცა ვინმეს წამების იდეა დიდად არ მომწონს. თითქოს საკუთარ მაზოხისტურ სურვილებს იკმაყოფილებ, იმ მომენტში, სხვაზე ძალაუფლებითაც კაიფობ. წარმოიდგინე რომ პირადად შენ, ან შენთვის უსაყვარლეს ადამიანს ისეთი რამ გაუკეთა, რითიც სამუდამო დაღი დაგასვა, ვეღარასდროს იქნები ის, რაც იყავი და ვერასოდეს ჩამოიშორებ მაგ მწარე მოგონებას. ეგეთ დროს, არ მოგეჩვენებოდა რომ ზედმეტად დიდი მოწყალება იქნებოდა ერთი გასროლით მოკვლა? Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
Darkness Posted 2 აპრილი, 2023 Posted 2 აპრილი, 2023 3 minutes წინ, Sylar said: ეგეთ დროს, არ მოგეჩვენებოდა რომ ზედმეტად დიდი მოწყალება იქნებოდა ერთი გასროლით მოკვლა? ჰოდა, არაერთხელ რომ წარმომიდგენია, იმიტომ ვამბობ, რომ მსგავს საქმეში ემოციების ადგილი არ არის. ამ წამებით საკუთარ თავში არანაკლებ მოძალადეს აღვიძებ. შედეგზე ორიენტირებულობა მირჩევნია, არა- პროცესზე. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Sylar Posted 2 აპრილი, 2023 Author Posted 2 აპრილი, 2023 6 minutes წინ, Darkness said: ამ წამებით საკუთარ თავში არანაკლებ მოძალადეს აღვიძებ. ამას არასდროს ვეთანხმებოდი. მაგალითისთვის ავიღოთ კაცი, რომელმაც მოკლა ორი მცირეწლოვანი ბავშვი საკუთარი სიამოვნებისთვის და გვამი დაანაწევრა. მე თუ ამ ადამიანს მოვკლავ, ორივე მკვლელები გამოვდივართ, ხომ ასეა? მაგრამ ჩვენს შორის არსებითი განსხვავებაა. ერთია ბავშვების მკვლელი მონსტრი და მეორეა ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც მონსტრი გაანადგურა. ჩემი და მისი გაიგივება არასწორია. მოტივებს ხშირად შედეგზე მეტად უნდა ექცეოდეს ყურადღება. ახლა რაც შეეხება ამას, 9 minutes წინ, Darkness said: შედეგზე ორიენტირებულობა მირჩევნია, არა- პროცესზე. ხოდა შედეგი რა არის? მიზანი. ეგეთ დროს, ჩემი მიზანი იქნებოდა მისი სათანადოდ დასჯა, სათანადოდ დასჯად კი ვერ მოვიაზრებდი სწრაფ სიკვდილს, ამიტომაც მოვუფიქრებდი რამე უფრო საინტერესოს. Death is nothing, but to live defeated and inglorious is to die daily. იფიქრებ რო ნაპოლეონის ეს ციტატა არაფერ შუაშია, მაგრამ კარგად განახებს, რომ სიკვდილი არაა უმაღლესი სასჯელი Angels lie to keep control. Share on other sites More sharing options...
Darkness Posted 2 აპრილი, 2023 Posted 2 აპრილი, 2023 5 minutes წინ, Sylar said: მაგრამ ჩვენს შორის არსებითი განსხვავებაა. ერთია ბავშვების მკვლელი მონსტრი და მეორეა ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც მონსტრი გაანადგურა. ჩემი და მისი გაიგივება არასწორია. მოტივებს ხშირად შედეგზე მეტად უნდა ექცეოდეს ყურადღება. მსგავსი მოტივი ძალადობის ლეგიტიმაციის საფუძველს გაძლევს ,რომელსაც სოციუმისგან ემპათიის მიღებისთვის მშვენივრად გამოიყენებ. თუმცა საკუთარ თავში მყოფ მოძალადესაც კვებავ. ისე საინტერესო თემაა, ცოტა შორს რომ წავიდეთ, ომის ვეტერანებს გმირებად რომ აღიქვამენ და აპრიორულად, პატივსცემენ. არადა, რა იცი ომის დროს, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე შემოაკვდა, ან რამდენი ქალი თუ ბავშვი გააუპატიურა, სამშობლოს ინტერესების დავის მოტივით. 11 minutes წინ, Sylar said: სათანადოდ დასჯად კი ვერ მოვიაზრებდი სწრაფ სიკვდილს ნაპოლეონის ფრაზა უფრო ეგოს ძახილია. ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, ადამიანის არსებობა სიკვდილით მთავრობა. სხვა დანარჩენის ატანა/გადატანა კი ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმების მეშვეობით შეუძლია ადამიანს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა