ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 14 დეკემბერი Posted 14 დეკემბერი On 3/31/2023 at 11:20 AM, რედაქცია said: მე არა. ალბათ უფრო იმიტომ, რომ შემდეგ წელს არ დავიქრინჯო ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, თუმცა ქრინჯს არანაირად გამოვრიცხავ , უფრო პირიქით. ახლა იშვიათად. ადრე ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი ადგილიდან შეიძლებოდა გამესროლა, რაც თავში მომივიდოდა (და ხშირადაც მომდიოდა). მაგალითად "საწყობების გასაღები სტალინს ჰქონია" (სიმღერიდანაა, უცებ გამახსენდა და რატომღაც ძლიერ მომინდა გასტატუსება) 🙂 "თბილისის ქუჩებში მოსიარულე სიფრიფანა მკვირცხლი ქალიშვილები გადაარჩენენ საქართველოს" ერთი-ორი ასეთი გოგონას შეხვედრამ შთამაგონა, მაგრამ ბოლო მომენტში აღარ გამოვაქვეყნე, პუტკუნებმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ-მეთქი. ისედაც აკომპლექსებთ თანამედროვე მოდა. იყო გრძელი სტატუსებიც. სანამ სმარტფონები შემოვიდოდა, სპეციალურ საიტზე ვიყავი დარეგისტრირებული ჩემი ფბ პროფილით. სპეცნომერზე ვაგზავნიდი მესიჯს ლათინური ასოებით, ის კი ფეისბუქზე ქართული შრიფტით აქვეყნებდა. სახლში მისვლას და კომპთან დაჯდომას არ ვუცდიდი. მომენტში რომ წამოგივლის და გაისვრი, სულ სხვაა. ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა