Jump to content
×
×
  • Create New...

შიში მამაძაღლია


L_Autre_monde
 Share

Recommended Posts

თან დიდი თვალები აქვსო...

ცისფერი თვალები...

 

დღეს ისე აეწყო რო დინათი  დაწყებული და გაბისონიათი დამთავრებული - მეგრელები მიშლიან ნერვებს :D

 

Share on other sites

ჰოდა, შიშის აზრი მითხარით :)

ჩემი ძუკნა მაინც არ დაიჯერებს რომ ეს შეგნებულად არ მიქნია :D

ასე რომ - გაბისონიას მადლი გფარავდეთ დ წმიდა ესებუას ამური გეწეოდეთ :panto:

Share on other sites

არის წერტილი, რომ დაგისვეს

და იმის იქით,

არ შეგიყვარეს, გაიცინე,

მოკვდი — თუ გინდა,

კვამლად იქცევი, თამბაქოთი

დატენილ ფიქრით

და არაყს ისხამ, მაწანწალა

ღამის უბიდან.

ბროდსკისეული ეპიგრაფით 

— ,,полегче мыслить..!"

— სიკვდილით სავსე წუთებიან

საათებს ათევ,

ივსება სახლი სიჩუმით

და მოლურჯო ნისლით,

და შენ იცლები, ვიდრე ცისკარს 

აანთებს მნათე.

ქარებმა, ქუჩის ხულიგნებმა

და ავარებმა,

შეუბუმბლავი ხეივნები

წვიმით დარაზმეს

და რასაც ვწერდი... და ფილტვების

გადაგვარებას,

ჯანდაბას, ერქვას, გინდა ლექსი, 

გინდაც — მარაზმი.

არ იტყვი — კვდები, ან, მოგკლავენ,

სიტყვები თუ თქვი,

თებერვალია, აპრილამდე

იწვიმებს ქეძაფს,

როგორ გჭირდება, გაგონება

ვიღაცის სუნთქვის

და პურის ფულით, უიაფესს,

ყიდულობ მეძავს...

რომელსაც, ახლოს, ევნუხივით,

არ ეკარები.

(იდგნენ წვიმაში, წერტილები

— და ეს გოგონაც...)

დააძინებ და გარეთ, თუნდაც

ყეფდნენ ქარები,

ოღონდ სუნთქავდეს, ვიღაც გვერდით

გყავდეს, ოღონდაც..!

და მერე, ღამე, სიგარეტის

კოლოფებს მიცლის,

მეძავს, სადედო მკერდი უჩანს

ღია უბიდან...

ეე, ბროდსკის დედაც...

რას მიქვია — ,,полегче мыслить..!"

არ შეგიყვარებს, წერტილია... 

მოკვდი თუ გინდა...

Share on other sites

ბროდსკის დედა იქ მოვტყან, მაგრამ არაყს დავლევ...

 

ხო, პასტერნაკი და ჩეხოვიც არ მომწონს...

ღრუსოფობი ვარ?

 

ბაღდათელი მაიაკოვსკი მევასება...

 

ზნაჩიტ, ქოცი ვარ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   379 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 379 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • YandexBot(2)