Jump to content
×
×
  • Create New...

საოცარი წიგნი


რედაქცია
 Share

Recommended Posts

7 minutes წინ, Sylar said:

რომელს გულისხმობ.

რაღა დროს ჩემი ლიტერატურაა.

აგერ მაიკლ მანის The Dark Side of Democracy-ს წაკითხვას ვიწყებ, თითქმის ერთი კვირაა.

@NAVARA კი, მოგზაურობა ღამის დასალიერში ტოპ სიმღერაა. სულ ვღიღინებ:girldance:

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Darkness said:

რაღა დროს ჩემი ლიტერატურაა

გავიგე რო აღარ კითხულობ, მაგრამ რაც გიყვარს, ხო გახსოვს მაინც იმ დონეზე, რომ ვიღაცას უთხრა (მაგალითად მე), რომ აი ამ ავტორებს ვგულისხმობ. 

არ მეტყვი, ნუ მეტყვი :mad: ლიტერატურას რომ "დრო" აქვს, ეგ დღევანდელი ცხოვრების რიტმის ბრალია. იმდენი უაზრობა, იმდენი იდიოტობა, იმდენი "არარა" აქვს ადამიანს მოსასწრები, რომ კაცობრიობის ერთ-ერთი იშვიათი გამონათებისთვის აღარ აქვს დრო, რასაც ლიტერატურა ჰქვია და უკვე დროის კარგვად ითვლება. 

8 minutes წინ, Darkness said:

The Dark Side of Democracy

დემოკრატიის იდიოტიზმის ამოსახსნელად წიგნის წაკითხვა არცაა საჭირო. 

Angels lie to keep control.

Share on other sites

Posted (შესწორებული)

@Sylar მიწერია ზევით, სელინი.

შეგიძლია დაიწყო ,,სიკვდილი კრედიტით" ან ,,მოგზაურობა ღამის დასალიერში". თუმცა, სასურველია ქართულად არ წაიკითხო. 

ბროხის ,,მთვარეულებიც" მიყვარს, თუმცა სპეციფიკური ატმოსფეროს ავტორია. 

ირონიის მხრივ, ბორის ვიანსაც ვაფასებ. 

თინეიჯერობაში ზამიატინი, ჰაქსლი, კამიუ და უელბეკი მომწონდა. თუმცა, მაშინ შემეძლო ტოლსტოის ათ ტომეულის წაკითხვა, ახლა მეზარება.

15 minutes წინ, Sylar said:

დემოკრატიის იდიოტიზმის ამოსახსნელად წიგნის წაკითხვა არცაა საჭირო

მერე იტყვი ბაბულიკურს რას ხედავ ჩემშიო :givi:

Edited by Darkness
Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Darkness said:

შეგიძლია დაიწყო ,,სიკვდილი კრედიტით" ან ,,მოგზაურობა ღამის დასალიერში".

მპირდები, რომ ამეების წაკითხვის შემდეგ, თმებს არ შევიღებავ იასამნისფრად და ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებას არ შევუდგები? :givi: 

კამიუ მეც ადრეულ თინეიჯერობაში წავიკითხე და აღარც მახსოვს. რომ ვუფიქრდები, მსოფლმხედველობაში ვემთხვევით და ვფიქრობდი ბოლო დროს გადაკითხვაზე. 

8 minutes წინ, Darkness said:

ახლა მეზარება.

რატო, შენც ტიკტოკის სქროლვა დაიწყე და ვეღარ კონცენტრირდები ვერაფერზე, რისი ნახვა/კეთებაც 30 წამზე მეტს მოითხოვს? :givi: 

9 minutes წინ, Darkness said:

მერე იტყვი ბაბულიკურს რას ხედავ ჩემშიო :givi:

როგორ დააკავშირე ჩემს მიერ გაჟღერებული წინადადება დემოკრატიის შესახებ და ბაბულიკური შიგთავსი? 

Angels lie to keep control.

Share on other sites

6 minutes წინ, Sylar said:

მპირდები, რომ ამეების წაკითხვის შემდეგ

:yeah:სელინი და აქცია, ერთადაც კი ვერ ჟღერს კარგად.

6 minutes წინ, Sylar said:

არ შევიღებავ იასამნისფრად და ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებას არ შევუდგები?

ამისთვის სხვა წიგნები გვაქვს. სადაც წერია კოლონიალური წარსულზე და ველურ კაპიტალიზმის პირობებში სოციალური სამართლიანობის თუ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

6 minutes წინ, Sylar said:

რატო, შენც ტიკტოკის სქროლვა დაიწყე და ვეღარ კონცენტრირდები ვერაფერზე, რისი ნახვა/კეთებაც 30 წამზე მეტს მოითხოვს

სამი დღეა 5-6საათი მძინავს, იმდენ პროექტს მოვედე. ლიტერატურას რამე პრაქტიკული უნარის შესწავლა მირჩევნია.

თუმცა გატყუებ, მეტროში მაინც ვკითხულობ წიგნებს. აგერ, ჯონათან საფრან ფოერის Extremely loud and Incredibly close-ს ვკითხულობ, საყვარლობაა.

10 minutes წინ, Sylar said:

ჩემს მიერ გაჟღერებული წინადადება დემოკრატიის შესახებ და ბაბულიკური შიგთავსი? 

მარტივად :) კრიტიკული აზროვნების ჭრილში არ ჯდება მსგავსი ფრაზები.

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Darkness said:

სამი დღეა 5-6საათი მძინავს

try რამდენიმე წელი არეული დღე და ღამე, გადათენებები, დღე-ღამეში 2 საათიანი ძილები და მერე გამოიარე, Amateur.

6 minutes წინ, Darkness said:

თუმცა გატყუებ

მერე, მოგწონს შენი საქციელი? :) 

7 minutes წინ, Darkness said:

მეტროში მაინც ვკითხულობ წიგნებს

რედაქციას თქვენს "კლასტერზე" არც ისე კარგი წარმოდგენა აქვს. თუმცა, ახმეტელიდან ქალაქამდე იმდენი ხანი ზიხარ, რომ უკვე გამართლებულია. თან ბოლო გაჩერებაზე შედიხარ ვაგონში, ცარიელია და ჯდები, პლუს ქალი ხარ და ცალფეხმოკვეთილი, სამამულო ომის ვეტერანი, დავრდომილი, სოციალურად დაუცველი ორსული მოხუცი რომ შემოვიდეს, მაინც შეგიძლია არ ადგე და სუფთა სინდისით განაგრძო კითხვა.

10 minutes წინ, Darkness said:

მარტივად :) კრიტიკული აზროვნების ჭრილში არ ჯდება მსგავსი ფრაზები.

შენი აზრით, კონკრეტულად მაგ წიგნის წაკითხვის გარეშე ვინც აკრიტიკებს დემოკრატიას, ის კრიტიკულ აზროვნებასაა მოკლებული? 

ჩემი აზრით, ეგ წინადადებაა კრიტიკულ აზრს მიღმა, რაც დაწერე.

Angels lie to keep control.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   101 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 100 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(8)