Jump to content
×
×
  • Create New...

akciaze ar xart?


PoisonnIvy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
20 minutes წინ, Darkness said:

შენი კრიტიკული აზროვნება, ნეიტრალური პოზიცია თუ ცვლილებების საჭიროებებისადმი ნიჰილისტური განწყობა, სამთავრობო პროპაგანდის ჭრილშია. უტრირებულად, ალტინფოს სეგმენტი ხარ. ზუსტად, საზოგადოების იმ ფენის ნაწილი ხარ, ვისთვისაც ბრიფინგებს აწყობენ კობახიძე და ღარიბაშვილი. 

1) არსად მითქვამს, რომ ცვლილებების საჭიროება არ დგას. მე ვიძახი იმას, რომ სამწუხაროდ, აღარაა ის დრო, როცა მე და შენ ხმალს ავიღებდით ხელში და ცვლილებებს მოვახდენდით. როცა ჩვენი ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნოდა. ახლა რკინის ხელი გვმართავს, რომელსაც სასაცილოდ არ ყოფნის ჩვენი აქციები და პროტესტები.

შენი აზრით, ჩემზე რომ იყოს არჩევანი, ქართული ოცნების ხელისუფლების მართულ ქვეყანაში ცხოვრებას ვისურვებდი? 

2) რატომ გგონია, რომ ან ალტინფოს, ან კობახიძის ბრიფინგებს ვადევნებ თვალ-ყურს?

3) თუ შენთან არ ვარ, შენი მტერი ვარ? გინდა თქვა, რომ არ შეიძლება, უბრალოდ არავინ გევასებოდეს და არავის ედგე გვერდით? 

Angels lie to keep control.

Share on other sites

@Sylar ჰეჰ, როგორ გეტკინა. ორი დღეა ტროლბოტზე ძალით ,,ცინიკურობ".

შენთვის იარლიყი არ მიმინიჭებია. უბრალოდ დავიღალე იმდენად ჰგავს შენი არგუმენტები ალტინფოს მასებთან კომუნიკაციის სტრატეგიას. გული მწყდება, შენს ინტელექტუალურ რესურსს ნიჰილიზმში და მიშას ამოლპობაზე მსჯელობაზე რომ ხარჯავ. თან მაშინ, როცა ლამის რუსეთის გუბერნია ვართ. თითქოს აცდენილი ხარ რეალობას.

7 საათის წინ, Sylar said:

აღარაა ის დრო, როცა მე და შენ ხმალს ავიღებდით ხელში და ცვლილებებს მოვახდენდით.

არც არასოდეს იქნება ასეთ პოზიციაზე თუ იდექი. უკვე იმდენად რეპრესირებული ცნობიერება გაქვს, თუ ასე ძალიან არ მოგწონს რეალობა, არც არსად მიდიხარ და არაფერს აკეთებ, მაშინ ასეთ მდგომარეობაში ყოფნას საერთოდ რა აზრი აქვს? ვიღაც ნაბიჭვრები უნდა ითმინო, იმის გამო, რომ უკეთესს ვერ ხედავ? ამასობაში, მეორე ბელორუსი რომ გავხდეთ, ეგ არაფერი. ,,ხალხს მაინც არაფერი შეგვიძლია". ჰოდა, ჩემთვის ეგეთ ცხოვრებას აზრი არ აქვს.

8 საათის წინ, Sylar said:

რატომ გგონია, რომ ან ალტინფოს, ან კობახიძის ბრიფინგებს ვადევნებ თვალ-ყურს?

ვგრძნობ, რომ არ უყურებ, თუმცა ისინი გსწავლობენ, საკმაო რესურსს ხარჯავენ, რომ პოლიტიკისადმი ინტერესი გაგიქრონ. საქართველოს  ,,მტრებ, მუქთახორა ენჯეოშნიკებისადმი" აგდებული დამოკიდებულება ჩამოგიყალიბონ.

რომ უყურებდა რა დონის ხალხი, რა ფრაზებით გმართავს და პროტესტის გრძნობა არ გაგიჩნდეს, საერთოდ არ ექნებოდა შენთან საუბარს აზრი.

3- სხვა დროს, პოხუიზმში შეგეჯიბრებოდი. თუმცა ამ ნიჰილიზმმა რუსეთის პროვინციამდე მიგვიყვანა. არც მტერი ხარ და არც მოყვარე. მხოლოდ გული მწყდება, რომ შენი ნიჰილიზმით მთავრობა სარგებლობს.

Share on other sites

  • ფორუმელი
24 minutes წინ, Darkness said:

ჰეჰ, როგორ გეტკინა. ორი დღეა ტროლბოტზე ძალით ,,ცინიკურობ".

ron-swanson-parks-and-rec.gif

 

25 minutes წინ, Darkness said:

მიშას ამოლპობაზე მსჯელობაზე რომ ხარჯავ

თუ დააკვირდი, პირიქით, არ დავხარჯე და არ განვავრცე ეგ თემა.

 

26 minutes წინ, Darkness said:

შენს ინტელექტუალურ რესურსს ნიჰილიზმში

რაში დახარჯვას შემომთავაზებდი? 

 

26 minutes წინ, Darkness said:

თითქოს აცდენილი ხარ რეალობას.

შესაძლოა ვიყო. შესაძლოა შენ იყო. მე მაგ ჰანდიკაპს ყოველთვის ვიტოვებ, რომ შესაძლოა აცდენილი ვარ რეალობას. შენ ეგ არ გეტყობა. არ ვიცი, კარგია თუ ცუდი. რამე აზრი რომ ჰქონდეს, ალბათ დავფიქრდებოდი. 

 

28 minutes წინ, Darkness said:

ასეთ მდგომარეობაში ყოფნას საერთოდ რა აზრი აქვს?

უნდა ჩამოცილდე ამ კლოუნადას და შენი აზრი იპოვო ცხოვრებაში. აკეთო რამე რის მიმართაც ვნება გექნება, იპოვო ვინმე, ვის მიმართაც ვნება გექნება, ან რაიმე სხვა. 

 

35 minutes წინ, Darkness said:

ჩემთვის ეგეთ ცხოვრებას აზრი არ აქვს.

რებელობაში ცოტა თუ გამეჯიბრებოდა, მაგრამ ვნახავთ რა ერთად, რა იქნება და როგორ. მე ვვარაუდობ, რომ არ გავხდებით მეორე ბელორუსი. გულწრფელად მგონია ასე. არავინ ფულს არ მიხდის ოცნებიდან. არცერთი ახლობელი არ მყავს ოცნების პარტიაში. არანაირად ხელი არ მაქვს მომთბარი მათი ხელისუფლებაში ყოფნით. 

 

37 minutes წინ, Darkness said:

რომ შენი ნიჰილიზმით მთავრობა სარგებლობს.

შეიძლება. შენი პატრიოტული გრძნობებით, გგონია არავინ სარგებლობს? : ) 

Angels lie to keep control.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share