Jump to content
×
×
  • Create New...

akciaze ar xart?


PoisonnIvy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Darkness said:

თუმცა უაზრობაზე ფლანგავ, აფუჭებ. 

სწორია.

9 minutes წინ, Darkness said:

პრინციპში, რა ჩემი საქმეა

ინტროვერტი კი ვარ, მაგრამ ჯავშანში შესახიზნი, დასამალი და მისაჩქმალი ბევრი არაფერი მაქვს, პირიქით, სხვის მიერ დანახული საინტერესოა. ნუ, იმ სხვასაც გააჩნია.

 

11 minutes წინ, Darkness said:

უმცროსი ძმასავით არის

გაგიმართლა, რომ არ ვიყავი. წიგნში სანიშნეს გადაგიდებდი ხოლმე სხვა გვერდზე, კომპიუტერთან მხოლოდ მაშინ დაგსვამდი, თუ თავს მოისაწყლებდი და მთხოვდი და ა.შ. :lolz:

12 minutes წინ, Darkness said:

საყვარელი ბავშვია

რაც იცის, იცის. ყოველი ნამდვილი მამაკაცი სიამოვნებისგან დნება, როცა ბავშვად მოიხსენიებენ :givi:

 

13 minutes წინ, Darkness said:

ბევრ რამეს ჩააკორექტირებდი.

თუ არ გეზარება, შეგვაჭყიტე მაგ სიაში.

Angels lie to keep control.

Share on other sites

13 minutes წინ, Sylar said:

კომპიუტერთან მხოლოდ მაშინ დაგსვამდი, თუ თავს მოისაწყლებდი და მთხოვდი და ა.შ. :lolz:

ეგეთი უფროსი ძმა მყავს. ისე გამიმწარა ბავშვობა, პირველი ხელფასით, ლეპტოპი ვიყიდე))

თუმცა, ახლა, ორი-სამი დღე თუ არ შევეხმიანე, რომ ვურეკავ და მოვიკითხავ, როგორც მკითხულობ ისე ვარო, პასუხს მახვედრებს :givikoebi:

17 minutes წინ, Sylar said:

შეგვაჭყიტე მაგ სიაში.

უჰ, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფაზე მეტი გამოვა. კაი, თუ დაგაინტერესა, თავს უფლებას მივცემ. 

Spoiler

იდეალურ ვარიანტში, შენს ნიჰილიზმს და ირონიას პოზიტიურ ძალად ვაქცევდი. 

შენს იურიდიულ განათლებას (რომელიც მიაგდე, იმიტომ, რომ სისტემა არ მოგეწონა), ხალხის სასიკეთოდ გამოვიყენებდი.

მე ვნანობ, იურიდიულზე რომ არ ჩავაბარე, ყველაზე გაჭირვებულ და დაუცველ ფენას დავეხმარებოდი...

ცინიზმი ქვეყნის რეალურ მტრებთან ურთიერთობაში გამოგადგებოდა. 

მერე სოც-პოლზე ჩაგაბარებინებდი და ჩემთან ერთად, იდგებოდი აქციებზე. ქალთა უფლებების დამცველ აქციებზეც კი))

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Darkness said:

ოღონც EQ-ს გამოკლებით. 

კი ეგ არ აქ ნამდვილად :lol: 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Darkness said:

ისე გამიმწარა ბავშვობა, პირველი ხელფასით, ლეპტოპი ვიყიდე))

წეღან ვერ განვავრცე. 
მგონი ვთანხმდებით, რომ თუ მაგალითად და-ძმებიდან, ან ძმებიდან რომელიმე ბევრად უკეთესი გეიმერია, კომპიუტერთან დაჯდომაზე უპირატესობა მას უნდა ენიჭებოდეს. იმის გათვალისწინებით, რომ შენი ძმა ბიჭია და შენ გოგო ხარ, ვვარაუდობ, რომ შენზე უკეთესი გეიმერი იქნებოდა :yes: 

სპოილერს რაც შეეხება, მეხსიერებაში არაგიშავს.

Angels lie to keep control.

Share on other sites

14 minutes წინ, Sylar said:

თუ მაგალითად და-ძმებიდან, ან ძმებიდან რომელიმე ბევრად უკეთესი გეიმერია, კომპიუტერთან დაჯდომაზე უპირატესობა მას უნდა ენიჭებოდეს.

და გეიმერობა უპირატესობად რატომ უნდა მივიჩნიოთ? :wtf:

რაც მე იმ პერიოდში, რუსულ ფორუმებს და დღიურებს ვეჯექი. ვიწერდი და ვაკონსპექტებდი იდეებს. ჩემი ძმა კი ჩემს ინტელექტუალურ განვითარებას აფერხებდა.

ეჰ, რა კარგი იყო, მთელი დღით, ინფორმაციის ძიების პროცესში ჩაკარგვა რომ შემეძლო.

Share on other sites

  • ფორუმელი
31 minutes წინ, Darkness said:

და გეიმერობა უპირატესობად რატომ უნდა მივიჩნიოთ? :wtf:

იმიტომ რომ ავადმყოფები ვართ და ჩვენთან შეწინააღმდეგება არ შეიძლება :rolleyes: 

31 minutes წინ, Darkness said:

რაც მე იმ პერიოდში, რუსულ ფორუმებს და დღიურებს ვეჯექი. ვიწერდი და ვაკონსპექტებდი იდეებს.

მიხარია, მაგ ასაკში რომ გქონდა ეგეთი რაღაცების ხალისი :yes: 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Darkness said:

ნწ, უმცროსი ძმასავით არის. აი, რომ უყურებ და ხვდები შენი გორისაა

clear-he-just-hot-villain.gif :lool: 

 

Spoiler

გეტკინაო არ მითხრა ოღონდ. ვინც მიცნობს, იცის ჩემი ეგ თვისება. რაღაცები რენდომად მახსენდება და რენდომ დიალოგებს ვაგრძელებ ხოლმე :givi: 

 

Angels lie to keep control.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share